- პატარავ მგონი დროა სათანადოდ დაგსაჯო ცუდი საქციელების გამო, ზედმეტად ბევრჯერ დავხუჭე თვალი შენს ისტერიკებზე, ამიტომ იყავი დამჯერი ბიჭი და არ შემეწინააღმდეგო, თორემ..._ ჩაღიმება_ იქამდე გაკვნესებ სანამ შენი პირით არ მთხოვ პატიებას, გაჩერებას, ტკივილის მოყენების შეწყვეტას..._ჩაღიმება
ჯონგუკი რამდენიმე წუთი სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა, თეჰიონის ბრძანებლური და ამავდროულად სასიამოვნო ტონის შემდეგ.
ვერ წარმოედგინა თუკი მისი ეს მხარე, რომელიც უბრალოდ მზერითაც კი ადამიანს მუხლებზე დააჩოქებდა, ასე ძალიან მოენატრებოდა.ნამდვილად არ სურდა ჯონგუკს თეჰიონისთვის ხელი შეეშალა რათა თავისი დანაპირები შეესრულებინა, თუმცა ჯერ თავისი გეგმა ბოლომდე მიყვანილი არ ჰქონდა, ამიტომ
თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ წავიდა, მეორე სხეული უხეშად მოიშორა და უთხრა.- თუკი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება ასე ძალიან გსურს შეგიძლია ამისთვის ნებისმიერ გამვლელს სთხოვო, დარწმუნებული ვარ უარს არავინ გეტყვის_ უხეშად და ამავდროულად ირონიულად მიმართა ჯონგუკმა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მზერა სხვა რამისკენ მიემართა.
თეჰიონმა მის წინ მჯდომის სიტყვებზე მხოლოდ ჩაიღიმა, რადგან ხვდებოდა თუ როგორი მონდომებით ცდილობდა ჯონგუკი მასში არსებული მღელვარების დაფარვას, რის გამოც მზერას ვერ უსწორებდა.
რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, ჯონგუკმა გაიგო თუ როგორ გაიღო და დაიკეტა ავტომობილის უკანა კარი, მაგრამ მალევე განმეორდა იმავე მოქმედება, და ამჯერად თეჰიონი მის გვერდით იკავებდა ადგილს.
ნამდვილად არ ელოდა მსგავს მოქმედებას, თუმცა აშკარა იყო, რომ თანდათან ბრაზი უფრო და უფრო იტანდა, და საბოლოოდ როცა დაინახა თუ როგორ იკრავდა ღვედს მის გვერდით მჯდომი სხეული ვეღარ მოითმინა და უთხრა.- მგონი არავის მოუცია შენთვის აქ დაჯდომის უფლება! და საერთოდ, რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს მანქანაში?! ან საერთოდ როგორ გააღე?_ ჯონგუკი ხმას უფრო და უფრო უმატებდა, რადგან უკვე გაუსაძლისი იყო მსგავსი საქციელების ატანა.
თეჰიონი კი სახიდან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა, რაც უფრო უმძაფრებდა ჯონგუკს სურვილს, რომ ის ადგილზევე დაეხრჩო.
ВЫ ЧИТАЕТЕ
𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦
Random* - კარგი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ,) * - მოდი)) _______________ * - ოუ😈 პატარა ბრაზიანიც ყოფილა * - პირველი: შენი პატარა არ ვარ!! და მეორე: ვინ ჯანდაბა ხარ?!