82. 𝖕𝖑𝖆𝖓 ☠︎︎☞︎︎︎✞︎♥︎

304 34 71
                                    

ჯონგუკი სარკის წინ იდგა და თავის ანარეკლს უმზერდა. ფიქრობდა, თუ დღეს თავს ხელში ვერ აიყვანდა, ყველა გეგმა, ერთი ხელის მოსმით ჩაეყრებოდა წყალში. რთულია თავზე კონტროლის მოპოვება, როდესაც პირისპირ გიწევს მთელი ხუთი საათი გაატარო ადამიანთან, რომელმაც ცხოვრება გაგინადგურა. მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, რაც მისთვის თითქმის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენდს, ნამდვილად ღირს.

ჯონგუკს თითქმის Მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ერთსა და იმავე გეგმას თავში ხარშავდა, უნდოდა ყველაფერი ზედმიწევნით და სწორად გაეკეთებინა. თუნდაც მცირედი დეტალის გაფუჭებასაც კი ვერ აპატიებდა საკუთარ თავს.

,, იქნებ ჯუნი მართალია და ეს ყველაფერი ზედმეტად დიდი საბრთხის წინაშე დამაყენებს?...
   არა! უკვე როდესაც, სულ ცოტაღა დამრჩა იმისათვის, რომ ის რაც მეკუთვნოდა უკან დავიბრუნო, თანახმა ვარ ჩემი კარიერის დასასრულს თვალებში ჩავხედო!"_ფიქრობდა გუკი, თუმცა გონს ჯიბიდან ვიბრირების შეგრძნებამ მოიყვანა.
მობილური ამოიღო, სადაც შეტყობინების სახით, კომპანია რომელთანაც სულ რამდენიმე დღის წინ გააფორმა ხელშეკრულება, აცნობებდა, რომ დანიშნულების ადგილას 1 საათზე გამოცხადებულიყო.
  
შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მაჯის საათს დახედა, რომელიც პირველის ნახევარს უჩვენებდა. წინ კიდევ ნახევარი საათი ჰქონდა, თუმცა რახან უკვე ყველანაირად მზად იყო გადაწყვიტა ადრე გასულიყო, გზად კი ყავისთვის შეივლიდა კაფეში.

𝚓𝚞𝚗𝚐𝚔𝚘𝚘𝚔༆☟︎︎︎

༆𝚓𝚞𝚗𝚐𝚔𝚘𝚘𝚔༆☟︎︎︎

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.
𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦Место, где живут истории. Откройте их для себя