ამის შემდეგ გადიოდა დღეები და მე ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად. ის ორი კვირა საავადმყოფოში იწვა, მე მას ყოველთვის ვსტუმრობდი და დედას გაკეთებულ გემრიელობებს ვაჭმევდი.
შემდეგ სახლში გამოწერეს. ცოტა სიარული უჭირდა, ამიტომ ისევ იწვა. მე იქაც მივდიოდი და მიმქონდა საქმელები, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ათჯერ მდიდარი იყო და მის სასახლეში უამრავი მოსამსახურეები ფუსფუსებდნენ.გადიოდა დღეები და ჯონგუკი უკეთესდებოდა. ჩვენი ამბავი მხოლოდ თეჰიონმა იცოდა, ამიტომ გადავწყვიტე ოჯახის წევრებზეც მეთქვა.
ერთ საღამოს ჩვენს ოჯახში ჯონგუკი გვეწვია. ეს დაგეგმილი იყო, ამ დღეს უნდა გვეთქვა სიმართლე.
-ძალიან გამიხარდა, უკვე სრულიად ჯანმრთელი ხარ-მიმართა დედამ.
-დიახ უკვე ჯანმრთელი ვარ-გაიღიმა ჯონგუკმა.
-რაღაც უნდა გითხრათ-მოულოდნელად და ჩქარა წარმოვთქვი მე.
-გისმენთ, ჯიმინ-მითხრა მამამ.
-მე ბიჭები მომწონს...-ჯიმინი გაოცებას ელოდა საპასუხოდ ჩვეულებრივი რეაქცია მიიღო.
-მერე?-უთხრა დედამ.
-რა მერე? საიდან იცოდით?
-რომც არ გვცოდნოდა და ახლა გაგვეგო იგივე რეაქცია გვექნებოდა-თქვა ჰობიმ-სიყვარული სიყვარულია.
-კარგი და მე შეყვარებული მყავს-ესეც სწრაფად წარმოვთქვი.
-ეს უფრო გამიკვირდა-გაეცინა დედას.
-რაა?-გაოცდა ჰობი-და მე აქამდე არ უნდა მცოდნოდა! ვინ გაბედა ჩემი ძმის გულის დაბყრობა?
-შენმა ძმაკაცმა-წარმოვთქვი სწრაფად.
-რაღაც ვერ გავიგე-თქვა ჰობიმ.
-შენმა ძმაკაცმა, მეთქი!
-რაა?-პირი დააღო მან-რომელმა? თემინმა? უეჭველი ის იქნება!
YOU ARE READING
Toxic boyfriend
Romanceჯიმინი ბედნიერად ცხოვრობს, ერთობა და რასაც უნდა იმას აკეთებს სანამ მისი ძმის ძმაკაცი, ჯონგუკი არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ, მაგრამ ჯონგუკი საშინლად ეჭვიანი და ტოქსიკური ადამიანი აღმოჩნდება. ამის შემდეგ ჯიმინის ლაღი...