15

921 92 0
                                    

ვახშამზე ჩავედი და ბედნიერის როლის თამაში გადავწყვიტე.

-ჯიმინ, ჩემო პატარა გველუკავ-ჰობი ჩამეხუტა.

-ძალიან მშია-ვთქვი მე.

-მოდი დაჯექი, საყვარელო-მითხრა მამამ.

ვახშამს მივირთმევდით. ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ მეთქვა... ვახშმობა ყველამ დაასრულა.

-თქვენს ყურადღებას ვითხოვ-წარმოვთქვი და შევეცადე გაღიმებას. როგორი ძნელი იყო...

-გისმენთ, პატარავ-მითხრა დედამ.

-დედა, ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მსოფლიოში, მამას გაუმართლა შენნაირი ცოლი რომ ყავს. ასევე კეთილი, ყურადღებიანი და გამგებიანი ხარ. მაგრად მიყვარხარ!-ჩემმა სიტყვებმა მშობლების და ჰობის გაოცება გამოიწვია.

-ჯიმინ, არ მოველოდი...-დედა წამოდგა და მაგრად ჩამეხუტა-შენ კი ჩემი პატარა ცელქი ბიჭი ხარ, რომელიც უსაყვარლესია.

-მამა, შენ ძალიან სიმპათიური ხარ. ასევე ჭკვიანი, კეთილი და გამგებიანი. ძალიან მიყვარს შენთად დიალოგი ხოლმე.

-მეც მიყვარხარ, ჯიმინა, რამე მოხდა?

-ჰობი, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ! ყველაზე იღბლიანი ვარ მთელს მსოფლიოში, რადგან შენ მყავხარ!

ჰობი ადგა, მაგრად გადამეხვია და ლოყებზე მაკოცა.

-ჩემო პატარა ძამიკოვ, რა გჭირს?-ჰობის ისეთი მზრუნველი ხმა ჰქონდა ცოტაც და ამეტირებოდა.

-ახლა კი გეტყვით რა მოხდა... მე და ჯონგუკი რაღაცას ვაპირებთ.

-რას?-იკითხა ჰობიმ.

-ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ შემდეგ თვეში...

-რაა?-წარმოთქვეს ყველამ ერთად.

-ასე მალე? ჯერ ადრეა უნივერსიტეტი უნდა დაასრულო!-მითხრა მამამ.

-მამა მართალია, ჯიმინ-მითხრა დედამ.

-მე ნებას არ მოგცემ! ჯერ პატარა ხარ!-იყვირა ჰოსოკმა.

Toxic boyfriendWhere stories live. Discover now