8

157 33 36
                                    

'When the world was ending
We looked up at the sky
And we talked about the last song that we'd play
So far from comprehending
They'd lift us to the stars
Never seen each other from so far away'

* * *

ზეინ მალიკი ჯელენას ყავითა და შოკოლადით გაუმასპინძლდა და მის მთავარ დიზაინერს დაუძახა. ჯელენა ფიქრს იწყებდა, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა წამიდან, როგორც კი ხელი მოაწერა კონტრაქტს. კაბინეტში რამოდენიმე წუთის შემდეგ მაღალი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. მინდვრისფერი თვალები და შოკოლადისფერი ხვეული თმა მის განსხვავებულ სილამაზეს ხაზს უსვამდა. ვარდისფერი მბზინავი პერანგი და ყელზე ამავე ფერის მოშვებული ბაფთა ეკეთა მისთვის კი თხელი თეთრი შლაქსის შარვალი შეეხამებინა.
-აბა რა ხდება?-იკითხა მძიმე აქცენტით. შეწუხებული იწვალებდა ზედა ღილებს კისერთან და შეწითლებულ კანს იფხანდა.
-მინდა, ჩემი ახალი ექსკლუზივი გაგაცნო.-გაიღიმა ზეინ მალიკმა და ენა თეთრ კბილებს შორის მოიქცია.
ჰარი სტაილსი მზერას ოთახში მჯდომ კიდევ ერთ ადამიანს აბყრობს და ისე აკვირდება თითქოს საგამოფენოდ გასატანი ექსპონატი ყოფილიყო.
-ძალიან ფერმკრთალია.-დაიწუწუნა და ჯელენასთან უფრო ახლოს მივიდა. ხელი ყბაში ჩაავლო და მსუბუქად დაუთვალიერა სახე. ჯელენა გაფართოებული თვალებით უყურებდა მამაკაცს მაგრამ ხმას ვერ იღებდა. -კარგი ნაკვთები აქვს მაგრამ ჯანსაღი კვება უნდა. ყვრიმალები ჩაცვენილია.-ჩაიდუდღუნა და ახლა ჯელენას ხელის მტევანს დასწვდა. -ჩემი ორი შეერთებული თითი უფრო სქელია ვიდრე შენი ძვლები. ისინი ისეთი მყიფეა. ტკაც და გატყდება!-თვალებში გახედა ჰარიმ ჯელენას. გოგომ თვალები დააფახულა და კვლავ ჩუმად აკვირდებოდა უცნაურ ბიჭს. -უნდა ჭამო ლამაზო, ბევრი უნდა ჭამო. ეს ჩემთვის პირველია. მკაცრ დიეტაზე არიან გოგონები მაგრამ შენ თუ არ შეჭამ გამოიფიტები!-დაარიგა ჭკუა და გვერდით მიუჯდა.
-ჰარი ნუ დააფრთხე ის!-დაუცაცხანა ზეინმა და სიგარეტს გაუკიდა.
-მომიტევე ჩემო ქალბატონო, უბრალოდ უკვე მივეჩვიე სხარტად გავაკეთო ყველაფერი. შენი საცოდავი ხელები დასვენებას და მოვლას იმსახურებენ ვანილის ნამცხვარო.-გაიღიმა ჰარიმ და შავი შოკოლადი მოიქცია პირში. ბიჭის ნათქვამმა უცნაურმა ზედმეტსახელმა გააოგნა ჯელენა. აკვირდებოდა მის გაუხეშებულ, დამსკდარ ხელებს და გულში ჰარის ეთანხმებოდა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now