თავი 8

312 35 21
                                    

•TARGET•

•••
ახალგაზრდა ყმაწვილი თავის კაბინეტში სამუშაოს ასრულებდა და თან გოგონაზე ეფიქრებოდა, რომელიც ახლა მის სახლში და მის ერთერთ საყვარელ ოთახში იმყოფებოდა. საკმაოდ დიდი სიმპათია დაუტოვა მან თეჰიონს, საკმაო დაინტერესება გამოიწვია მასში. ფიქრობს დრო მოვიდა მიზანი მიზანში ამოიღოს და რაც უნდა ამჯერადაც ყველაფერი მიიღოს.

ქალბატონო დო კაბინეტში შემოდით.
ტელეფონის ერთ ნომერს თითი მაჭირა და მისი ამდენ წლიანი მდივანი კაბინეტში იხმო.

⁃ გისმენთ ბატონო კიმ. თავი დაუკრა ქალმა და მომღიმარი სახით თავის ბატონს წამიერად მიაჩერდა. იგი ვერასდროს ბედავდა კიმისთის თვალებში ყურებას და მხოლოდ ის არა სხვა ყველა დანარჩენიც ვინც კიმს იცნობდა. გარდა ქეისა რომელიც ურცხვად უყურებს თეჰიონს მიუხედავად იმისა, რომ მისი თვალები ძირს აგდებს.
⁃ ერთ კვირიან შვებულებას ვიღებ საბუთებს კი შენ გაბარებ არავინ შემოუშვა კაბინეტში და ჩემი არ ყოფნა ეცადე აქაურობას არ დაეტყოს შორიდან გაგაკონტროლებთ. ხალხი დაიბარე და ჩემი სიტყვები გადაეცი გასაგებია?
⁃ დიახ ბატონო.
⁃ და ხო კიდევ ეს ლის საბუთებია და მისი კომპანიის, გადახედე და დრო დაუთქვი შეხვედრის დანარჩენი შენც იცი. ქალმა თავი დაუკრა ახალგაზრდა ბატონს და თვალი გააყოლა დერეფანში მიმავალ მაღალ სიმპათიურ ყმაწვილს.

კიმი ღიმილით ჩაჯდა მის საყვარელ მანქანაში, რომელსაც შვილივით უვლის და სახლისკენ აიღებს გეზს რათა მისი სამიზნე საბოლოოდ კლანჭებში მოაქციოს და ისეთივე ზეგავლენა გამოიწვიოს რასაც გოგონა იწვევს კიმში.

საკუთარ მშვენიერ ოთახში სახლის ტანის სამოსს ირგებდა და სარკეში კმაყოფილად იხედებოდა. მის ტანს მშვენიერი ნაცრსფერი ფართე სპორტული შარვალი და თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური ამშვენებდა.

კაბინეტში მაგიდასთან მოთავსდა და კეინს უხმო.

⁃ მეძახდით ბატონო კიმ? თავი შემოყო ოთახში და ბიჭს გახედა.
⁃ კი შემოდი.
⁃ გისმენთ. მაგიდის წინ დაუდგა ბიჭს.
⁃ ქეი სადარის.
⁃ თავის ოთახშია.
⁃ დარწმუნებულიხარ, რომ ჩემს არ ყოფნაში ცუდი არაფერი გაუკეთებია?
⁃ არაფერი, ჩვენს ოთახში შესვლაზე უარს განაცხადებს და საჭმელს არჭამს. ორი დაცვა მის კარებთანა დანარჩენები კი როგორც მითხაით გარეთ. სხვა არაფერი.
⁃ კარგი მშვენიერი. მოკლედ რატო დაგიბარე. მზარეულებს უთხარი, რომ გემრიელი ვახშამი მოამზადონ საღამოსთვის ორ კაცზე 10 საათზე ყველაფერი მზად უნდა იყოს. ამ დროისთვის კი არავინ არ იყოს სახლში მხოლოდ გარეთ და ეგეც დაცვა. და მეორე ქეისთვის ლამაზი კაბა მოამზადონ და მაგ დროისთვის გადაეცით ჩამოვიდეს. გასაგებია!?
⁃ დიახ ყველაფერი გასაგებია.
⁃ მშვენიერი შეგიძლია გახვიდე.

•TARGET• ✔️Where stories live. Discover now