- ჰიონ დღეს ძალიან კარგი დრო გავატარეთ... მადლობა,რომ წამოსვლაზე დამთანხმდი 😊
- არაფერს იუნ, როდესაც მეცლება ნებისმიერ დროს შეგვიძლია სადმე გავიდეთ😉
ორმა სხეულმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა კინოთეატრი.
ახლა კი ერთ-ერთი ცნობილი რესტორნისაკენ მიემართებიან.მართალია იუნგუკის გეგმაში ჯერ კინოთეატრი, შემდეგ მყუდრო კაფე დაბოლოს სეირნობა შედიოდა, მაგრამ კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ თეჰიონს გაუჯდა გონებაში, რამდენიმე დღის წინანდელი ჯიმინის სიტყვები, რომ ზუსტად იმავე ქუჩაზე ძალიან მყუდრო რესტორანია სადაც ადრე ხშირად დადიოდა, და განსაკუთრებულად მოსწონდა ის ადგილი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იუნგუკთან ერთად იმ ადგილს სტუმრებოდა.
გზად თეჰიონმა შენიშნა, ბიჭის სახეზე მოწყენილობა, ხელით მკლავზე მოქაჩა, გააჩერა და უთხრა:
- თუ დაიღალე შეგვიძლია რესტორანი შემდეგი დღისთვის გადავდოთ, მე კი სახლამდე მიგაცილებ
იუმგუკი ასეთი მოულოდნელი ქმედებისაგან უეცრად შეხტა, თუმცა როდესაც იგრძნო თეჰიონის ხელი თავის მკლავს როგორ უჭერდა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, გული კი ისე სწრაფად და თითქოს ხმამაღლა უცემდა, თეჰიონი ოდნავ ახლოს რომ ყოფილიყო ნამდვილად გაიგებდა ხმას.
რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ კი დაბნეული ხმით უპასუხა:
- ა-არა, წავიდეთ შ-შევიაროთ რესტორანში... ა-არ დავღლილვარ...- ყველანაირად ცდილობდა ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაეტანა ოღონდ მისი წინ მდგომისათვის თვალებში არ შეეხედა.
თეჰიონმა მკლავზე ხელი გაუშვა, შემდეგ მასთან უფრო ახლოს მიიწია და შუბლზე ხელი დაადო.
- ნამდვილად კარგად ხარ? სახეზე სულ წითელი ხარ, თუმცა სიცხე არ გაქვს.
ამ მოქმედებაზე კი იუნგუკი ადგილზე გაშეშა. თვალებდაუხამხამებლად აშტერდებოდა მის წინ მაღალ სხეულს.
თეჰიონის გვერდით ყოფნა მუდმივად გულს უჩქარებდა. წარმოდგენა იმაზე,რომ მასთან ერთად, ყოველგვარი კამერებისა და ზედმეტი თვალის გარეშე, ასე ახლოსაა, თავს ძლივს იკავებს,რომ სიხარულისგან გული არ წაუვიდეს. და რათქმაუნდა ამის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემს, რადგან ასეთი მშვენიერი დღის გაფუჭების უფლება არ აქვს, მითუმეტეს მაშინ როდესაც, მის გვერდით დგას ადამიანი, რომელზეც უკვე 3 თვეა ოცნებობს, და მისი ჩამოსვლის მიზეზსაც კი თითქმის ის წარმოადგენს.
ВЫ ЧИТАЕТЕ
𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦
Losowe* - კარგი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ,) * - მოდი)) _______________ * - ოუ😈 პატარა ბრაზიანიც ყოფილა * - პირველი: შენი პატარა არ ვარ!! და მეორე: ვინ ჯანდაბა ხარ?!