ორი დღე ჯონგუკის გარეშე თავს კარგად ვართმევდი, რადგან თეჰიონი და ჰობი მყავდა გვერდით, მაგრამ მერე ძალიან მოვიწყინე.საღამო იყო. ოთახში ვიჯექი. ძალიან მოწყენილი ვიყავი, ამიტომ ჰობისთან შევედი. ის კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა.
-ჰობი!
-მოდი, ჯიმინ.
-ძალიან მომეწყინა!-დავიწყე წუწუნი. ბარში ხომ არ წავსულიყავით? გთხოვ, გთხოვ!
-არა!
-რატომ?
-ჯონგუკმა თქვა, რომ არ წამეყვანე მის ჩამოსვლამდე.
-ჰობი! შენ ხარ ჩემი უფროსი ძმა, ამიტომაც არავის აქვს უფლება მიგითითოს შენი პატარა ძამიკო სად წაიყვანო! მე ჯონგუკის კი არა შენი პატარა ძამიკო ვარ!-დავიწყე ყვირილი.
-ისე ხო...-ჩაფიქრდა ის-მაგრამ არა!
-ჰობი!-ვიყვირე მე-კარგი ძმა არასდროს დამიძახო. ჩემით წავალ თეჰიონის ერთად.
-არა!-იყვირა ჰობიმ-თქვენ ორი იქ მარტო? იცი იქ რამდენი ნაბიჭვარია?! მამას ვეტყვი რასაც აპირებ.
-კარგი, მე არ წავალ, მაგრამ შენ თეჰიონს ვერასდროს შეხვდები. ხომ ატყობ, რომ ჩემი დახმარება გჭირდება? რადგან ის თავს გარიდებს და იმალება.
-მართლა? დამეხმარები?
-კი. წავიდეთ ჩვენ სამმა ბარში.
ის დაფიქრდა მერე კი წამოიძახა:
-კარგი!
-აი ასე, ძმაო. წავედი გავემზადო-ოთახში გავიქეცი. ახლა თეჰიონი უნდა დამეთანხმებინა. თუ ვეტყოდი, რომ ჰოსოკთან ერთად მივდივარ, მეთქი, უარს იტყოდა, ამიტომ მოვატყუე, რომ მარტო მივდიოდი გასასეირნებლად. თეჰიონიც დავითანხმე. მე და ჰობი სახლიდან ნახევარ საათში გავედით.
თეჰიონს მივაკითხეთ. მას ჰობი ჩვენი მძღოლი ეგონა, ამიტომ მანქანაში უპრობლემოდ ჩაჯდა.
-აბა სად წავიდეთ?-მკითხა მან.
-ბარში.
-გაგიჟდი? იქ რა გვინდა? შეიძლება შარში გავყოთ თავი.
-გამორიცხულია, რადგან ჰობი ჩვენთან იქნება.
-რაა?-დააღო პირი თეჰიონმა.
-გამარჯობა-მიესალმა ის.
თეჰიონისგან მუშტი მივიღე.
-მე საქმე მაქვს, გააჩერე, უნდა წავიდე.
-არავითარ შემთხვევაში-უთხრა ჰობიმ.
-ჯიმინ, უთხარი.
-არა!
-ეს ადამიანის გატაცებაა!-დაიწყო ყვირილი თეჰიონმა.
-მართალი ხარ-უპასუხა ჰობიმ.
თეჰიონი ძვლივს გაჩერდა. მივედით დანიშნულების ადგილზე.
-ნუ გეშინია, მარტო არ დაგტოვებ, მაპატიე-ვუჩურჩულე თეჰიონს.
-მოგკლავ!-მითხრა მან.
-ჰოსოკ, ჯონგუკს არაფერი უთხრა.
-არც ვაპირებდი. წავედით.
ჰობიმ ღვინო მოიტანა და დალევა დავიწყეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ თემინმა დაურეკა ჰოსოკს.
-ბიჭები აქ მოდიან-თქვა ჰოსოკმა.
-რაა? რატომ?-ვუთხარი მე.
-გასართობად და ისე, ჯიმინ, შენი მეგობარი თავს რატომ მარიდებს, უთხარი ძალიან მწყინს.
თეჰიონი გაწითლდა.
რამდენიმე წუთში ბიჭებიც გამოჩნდენ.
YOU ARE READING
Toxic boyfriend
Romanceჯიმინი ბედნიერად ცხოვრობს, ერთობა და რასაც უნდა იმას აკეთებს სანამ მისი ძმის ძმაკაცი, ჯონგუკი არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ, მაგრამ ჯონგუკი საშინლად ეჭვიანი და ტოქსიკური ადამიანი აღმოჩნდება. ამის შემდეგ ჯიმინის ლაღი...