28. 😈

555 56 174
                                    

  ტელეფონზე საუბრის შემდეგ, თეჰიონი ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ რამდენიმე წუთის წინ თვით ჯეონ ჯონქუქს ელაპარაკა. სანამ რეალურ ვინაობას გაიგებდა, დარწმუნებული იყო, ვიღაც ან მასზე ზედმეტად შეყვარებული გოგონა ან ბიჭუნა წერდა, და გასაკვირად ისიც გაიგო ვინც იყო მისი კუმირი. ამიტომ თავის გართობის მიზნით, ისიც აჰყვა საუბარში, მაგრამ ნამდვილად არ ელოდა თუ მისი საუბარი ,,უცხოსთან,, ასე სასიამოვნოდ დასრულდებოდა.
    მართალი იყო, როდესაც ჯონგუკს ჰკითხა თუ რატომ ის? და არა მაგალითად ვიღაც ნებისმიერი, მასზე თავდავიწყებით შეყვარებული ფანი.
როდესაც მისგან პასუხი მოისმინა, გულში საკუთარ თავს მადლობას უხდიდა, რომ მაშინ ჯონგუკს მიწერა.
   ზემეტად ბევრი ფიქრები უტრიალებდა თავში, თუმცა ახლა დრო ამ ყველაფრის ნამდვილად არ იყო. უკვე ისედაც ძალიან გვიანიყო, ხვალ კი ადრე უნდა გაეღვიძა, რომ ყველაფერი მოესწრო. მართალია შეხვედრა საღამოს 7ზე ჰქონდათ, თუმცა დარწმუნებული არ იყო, დილითაც, ადრე რომ გაეღვიძა ყველაფერს მოასწრებდა.
 
   უნდოდა... ძალიან უნდოდა, ახლავე შესულიყო ინსტაგრამზე და ყველასთვის ეცნობინებინა ეს ამბავი. თუმცა იცოდა, რომ არავინ დაუჯერება. თავისი მეგობრების გადამკიდე კი მითუმეტეს. არც ადანაშაულებდა ამაში მათ, რადგან ამის დაჯერება მასაც კი უჭირდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონი გვერდით გადადო. მაღვიძარა დილის 10 საათზე დააყენა და დასაძინებლად, საწოლში კომფორტულად მოკალათდა.
  - იმედი მაქვს ხვალინდელი დღე წარმატებით ჩაივლის. ნამდვილად არ მინდა ჩემი დაბნეულობით და უაზრო ლაპარაკით შევაშინო.
კარგი... კარგი თეჰიონ ახლა ნამდვილად არ უნდა დაითარსო თავი. ვსო, მორჩა აბა წარმატებები კიმ თეჰიონ ხვალ...

________________________

თეჰიონთან საუბრის შემდეგ, ჯონგუკი თავის თავში 100% ით იყო დარწმუნებული, რომ ხვალისთვის ყველაფერი თავისი გეგმის მიხედვით წავიდოდა.
  როდესაც მის სახეს იხსენებდა, ეღიმებოდა, დაბნეულობაც კი საყვარელს ხდიდა. ალბათ ცნობილი პიროვნება, რომ არ ყოფილიყო უფრო გაუადვილდებოდა მასთან ურთიერთობა.

𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦Место, где живут истории. Откройте их для себя