როგორც ყოველთვის ამ დღესაც გავიღვიძე და წავედი უნივერსიტეტში. ჩემი პრინცი, თეჰიონი ვნახე. ერთად კარგი დრო გავატარეთ უნივერსიტეტის შემდეგ და დავბრუნდი სახლში. სამწუხაროდ ჩემი საყვარელი ლექტორი ვერ ვნახე.
სახლში მისულს ორი უცხო მანქანა დამხვდა. სახლში შევედი, მისაღებში დედა დამხვდა.
-ვინები არიან ჩვენთან?-ვიკითხე მე.
-ჰობის ძმაკაცები.
-კარგი.
სამზარეულოში შევედი და დავიწყე ჭამა.
-ჯიმინ, წვენი და ნამცხვარი აუტანე ჰობის და მის მეგობრებს.
-რატომ მაიმცდამაინც მე?-გავბრაზდი.
-აბა ვინ?-მკაცრად მკითხა.
-კარგი, მომეცი.
ავედი მეორე სართულზე და ჰობის დავუკაკუნე.
-შემოდი, ჯიმინა-გამიღიმა მან. აქ ჯონგუკი და კიდევ ორი ბიჭი დამხვდა. ჯონგუკმა გამიღიმა.
-გამარჯობა-მივესალმე მათ.
-გამარჯობა.
-რა ლამაზი ძმა გყავს, ჰობი.
-ლამაზი არა სიმპათიური, ბიჭი ვარ, ბიჭი!-გავბრაზდი მე.
მათ გაეცინათ. ქერათმიანი ჩემთან მოვიდა და ლოყები გამიწელა, შემდეგ ჩამეხუტა.
-რას აკეთებთ?-ვიკითხე მე.
-ჯოკერს ვთამაშობთ.
-შეიძლება გიყუროთ?-ვიკითხე მე.
-კი!-ყველამ ერთად წარმოთქვა.
-მოდი შენ ჩემსკენ იყავი-მითხრა ქერათმიანმა და მის გვერდით დამსვა. ეს ქერათმიანი მომეწონა, კარგი ბიჭი ჩანდა, მხიარული.
-აბა რომელი ჩამოვიდეთ-ჩამჩურჩულა ყურში.
-ეს ჯობია-ვუჩურჩულე მე.
YOU ARE READING
Toxic boyfriend
Romanceჯიმინი ბედნიერად ცხოვრობს, ერთობა და რასაც უნდა იმას აკეთებს სანამ მისი ძმის ძმაკაცი, ჯონგუკი არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ, მაგრამ ჯონგუკი საშინლად ეჭვიანი და ტოქსიკური ადამიანი აღმოჩნდება. ამის შემდეგ ჯიმინის ლაღი...