გათენდა დილა. თეჰიმ ფრთხილად გამაღვიძა და საუზმე მომართვა.
-მადლობა, თე, საუკეთესო ხარ!
-მხოლოდ შენთვის, ძვირფასო.
-და ჰოსოკისთვისაც-გამეღიმა მე, ის გაწითლდა-აღიარე, რომ მოგწონს ჩემი ძმა.
-კარგი ოღონდ არ მცემო.
-გპირდები.
-ხო მომწონს... ოღონდ არ უთხრა!
-როგორც შენ გინდა, მაგრამ როდის უნდა უთხრა?
-ვერასდროს ვერ ვეტყვი, მცხვენია. შენთან თავისუფლად ვარ, მასთან კი ყოველთვის ვმორცხვობ...
-იმიტომ, რომ მოგწონს-გავუღიმე მე-მაგრამ შენ მხოლოდ ჩემი ხარ-შევახტი და მაგრად ჩავეხუტე.
უნივერსიტეტმა კარგად ჩაიარა, შემდეგ კურსელებთან ერთად გავისეირნეთ. სახლში საღამოს ხუთზე დავბრუნდი. სახლში ჰოსოკი დამხდა.
-ჯიმინ, გუშინ ასე ჩქარა რატომ გაიქეცი თეჰისთან? რამე მოუვიდა? როგორაა?
ძალიან გამიხარდა ჰოსოკმა რომ თეჰიონზე ინერვიულა და გამეღიმა.
-ძალიან მოწყენილია. ერთი ბიჭი მოსწონს და არ შეუძლია ამის მისთვის თქმა.
-მას ბიჭები მოსწონს?
-ბიჭები არა! ერთი ბიჭი მოსწონს უკვე საუკუნეა, ის ბრიყვი კი ვერ ხვდება.
-სიმპათიური ბიჭია? როგორია?
-ძალიან, ძალიან სიმპათიური, მხიარული და მზრუნველი.
-კარგი...-მან დამტოვა, მე კი ოთახში ავედი. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
-ჯიმინ... ბოდიშს გიხდი, ზედმეტი მომივიდა... იმის შემდეგ საქმეზე ვეღარ ვკონცენტრირდები და სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან გამაბრაზა თემინმა, ის შენ გეხებოდა და აშკარად გეფლირტავებოდა, შენ კი ამას ალბად ვერ ამჩნევდი. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ოღონდ მაპატიე, გთხოვ...
KAMU SEDANG MEMBACA
Toxic boyfriend
Romansaჯიმინი ბედნიერად ცხოვრობს, ერთობა და რასაც უნდა იმას აკეთებს სანამ მისი ძმის ძმაკაცი, ჯონგუკი არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ, მაგრამ ჯონგუკი საშინლად ეჭვიანი და ტოქსიკური ადამიანი აღმოჩნდება. ამის შემდეგ ჯიმინის ლაღი...