•TARGET•
•••
თეჰიონი მის საყვარელ ფუმფულა ლოგინზე მოკალათებულიყო და მომღიმარი სახით ჭერს აჰყურებდა. თითქოს მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებდა. შეუყვარდა ვერც კი გააცნობიერა ისე, მისგან ამას ვერ გრძნობს. თავითავს პირდება, რომ აუცილებლად შეძლებს მისი გულის მოგებას და ერთხელ და სამუდამოდ ქეის გულშიც იქნება მისი ადგილი.გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი უვლის როგორ იდგა შავი ლიფის ამარა გოგონა ოთახში და ტანსაცმელს არჩევდა. მისი სრულყოფილებით აღსავსე სხეული თეთრი კანით.
წოტახნის წინ კი მის ზემოდან მოქცეულიყო და მის ულამაზეს და მშვენიერ სახეს ზემოდან შეურხევლად უცქერდა, თითქოს სამყარო მოექცია მის მკლავებში და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. ხვდებოდა რომ მისი ყურებით ქეიც შეპყრობილი იყო ცოტახნით მაინც. ყველფერზე იყო წამსვლელი ოღონდ ის წუთები დაებრუნებინა, რომელიც საათებად გაიწელა თითქოს დრო გაჩერებულიყო.
დილით ქეის ადრე გაეღვიძა ისევ იგივე ტანის სამოსი ჩაიცვა თმები მოიწესრიგა და პირველ სართულზე ჩავიდა სადაც თეჰიონი დახვდა ამჯერად სერიოზული სახით. შეეშინდა გაიფიქრა რამე ხოარ დავაშავეო, მალევე გააქარწყლა ფიქრები და მაგიდას მიუჯდა, რომელიც გაწყობილი იყო თეჰიონის მომზადებული საჭმელებით.
⁃ გემრიელად მიირთვი. წარმოსთქვა ბიჭმა ისე მისთვის არც შეუხედავს
⁃ მადლობა შენც. მალევე დამანჭა სახე თავისივე ნათქვამზე და თავში ხელი შეუმჩნევლად წამოირტყა. "რასულელიხარ რა მადლობა შენც" გაიფიქრდა და საჭმელს გემრიელად შეექცა.არცერთს არ ამოუღია ხმა ორივე თავისთვის იჯდა და მიირთმევდნენ მხოლოდ პირის ჭკლაპუნის და ჩხირების ერთმანეთზე მირტყმის ხმა ისმოდა. დასრულებისას ორივე წამოდგა თან მაგიდის ალაგებას შეუდგნენ.
⁃ შეეშვი მე ავალაგებ.
⁃ არა მოგეხმარები. აღარაფერი უთქვი არცერთს და ალაგებას შეუდგნენ. ქეი ფიქრებში დაიკარგა..იხსენებდა რამე ხომარ დააშავა, ვაი თუ გუშინდელ ღამეზე იყო გაბრაზებული. ამასობაში დანაზე თითი გაიჭრა ისე, რომ ვერც კი მიხვდა გრძნობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ფიქრებიდან თეჰიონს გამოყავს და ანერვიულებული შესცქერის თვალებში.
⁃ გამოფხიზლდი და დაჯექი ახლავე მოვალ. გონება არეულმა ვერ გააცნობიერა რა მოხდა და ხელზე დაიხედა, რომელის ტკივილიც ახლახან შეიგრძნო.
⁃ რაზე ფიქრობდი ღრმად, რომ გაგჭროდა? მუხლებზე დადგა და პირველადი დახმარების ყუთი გახსნა სადაც წამლები და სხვადასხვა მედიკამენტენი ინახებოდა.
⁃ არაფერია უბრალოდ ოდნავ გა..
⁃ რა ოდნავ ესარის ოდნავ? შეხედე რამდენი სისხლი მოგდის. გოგონას თეჰიონის ყურადღებაზე გაეღიმა, გაუცნობიერებლად სახეზე დაკვირვება დაიწყო.
⁃ ახლა ცოდათი აგეწვება.
⁃ რა..აა ხო არა... აააააა. ესარის ცოტაო?. სახე მომანჭა და გაჭრილ თითს დააკვირდა. უეცრად იგრძნო როგორ უბერავდა სულს ნატკენ ხელს თეჰიონი. ისეთი საყვარელი სანახავი იყო ისევ ერ შეძლო ღიმილის შეკავება.
⁃ მორჩა სხვა დროს ყურადღებით იყავი იცოდე.
⁃ კარგი. აზრზე მოვიდა და თავის ოთხში დაბრუნდა.
YOU ARE READING
•TARGET• ✔️
Fanfiction⁃ მართლა გგონია რო შეგარჩენ იმას რის გაკეთებასაც აპირებდი? ⁃ შემეშვი! ⁃ ძალიან ნუ გამითამამდები ჯობია თავი დახარო. მითხრა მკაცრი ტონით და ოთახი დატოვა.