ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი სხეული უკვე რამდენიმე წუთია რაც თვალმოუშორებლივ შეჰყურებს, კაფის შიგნით არსებულ სიტუაციას.
მათი მდგომარეობა კი სახარბიელო ნმადვილად არ იყო. ერთ ერთ მათგანს ცოტაღა აკლდა, და იმისდა მიუხედავად, რომ შიგნით საკმაოდ ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, ყველას ჯანდაბაში გაუშვებდა და ერთ ვიღაცას საკადრის პასუხსაც კი გასცემდა.
ჯიმინმა იგრძნო თავისი მეგობრის დაძაბულობა და ხელი მხარზე დაადო- თავი ხელში აიყვანე თეჰიონ. არ მისცე ბრაზს უფლება შენს კარიერას დედა უტიროს- რაც შეიძლება ხმადაბლა მიმართა გვერდზე მდგომ სხეულს ჯიმინმა, რათა გამვლელების და კაფეში მყოფი პიროვნებების ყურადღება არ მიექცია.
მართალია თეჰიონს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა,თუმცა თავად მას ძალიან უჭირდა იმ წყენის ,,გადაყლაპვა,, რომელიც კისერში უჭერდა.《ნუთუ ამდონემდე კიდია ჩვენი ურთიერთობის თემა, რომ მარტოც კიარ მოვიდა დასალაპარაკებლად...- გაიფიქრა ჯიმინმა》
- დამიჯერე ჯიმინ ახლა ყველაზე მეტად ზუსტად თავის ხელში აყვანას ვცდილობ, რომ იქვე არ შევვარდე, და ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი...- კბილებში გამოსცრა თეჰიონმა.
ალბათ ბევრი გაამტყუნებდა თეჰიონის თავისი ამგვარი საქციელის გამო, რომ მხოლოდ იმის გამო გამოვიდა მდგომარეობიდან, როდესაც ჯონგუკი ჯინთან და იუნგისთან ერთად დაინახა... თუმცა არა, რასაკვირველია არა... იმისდა მიუხედავად, რომ ის სასტიკად მესაკუთრე და ეჭვიანია, არასოდეს გამოუხატავს პროტესტის გრძნობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯონგუკი თავის საერთო მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს... აქ სიმართლე სულ სხვა რაღაცაში მდგომარეობს... - მარტო ალბათ მილიარდჯერ მაინც მეყოლება განაბრთხილები, რომ ასეთი ჩაცმულობით სახლიდან ფეხი არ გაედგა.
შეხედე, შენც კი მასთან შედარებით უფრო დახურულად გაცვია. _ თეჰიონს უფრო და უფრო უშლიდა ნერვებს ის ფაქტი, რომ ჯინგუკმა ფეხებზე დაიკიდა თითოეული მისი ნათქვამი და ახლა ვითომც არაფერი დგას შუა კაფეში, იუნგის და ჯინს შორის, პლუს ისიც კი არ აწუხებს, რომ ნახევარ კაფეს ალბათ უკვე თვალებით ,,ნახმარიც,, კი ეყოლება.
ВЫ ЧИТАЕТЕ
𝚘𝚗𝚕𝚒𝚗𝚎 𝙱𝚘𝚢𝚜😈💦
Random* - კარგი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ,) * - მოდი)) _______________ * - ოუ😈 პატარა ბრაზიანიც ყოფილა * - პირველი: შენი პატარა არ ვარ!! და მეორე: ვინ ჯანდაბა ხარ?!