6 საათზე სახლიდან გავედით, ქალაქგარეთ ჩემმა ძმაამ სახლი იქირავა 3 დღით და იქ ვიხდიდი. ჩემი სურვილი იყო, მერჩივნა ჩვენთვის ვყოფილიყავით ვიდრე სადმე რესტორანში ვმჯდარიყავით.
ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი, ჩემმა ძმამ სახლის ეზოში დამაყენა, ის და ნინი კი შიგნით შევიდნენ. 5 წუთი ვიდექი გარეთ, სახლი 2 სართულიანი იყო და აუზიც ქონდა. ცოტაც და უკვე შევიდოდი და სურპრიზსს ჩავუშლიდი. საბა გამოვიდა ეზოში, სიგარეტი ეკავა, ჩემსკენ წამოვიდა და ისევ უჟმურული სახე მიიღო.
- ძველი საბა დაბრუნდა.
ჩუმად ჩავილაპარაკე.
ვერ გაიგო, მანქანას მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა. ბოლი პირდაპირ სახეში მეცა და არ მესიამოვნა.
- რა უტაქტობაა რაარი?
- რა არ მოგეწონა პრინცესავ.
- მომისმინე.
მასთან წავედი და ახლოს დავუდექი, თვალებში შევხედე და სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე. დაბლა დავაგდე და ზედ შევდექი.
- მეორედ ეს რაღაც ჩემს გვერძე აღარ გააბოლო.
- რატომ?
- იმიტომ რომ ვერვიტან მის სუნს, ცუდად ვხდები.
- გასაგებია პრინცესა.
ისევ ავატრიალე თვალები უსიამოვნოდ და მოვერიდე. სახლისკენ დავიძარი მაგრამ საბა გადამიდგა წინ.
- გამიშვი უნდა შევიდე.
- მომწერს და ერთად შევალთ.
- ძალიან დავიღალე, ვეღარ მოვიცდი.
- მომისმინე შენმა ძმამ ყველაფერი თავისით გააკეთა, ისეთი აღტაცებით ყვებოდა რომ დაბადების დღის გადახდა გინდოდა. საათობით აქ იდგა და გირთავდა, ასე საკუთარი დაბადების დღეც კი არ უხარია. შენ 10 წუთი ვერ მოგითმენია და გინდა რომ სურპრიზი ჩაუშალო? ერთხელ მაინც რო არ მოიქცე ეგოისტურად, ასე ძნელია?
ხელს ძლიერად მიჭერდა, ბოლოს ისე მეტკინა რომ ვეღარ შევიკავე.
- ხელი გამიშვი მტკივა.
ხელს დააკვირდა მიხვდა რომ ძალიან მიჭერდა და გამიშვა. მისთვის ხმა არ გამიცია, რა უნდა მეთქვა რომ მართალი იყო და ხანდახან მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი?! შეტყობინება მიიღო და ჩემთან მოვიდა, თვალებზე ამახვია და წამიყვანა. ვერ ვხვდებოდი მის საქციელს, როგორ შეეძლო ერთ წუთას საშინელი უჟმური ყოფილიყო და მეორე წუთას ძალიან თბილი ადამიანი.
მართლაც რომ ძალიან ლამაზად მოურთავს დემეს სახლი. ძირითადად ჩემს საყვარელ ლურჯ ფერში იყო ბევრი ელემენტი. ძალიან მომეწონა და დემეს ჩავეხუტე. როდესაც მოვრჩი მადლობების გადახდას მეგობრებისკენ წავედი. კატოც იქ იყო, მასაც თბილად მოვეხვიე და შემდეგ ლაშასთან გადავინაცვლე.
- ლამაზო როგორ ხარ?
- კარგად ლაშიკო შენ?
თმები ავუჩეჩე რაზეც გაეცინა.
- კარგად, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- მადლობა ლაშა.
უცებ საბა ჩაერია საუბარში.
- პრინცესულად აცვია.
თვალი ჩამიკრა და ლაშას ხელი გადახვია.
მოჭუტული თვალებით შევხედე და გოგოებისკენ წავედი. კარებში დავინახე რომ დემესთან ერთად თათა შემოვიდა. მისკენ წავედი და მონატრებულს ძლიერად ჩავეხუტე.
თათა ჩემი გადარეული დეიდაშვილია, ჩემზე ორი წლით დიდია. მე, დემე და თათა სულ ერთად ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ბოლო პერიოდში იშვიათად ვნახულობდი და ძალიან მომენატრა. ცოტახანში ბიჭებმა თქვეს რომ აუზზე გავსულიყავით უკან ეზოში, კი ვიუარეთ გოგოებმა ცოტა გრილაო მაგრამ დემემ მაგისი პრობლემაც მოაგვარა და გვითხრა თბილი წყალიაო. ბანაობის ხასიეთზე არ ვიყავი ამიტომ არ გამომიცვლია, ისევ შორტებით დავდიოდი. როდესაც აუზში ჩასასვლელად ემზადებოდნენ საბა ამომიდგა გვერძე.
