მე ვარ ცრემლი,
როცა გინდა დამღვარე.
მე ვარ ის... მე ვარ შორს
მე ვარ ბედნიერი, როცა ხარ კარგად. რა ვთქვა? მიყვარხარ ალბათ.* * *
დილაადრიან მზის ნაზი სხივები ორ შიშველ სხეულზე დალივლივებს. სითბო ნელა ეკიდება ხორბლისფერ კანს და მალე დიდი შავი წამწამები შეწუხებული ირხევიან. ღამისფერი თვალები თეთრ ჭერს ასცქერიან, შემდეგ სხეული გვერდს იცვლის და მშვიდად მძინარე გოგონას ღიმილით აკვირდება. ქერა თმები ბალიშზე მიმობნეულიყო. ვარდისფერი ტუჩები დაებუშტა და იმდენად უდარდელად მისცემოდა ძილს კაცს შეშურდებოდა. ზეინმა მის მუცელზე შემოხვეულ ხელს, რამოდენიმეჯერ აკოცა და ნელა წამოდგა საწოლიდან. თხელი შარვალი ამოიცვა, თმა შუბლიდან გადაიწია და სამზარეულოში გავიდა.
ზეინს არასდროს გაუმზადებია საუზმე ვინმესთვის, მაგრამ ახლა ის გაზქურის წინ იდგა ტელეფონით ხელში და იმ ქალისთვის ამზადებდა საუზმეს, რომელიც ჯერ კიდევ ტკბილად თვლემდა ზეინის სარეცელზე. დიდი ხნის ძიების შემდეგ ზეინმა გადაწყვიტა ომლეტი შეეწვა. დინჯად დაჭრა მწვანე ხახვი და პომიდორი. ცხელ ტაფას ზეთი დაასხა და სასაცილოდ გახტა უკან, როგორც კი ზეთმა შიშინი დაიწყო. კვერცხი ჯამში გათქვიფა, მარილი მოაყარა და ცხელ ტაფაზე დაასხა. ნელა დააყარა დაჭრილი ხახვი და პომიდორი უკვე პირმომაგრებულ კვერცხს. მალევე ქურა გამორთო სახეხი აიღო და ყველი ბასრ ზედაპირს მოქნილად დაუსვა. ტაფას ცოტახნით თავსახური დააფარა და საშუალება მისცა პარმეზანს ომლეტზევე დამდნარიყო. ზეინმა მაცივარში ხილის განყოფილება შეამოწმა და გახარებულმა შეათამაშა ხელში ორი ცალი ატამი. წვენსაწური აამუშავა, ორი დიდი ჭიქა წყალი საწურის გრაფინაში ჩაასხა და ატმის სქელი ნაჭრებიც ზედ მიაყოლა. თვალი, როგორც კი მოჰკრა საწყლად მოგორავე ვაშლს ხელი დაავლო, წყალი გადაავლო და ისიც ატმებს მიაყოლა. საწურმა ხმაურით დაიწყო ხილის გამოწურვა. ზეინმა მოკლე წრიპინის შემდეგ აპარატს ჭიქები შეუყუდა და წვენი ჩამოასხა.
YOU ARE READING
TiO [Z.M.] (completed)
Fanfiction"-რატომ? რატომ ველოდო ბრძოლას? მიდი და სცადე... ანდა დაგემშვიდობები სანამ გვიან არაა. შევძლებთ შენი ცრემლები გადავარჩინოთ? და მე ვუყურო როგორ ტირი? რატომ უნდა ველოდო სიძულვილს, როცა შეგვიძლია სიყვარული გადავარჩინოთ? მხოლოდ შენ მიცნობ ისე, როგორც შე...