11

900 89 1
                                    

დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, მესიჯი იყო ჯონგუკისგან.

დილამშვიდობისა, მინი. დღეს უნივერსიტეტში მე წაგიყვან, თან უნდა დაგელაპარაკო, კარგი?

მე გამიკვირდა რაზე უნდოდა საუბარი. ალბათ მოვენატრე, მეთქი.

  კარგი, გუკი. მოუთმენლად გელი, მიყვარხარ!

გავემზადე და ქვემოთ ჩავედი საჭმელად. დედა ვიღაცას ესაუბრებოდა. ჯონგუკი ყოფილა, რა მალე მოსულა.

-გუკი-მივედი და მაგრად მოვეხვიე-შევჭამ და წავიდეთ კარგი?

-კარგი.

-წამოდი ერთად ვჭამოთ.

მანქანაში ვისხედით როცა ძალიან დამაინტერესა რა საქმე ქონდა ჯონგუკს.

-ჯონგუკ, რამე მოხდა? რაზე გინდოდა საუბარი?

-ჯიმინ, ამერიკაში მივფრინავ დაახლოებით ორი კვირით სამსახურის გამო.

-რაა?-მე ძალიან მოვიწყინე.

-მისმინე! ჭკვიანად იყავი და ყოველთვის მიპასუხე ზარებზე. კარგად ისწავლე. ბარში არასდროს წახვიდე, რადგან იქ ბევრი ნაბიჭვარია! არ დათვრე. გასაგებია?

-არ მიყვარს წესების დაცვა. ნათქვამია: წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო-გავეხუმრე მე, მან კი მკვლელი მზერით შემომხედა.

-კიდევ-დაიწყო საუბარი მან-თემინს არ გაეკარო, რადგან აშკარაა, რომ ჩემი საკუთრება მოსწონს!

-შენი საკუთრება არ ვარ!-კიდევ მკვლელი მზერა.

-და კიდევ ვვეჭვიანობ, რადგან ჩემზე მეტად გიყვარს თეჰიონი.

ამაზე გამეცინა.

-ბოდიში, მაგრამ ამას ვერასდროს შეცვლი. თეჰიონი ჩემი ძმაა,ჩემი სულიერი მეგობარია, ჩემი ყველაფერია.

-არ ვცდილობ, რომ შევცვალო, უბრალოდ მეც მასე შემიყვარე.

-კარგი, ოღონდ ძალიან მალე დაბრუნდი ამერიკიდან!

-კარგი, გპირდები და რაც გითხარი ის გააკეთე.

უნივერსიტეტთან მივედით და მანქანა გააჩერა.

-ვნახოთ-ვუთხარი, ენა დავუგდე და გადმოვსკუპდი, დავტოვე გაბრაზებული ჯონგუკი. რატომღაც მიყვარდა მისი ასეთი მხარე...

Toxic boyfriendWhere stories live. Discover now