- მასე აპირებ ჩამოსვლას?
ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- არა, არვაპირებ ბანაობას.
- მაინც მოგიწევს.
მითხრა და გავიდა. მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, მოშორებით დავჯექი და ტელეფონში ქექვა დავიწყე. საბამ მაისური გაიხადა და პირველად ვნახე წელს ზემოდან შიშველ მდგომარეობაში, მას როგორ მივაშტერდი ვერ გავიაზრე. ნინიმ მხარი რო გამკრა მერე მივხვდი და აზრზე მოვედი. ბევრს იცინოდნენ და ხალისობდნენ, რამოდენიმეჯერ დამიძახეს მაგრამ არ ჩავედი. ცოტახანში ნინიმ წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა.
- აუ მირეკავენ და საბას მიუტანე გთხოვ.
არაფერი არ ვუთხარი და საბას წავუღე. ხმა არ გავეცი მივაწოდე და დაველოდე რომ დაელია და მოეწოდებინა ჭიქა ისევ. როდესაც მისკენ დავიხარე გამოსართმევად, ხელი მომკიდა და აუზში გადამაგდო. თავიდან გავბრაზდი საბას საქციელზე, მერე სიცილი ვეღარ შევიკავე. საბას ვუთხარი რომ სამაგიეროს გადავუხდიდი და წყლიდან ამოვედი. რომ მოვწესრიგდით, ეზოს მორთვა დავიწყეთ. თან ვცეკვავდით თან ეზოს ვრთავდით. სახლის გაფორმებაზე დემემ იზრუნა, ხოლო ეზოსი ყველამ ერთად. ისე გავერთე რომ საბა როგორ გავიდა ვერ დავინახე. კიდევ ცოტახანი რო ვერ დავინახე სახლში შევედი და დავინახე რიგირ შემოვიდა კარებში საბა. ხელში დიდი ყუთი ეჭირა და გაღიმებული სახით მიყურებდა.
- სად გაქრი?
ვკითხე სერიოზული ხმით.
- საქმეზე გავედი.
- ტორტი მოიტანე?
ბედნიერი სახით მივედი მასთან.
- არა შენნაირი პრინცესა თოჯინა გიყიდე.
- ჰა ჰა ჰა.
ძალით გავუცინე და ყუთს მოვკიდე ხელები მოგრამ უკან დაიწია.
- აუ მანახე რა.
- რა მოუთმენელი ხარ რაარი?
- აუ საბა?
ამჯერად მუდარის თვალებით ვუყურებდი.
- ეგ ზღვისფერი თვალების ბრიალი არ გიშველის პრინცესავ.
- მეზიზღები.
- მეც ძალიან.
გამიღიმა და მანიშნა არ ნახოვო. ეზოსკენ ნელა სიარული დავიწყე და თან ტელეფონში ვიყურებოდი, უკვე 11 საათი იყო. საბამ ჩამიარა და სიგარეტის სუნი ვიგრძენი მკაფიოდ. თვალები ავატრიალე და გოგოებთან მივედი, უკვე ბოლო შტრიხებს ამატებდნენ. საბოლოოდ დასრულებულს რომ შევხედე ძალიან მომეწონა და ყველას მადლობა გადავუხადე. გართობა და დალევა დავიწყეთ, ჩემი საყვარელი სიმღერები იყო ჩართული.
და გახდა 12 საათი, ამ წამიდან მე უკვე სრულწლოვანი ვარ. დაბადების დღის სიმღერის ხმა გავიგონე და ცაში ფეიერვერკი გაიშალა. დიდი მონდომებით შევუბერე სანთლებს სული და ხტუნაობა დავიწყე. ყველასგან სათითაოდ მივიღე მილოცვა მხოლოდ საბა არ ჩანდა ისევ. ტორტი ულამაზესი იყო, ლურჯი პეპლებით მორთული. ზედ კი " Happy birthday princess" ეწერა, მივხვდი რომ ეს ტორტი საბას ნაყიდი იყო, გამეღიმა და საბა მოვათვალიერე მთელს ეზოში მაგრამ ისევ არჩანდა. როდესაც ტორტი დაჭრეს და გამოიტანეს შეტყობინება მივიღე საბასგან.
" პრინცესავ სახლის წინ, ბაღში გამოდი გელოდები😘"
-" როგორც ჩანს ვიღაცამ ბევრი დალია" ჩავილაპარაკე ჩემთვის და წინა ბაღისკენ გავემართე. ეზოს კართან იდგა და სიგარეტს ეწეოდა, რომ დამინახა მაშინვე ჩააქრო.
- რაო ახვლედიანო, ხალხში კამათი მოგბეზრდა და ახლა გინდა მარტო მეჩხუბო?
- დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა.
მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და ჩამეხუტა. მისმა საქციელმა გამაკვირვა თუმცა მადლობა მაინც გადავუხადე. სასმლის სუნი სდიოდა ცოტა და მისი თბილი საქციელიც მას დავაბრალე. რომ მომშორდა უკან ჯიბიდან მოგრძო კოლოფი ამოიღო და თავსახური მოხსნა. ღმერთო ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს...
