Goddess of this land listen my voice. I sprov from the silence to find you again, to praise you strength.
* * *
კარმენი დილიდან პანიკითაა სავსე. ჟოანი წინ და უკან დაბაჯბაჯებს გასუქებული პინგვინივით და ყველას რაღაცას უთითებს. ჯელენა იძულებული გახდა სამზარეულოდან ჭურჭელი გამოეტანა და მაგიდები გაეწყო. იდეაში ეს მისი ვალდებულება ნამდვილად არ ყოფილა. ნუ კარგი, ის ამაში დამატებით ოც დოლარს მიიღებდა მაგრამ მაინც ეს მას სრულებითაც არ ევალებოდა. ფურშეტისთვის აწყობდნენ მაგიდებს, აწყობდნენ წვრილ, მოკლე ჯოხებზე წამოცმულ ათასნაირ საჭმელს რაც ჯელენას სიცილად არ ყოფნიდა. ზეთის ხილის ლანგრები დააწყო ლურჯ სუფრაზე და სწრაფად წავიდა საწყობისკენ საიდანაც დამატებითი სკამები უნდა გამოეტანა. ორ-ორს დაავლო ხელი და დარბაზში წვალებით, მაგრამ მაინც გამოიტანა მოჩუქურთმებული ხის სკამები.
ჟოანი ამ დროს კურიერს გაჭირვებული ღიმილით აწვდიდა თანხას ყვავილებისთბის.ფეხის ქირა ისეთაც ასობით დოლარი რჩება!
ჯელენა წარბშეკრული უყურებდა ჟიან ბობოს და გულში ლანძღავდა კაცს. თუმცაღა იგი წყეული ღორია! გაუმაძღარი და ფულის მოყვარული ძუნწი.
ყვავილები შემოიტანეს და წამებში გირლიანდებად შემოატარეს დიდ დარბაზს. წითელი და შავი ხელსახოცებისაგან გედების სკულფტურები შეექმნათ რომლებსაც თავები საცოდავათ ჰქონდათ ჩამოკიდებული. საჭმელები სასწაული დეტალიზმისა და იდეალიზმის გათვალისწინებით ელაგა თეფშებზე. გამოჭრილი ხილი, რომელსაც შესანიშნავი ჩუქურთმები ამშვენებს სუფრის თავში ოქროსფერ თასებზე აწყვია. საუკეთესო ხარისხის ბურბონი და ღვინო ('Altoona Hills' და 'Askalon' ) ბრენდირებულ ბოთლებში ლამაზად ესხა. იქვე დაედგათ შამპანურის ჭიქების პირამიდა.
ნამდვილად შესანიშნავი იყო ოქროსფერი პატარა ნათურები, რომლებიც ჭერიდან ეშვებოდა აბრეშუმის ლენტებთან ერთად და მბჟუტავ ნათევას ასხივებდა.
YOU ARE READING
TiO [Z.M.] (completed)
Fanfiction"-რატომ? რატომ ველოდო ბრძოლას? მიდი და სცადე... ანდა დაგემშვიდობები სანამ გვიან არაა. შევძლებთ შენი ცრემლები გადავარჩინოთ? და მე ვუყურო როგორ ტირი? რატომ უნდა ველოდო სიძულვილს, როცა შეგვიძლია სიყვარული გადავარჩინოთ? მხოლოდ შენ მიცნობ ისე, როგორც შე...