Come take a walk on the wild side
Let me kiss you hard in the pouring rain
You like your girls insane
So choose your last words, this is the last time
'Cause you and I, we were born to die* * *
-ზეინ, როდესაც გეტყვი მინდა, რომ ჯელენას თმა ყურს უკან გადაუწიო და შემდეგ ერთმანეთს აკოცებთ!-ყვირის ლუი და სიგარეტს ტუჩებს შორის იქცევს. მან კამერის განათება ჩართო და რაკურსი გაასწორა. ზეინი თეთრ დივანზე იჯდა, წელს ზევით შიშველი. მისი ნაიარევები ერინმა(მეიქაფ არტისტმა) დიდი შრომის შედეგად მთლიანად გააქრო. შავი ტყავის შარვალი ეცვა და მისი კუპრივით შავი კულულა თმა აჩეჩილი ეყარა. ჯელენას წითელი დორტები და ყვითელი ტოპი ეცვა. ფართედ უღიმოდა ზეინს. ქალი ზეინის კალთაზე ნაზად დაჯდა და ხელები კისერზე შემოაწყო.
-დაა გადაღება!-ლუი ყვირის და კამერაც იწყებს გადაღებას.ჯელენას ჩალისფერი თმა ყალბი ქარის გამო ნაზად ფრიალებს. ზეინი მხოლოდ ქალს უყურებს, იღიმის და ნელა უწევს თმას ყურს უკან. ჯელენა ზეინისკენ ნელა იხრება და მის ვარდისფერ ბაგეებს ეპოტინება.
-და გადაღებულია!-ლუის ხმა ისევ ისმის და სინათლეები ქვრება.
-საუკეთესო იყავი.-ზეინმა ქალს კისერში ჩაურგო თავი და ნაზად აკოცა.
-ჰმმ...-ჯელენამ თმა ოდნავ მოქაჩა ბიჭს და კატასავით გაინაბა.
-ჯიჯი, ჩაწერა შუადღეს გადმოვიდა.-ჯელენამ თავი წამოყო და მის ცისფერთვალება მენეჯერს გაუღიმა.
-მადლობა ტეი, შეხსენებისთვის. ერთად წავიდეთ.-ჯელენამ გოგონას თბილი მზერა მიაგება. ტეილორი ჯელენას მენეჯერი, მაღალი ცისფერთვალება გოგონა იყო. ქერა თმა კისრამდე შეეჭრა და მუდამ წითლად უღაჟღაჟებდა ლოყები. სასიამოვნო ადამიანი იყო და ჯელენა ადვილად შეეწყო ტეილორს.ზეინმა საკვების აპარატში ფული ჩაყარა, კოდი აკრიფა და აპარატს დაეყრდნო. Gummy bear-შეფუთვა ხმაურით დაეცა აპარატის ზედაპირს. ზეინმა ღიმილით გამოხსნა უჯრა და სასუსნავის შეკვრა ჯელენას გაუწოდა.
-ეს რა არის?-ჯელენამ პარკი ააჭრაჭუნა.
-რეზინის დათუნიები.-ზეინმა ბედნიერად გახსნა საკუთარი შეკვრა და ერთ ცალ მწვანე დათუნიას თავი მოაჭამა და ჯელენას წარბები აუთამაშა.
-რატომ უნდა ვჭამო რეზინის ტკბილი დათუნიები?-ჯელენამ წარბი შეჭმუხნა.
-იმიტომ რომ სახალისოა.-ზეინმა ისე თქვა თითქოს ამბობდა ორს პლიუს ორის ტოლობა ოთხიაო.
-სულაც არაა სახალისო რეზინის დათუნიების ჭამა, როდესაც მისი წარსული ასეთი ცუდია. იცი, რომ შუა საუკუნეებში დათვებს ჯაჭვებზე აბამდნენ და კბილებს აცლიდნენ? შემდეგ მათ წარმოდგენების გამართვაში იყენებდნენ. ხალხი დათვებს აწამებდა და წლების მერე ისევ არის რეზინის დათუნიები იმ გართობის სიმბოლო.-ჯელენამ ღრმად ამოისუნთქა და პირდაღებულ ზეინს შეხედა.
-ყოველთვის ცუდს რატომ ეძებ ყველაფერში?-ზეინმა წარბები შეჭმუხნა და საკუთარი ჟელიბონის შეკვრა ურნაში ჩააგდო.(როჰორც აღმოჩნდა სინდისმა შეაწუხა.)
-არ ვეძებ, უბრალოდ სამყაროს ისეთს ვხედავ როგორიც არის.-ჯელენამ მხრები აიჩეჩა.
-და ასეთი ცუდია სამყარო?-იუმორის გარეშე გაეცინა მამაკაცს.
-არა, სამყრო არა. ხალხია ცუდი. სწორედ ისინი არიან სამყაროში არსებულ ყველა ცუდზე პასუხისმგებელი.-ჯელენამ საკუთარი ჟელიბონის შეკვრა ქუჩაში მჯდარ პტარა ბიჭს შეაჩეჩა ხელში, რომელსაც მუხლებთან პატარა აბრა ედო წარწერით: 'უსახლკარო და მშიერი ვარ'
YOU ARE READING
TiO [Z.M.] (completed)
Fanfiction"-რატომ? რატომ ველოდო ბრძოლას? მიდი და სცადე... ანდა დაგემშვიდობები სანამ გვიან არაა. შევძლებთ შენი ცრემლები გადავარჩინოთ? და მე ვუყურო როგორ ტირი? რატომ უნდა ველოდო სიძულვილს, როცა შეგვიძლია სიყვარული გადავარჩინოთ? მხოლოდ შენ მიცნობ ისე, როგორც შე...