ყელსაბამი იყო, ოქროსფერი პეპელა პატარა თვალით. თბილად გავუღიმე და სამადლობელოდ მეც ჩავეხუტე.
ძალიან ჩამთრევი სურნელი ასდიოდა, მინდოდა მასთან ახლოს ვყოფილიყავი კიდევ მაგრამ მალევე მოვცილდი. ცოტახანი კიდევ გავჩერდით გარეთ, ცოტა შემცივდა და თავისი ჟაკეტი მომახვია.
- პრინცესულია.
ყელსაბამს დავხედე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა.
- წეღან ზედმეტი მომივიდა ბოდიში.
- დავფიქრდი და მგონი მართალი იყავი, ძალიან ეგოისტურად ვიქცეოდი.
- ვაა ვაა შენ მე მამართლებ? ეს დღე უნდა ჩავინიშნო.
- მეც ვფიქრობ რომ ჩავინიშნო.
- შენ რაღაზე?
- პირველად მომიხადე ბოდიში.
ორივემ გავიცინე, უცებ ტორტი გამახსენდა და თან კითხვა დამებადა.
- მადლობა ტორტის გამოც, ძალიან საყვარელია და მომეწონა.
- მიხარია თუ მოგეწონა.
- პრინცესას მართლა იმიტომ მეძახი რომ წიკებიანი გოგო გგონივარ?
- არა
- აბა რატო?
- იქნებ იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ.
გამიღიმა. ადგილზე გავშეშდი ვეღარაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ვიდექი და ჩემი აწითლებული სახით ვუყურებდი. რამოდემიმე
წამში შიგნით შევედით. ჩვენი არყოფნა არავის არ შეუმჩნევია, ყველა ერთობოდა. თუმცა ნინის რას გამოაპარებდი, დრო როგორცვე იხელთა ოთახში შემიყვანა და ყველაფერი მომაყოლინა. ბოლოს დასკვნა საოცარი გამოიტანა.
- ხოარ მოსწონხარ?
- სულ გაგიჟდი? დემეს ძმაკაცია, ძმასავით ყავ.
- ეგ დემეს ყავ ეგრე შენ ხო არა.
- მომისმინე მაგათ საძმაკაცოში ეგრე არ ხდება, ძმაკაცის დებს სხვანაირად არ უყურებენ.
- გულს ვერ უბრძანებო გაგიგია?
- გული რომ ქონდეს რაუშავს.
ირონიულად ჩავიცინე.
- ნუ იცინი იფიქრე იმაზე რაც გითხარი.
- საფიქრელი არაფერი არ არის. საბა ამას არ გააკეთებდა.
- კარგი რა?! ბიჭმა ტორტი გიყიდა, ულამაზესი ყელსაბამი და კიდე გითხრა რო ძალიან ლამაზი ხარ.
- დემე ნინი დემე, მე დემეს და ვარ და არ გამიკვირდება რომ ეს ყველაფერი დემეს ეთხოვა.
- აზრი თქვაა რომ არგინდა დაიჯერო რო მოწონხარ?
- თუ მორჩი გავიდეთ თორემ ჩვენს არყოფნას შეამჩნევენ.
ოთახიდან გავედით და ისევ აუზთან დავბრუნდით, ნინიმ სულელური ეჭვები გამიჩინა და ვერანაირად ვერ გავიქრე თავიდან. რო ვფიქრობდი რომ საბას შეიძლება მოვეწონებოდი მეცინებოდა.
ბევრი არ დამილევია, ცოტა ფხიზლად დარჩენა ვარჩიე. 4 საათზე როგორც იქნა დავიშალეთ, საშინლად დავიღალე და მეძინებოდა. ცოტა მივალაგე იქაურობა, კიდევ კარგი რომ საბაც შედარებით ფხიზელი იყო და დამეხმარა თორემ მარტო ნამდვილად ვერ შევძლებდი. ტელეფონზე შეტყობინება მივიღე, ილიასგან იყო.
" ლამაზო გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო წლები ახლა იწყება. ბედნიერად გატარებას გისურვებ, მიყვარხარ❣😘"
ჩვეულებრივ მადლობა გადავუხადე და ტელეფონი გვერძე გადავდე, საბამ დაინახა და ჩამეძია.
- მშვიდობა?
- თაყვანისმცემელია...
- გასაგებია. დაპატიჟებული გყავს?
- არა ის, რაღაცნაირი ტიპია...
- ხოარ გაწუხებს?
- არა მარტოც ვუმკლავდები.
- თუ რამეა აქ ვარ.
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
ხელი მხარზე დავადე და გვერდი ავუარე.
- ძილინებისა საბუშ.
- ძილინებისა პრინცესა.
ოთახის კარები მივკეტე და ნინის მივუწექი.
YOU ARE READING
შემიყვარდი
Romance- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი. ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე.