1

1.8K 112 6
                                    

ჯიმინის პოვ:

ღამის ორი საათია, მე კი უკვე ზუსტად მეექვსე ჭიქა ყავას ვსვამ, რომ არ დამეძინოს. ჭირსაც წაუღია ეს გამოცდები, თავი რობოტი მგონია. გადავწყვიტე შევჩერებულიყავი, ამიტომაც ავალაგე და ტანსაცმელით დავეგდე საწოლზე და დამეძინა.

-ფუუ, რა არეულობაა!-ჩამესმის დედაჩემის ყვირილი. ძვლივს დავწევი და კიდევ რაღა უნდა მეთქი, თვალი გავახილე და თურმე უკვე გათენებულა, არადა მეგონა ხუთი წუთიც კი არ იყო გასული.

-ნუ ყვირიხარ, თავი გამისკდა!

-დროზე აბრძანდი, პრინცო და უნივერსიტეტში გაქროლდი. იცოდე, ამ არეულობას არ მოკიდებს ხელს არცერთი მოსამსახურე, საკუთარი ხელებით დაალაგებ ყველაფერს როცა მოხვალ!

-დედა, ბევრი სასწავლი მაქვს ამ გამოცდების გამო, ამიტომაა ასეთი არეული, არ მცალია.

-კი როგორ არა. ღამის 12-მდე კომპიუტერს თამაშობ შემდეგ კი სწავლას იწყებ გამოდებილებული. დღეს ასე აღარ იქნება რადგან კომპიუტერს დაემშვიდობები.

-დედა!-დავიწყე ყვირილი ის კი გავიდა-დედააა!

სამაგიეროდ ჩემი საყვარელი ძმა შემოვიდა.

-რა გაყვირებს, ჯიმინა?-მკითხა ჰობიმ.

-წარმოგიდგენია ეს ოთახი მე უნდა დამალაგებინოს და თან კომპიუტერიც მიაქვთ სადღაც! ჩემი კომპიუტერი!  გადამარჩინე, ჰიონ-მას მაგრად მოვეხვიე.

-არ შემიძლია, ხომ იცი? მაგრამ შემიძლია ერთი რამე გავაკეთო, რომ არ მოიწყინო.

-რა?-თვალები გამიბრწყინდა მე.

-საღამოს ბარში წავიდეთ და გავერთოთ.

-შევთანხმდით-წამოვიძახე-რა უნდა ჩავიცვა იქ?

-რაც გაგიხარდება, ახლა კი წავედი, თორემ სამსახურში დამაგვიანდება-ჩამკოცნა და წავიდა.

მეც არ დავაყოვნე, ავდექი, მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. ვისაუზმე და შემდეგ მანქანაში ჩავჯექი.

Toxic boyfriendWhere stories live. Discover now