83. 𝖕𝖑𝖆𝖓 II ☠︎︎☞︎︎︎✞︎♥︎

262 26 53
                                    

"არ ველოდი თუ ამდენი დღის გასვლის შემდეგ გავახსენდებოდი"

"არ ველოდი თუ ამდენი დღის გასვლის შემდეგ გავახსენდებოდი"

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.


ბოლო შეტყობინების შემდეგ ჯონგუკმა მობილური ჯიბეში ჩაიდო.
რამდენიმე წუთში კი მენეჯერიც გამოჩნდა.

- მაპატიეთ შეყოვნებისთვის ბატონო ჯონგუკ, წუთი წუთზე მოვლენ დანარჩენებიც_ ოდნავ ანერვიულებული ხმით საუბრობდა ნინა._ მათ მოსვლამდე რამეს ჰოარ ინებებდით? წყალი ან ყავა?

- თუ არ შეწუხდებით ყავა თუ შეიძლება_ თავმდაბლად უპასუხა გუკმა.

- რა შეწუხებაა, ახლავე მოგართმევთ_ ესღა თქვა მენეჯერმა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ფოტოსტუდიიდან.

ჯონგუკი კი იქვე მდგარ დივანზე კომფორტულად მოკალათდა, გვერდით მაგიდაზე დადებული ფოტოაპარატი აიღო და ფოტოების თვალიერებას შეუდგა.

ყოველი ფოტოს დანახვისას ფიქრობდა თუ რა გენიალური ფოტოგრაფის მიერ იყო გადაღებული, რადგან ვერც ერთ მათგანზე ვერ იპოვა თუნდაც მცირედი შეცდომა, რაზეც დაიკვეხნიდა, რომ ყველა დანარჩენივით ერთი უბრალო ფოტოგრაფის ნახელავია და სხვა არაფერი. ყველა ბუნებრივ ფერებში იყო შესრულებული, არანაირი ფოტოშოფი ან თუნდაც ზედმეტი განათება.
  თანდათან დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც თითქმის უკანასკნელ ფოტოზე გადავიდა, რის დანახვის შემდეგაც დიდი სიამოვნებით ნაკუწებად აქცევდა ხელებში დაჭერილ ნივთს.
   ფოტოზე კი არც მეტი და არც ნაკლები, თეჰიონისა და იუნგუკის ერთობლივი კადრი იყო აღბეჭდილი, და ყოველი ახალი გვერდის ნახვაზე, ჯონგუკს გული ტკიოდა თუ როგორ შეჰღიმოდნენ ერთმანეთს. შეიძლება მან ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა, როდესაც მისცა საზოგადოებას უფლება მწვერვალიდან, თითქმის ფსკერამდე ჩამოეგდოთ, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მისცემს უფლებას თავის თავს, რომ ასე უმოქმედოდ დაუთმოს თეჰიონის თავი, იუნგუკს.

𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦Место, где живут истории. Откройте их для себя