14 თავი

1.9K 70 5
                                    

ღამის სამ საათზე მისაღებ ოთახში დივანზე ვზივარ და დემეს უაზრო ჩხუბს და წუწუბს ვუსმენ, თან ყავას მშვიდად ვსვამ და ტელეფონს ჩავყურებ. არა და არ ჩანს ლაშა და მეც უკვე მოთმინება მეწურება. დემე როგორც იქნა პოულობს თავის საყვარელ მაისურს და მშვიდდება, კარები გაიღო და ორი ჩემოდნით ნინი შემოდის. მის შემყურე ჩემს ერთ საცოდავ ჩემოდანს ვუყურებ. ჩემს გვერდით ჯდება და წამებში ითიშება, არ ვაღვიძებ ლაშას მოსვლამდე.
სად მივდივართ? გამომრჩა მეთქვა. 1 კვირით ბათუმში მივდივართ დასასვენებლად, ჩემს საყვარელ ქალაქში.
ტალღების ხმა, ზღვის სურნელი, საღამოთი ტალღებში ჩაძირული მზე, იახტა, ეშმაკის ბორბალი რომელიც ზღვას გადაყურებს, სიმინდი, პლიაჟი, მზე, ზაგარი და რაც მთავარია ზღვა, ზღვა და კიდევ ზღვა...
მოთმინება სადაცაა უნდა ამომეწუროს რომ საბა რეკავს და დაბლა გვიძახებს. ზანტად ვდგებით და მამას ვემშვიდობებით. მანქანასთან რომ ჩავდივართ ბიჭები გვხვდებიან და ჩემოდნებს აბინავებენ. საბას კარგა ხნის მონატრებულივით ვეხვევი და მის გვერდით ადგილს ვიკავებ უკან სავარძელზე. მეძინება და ბათუმში ისე ჩავდივართ ვერ ვიგებ. გონიოში სახლი ვიქირავეთ 2 დღით, ზღვასთან ახლოს თითქმის პლიაჟზე. ზღვის ხედით ოთახში შევედით მე და ნინი. თათა და რატი უკვე ბათუმში იყვნენ რამდენიმე დღეა და გამოვიდოდნენ ჩვენთან. საკმაოდ დიდი სახლი უქირავებიათ, სახლის წინ პატარა ეზო სადაც ულამაზესი ყვავილები ერგო, სახლის უკან დიდი ეზო იყო რომელშიც 2 ხე იდგა და მათზე ჰამაკი იყო ჩამოკიდებული. აქაც ულამაზესი ყვავილები დაერგათ. 3 საძინებელი, ორი აბაზანა, სამზარეულო და საკმაოდ დიდი მისაღები.
ცოტა დავისვენეთ და პლიაჟზე გავედით, გასარუჯად. ცოტახანი ზღვაშიც შევცურე და ჩემი მოუხერხებლობით კინაღამ არ დავიხვრჩი მაგრამ საბამ გადამარჩინა. სადღაც ორი საათი ვიყავით, შემდეგ სახლში შევედით და შხაპი მივიღე. მალევე სასადილოდ წავედით. საშინლად მოვითენთე, ზღვამ დამღალა და ენერგია გამომაცალა. გადავწყვიტეთ რომ საღამოს არსად არ გავსულიყავით და ხვალინდელი დღისთვის ძალები მოგვეკრიბა. სახლში საჭმელი გამოვიძახეთ და მის მოტანამდე გარეთ გავედი. პლიაჟზე გასეირნება გადავწყვიტე და ზღვის ტალღის ხმებით ტკბობა. ქვებზე ფეხშიშველი ვიდექი და მზის ჩასვლას ვუყურებდი, იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული რომ ვერ შევამჩნიე საბა როგორ მომიახლოვდა. უკნიდან ჩამეხუტა და ყელზე მაკოცა, ხელები მჭიდროდ მომკიდა და მაღლა ამწია.
- ფეხები არ გეტკინა?
- არა დამსვი.
- გეტკინება.
- იქ დევს და ჩავიცმევ.
აყვანილი მიმიყვანა ფეხზაცმელებამდე. რომ ჩავიცვი სანაპიროს სეირნობით გავუყევით, არცერთი ხმას არ ვიღებდით მხოლოდ ტალღებს ვუგდებდით ყურს. საკმაო მანძილზე ვიყავით გასულები რომ გავჩერდი და მზეს მივაშტერდი. ნახევარიღა ჩანდა, ნახრვარი კი ზღვაში ჩამალულიყო. ისეთი მშვიდი იყო ზღვა რომ მინდოდა მეცურა. უცებ ფეხზე გავიხადე და ზედა გავიძრე, შორტებით და ტოპით შევედი ზღვაში. საბამაც მომბაძა და უკან ამედევნა. ღრმად ვიყავი უკვე რომ გავჩერდი და საბას დაველოდე.
- რამ წამოგიარა?
- მომინდა.
ჩემთან ახლოს მოვიდა და ერთი ხელით მიმიზიდა, მეც მის კისერს მოვეხვიე და თვალებში ჩავაშტერდი.
- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი.
ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე. ტელეფონის ხმა გავიგე, როგორც ჩანს ბავშვებს გავახსენდით და გვირეკავდნენ. ტანსაცმელი ჩქარა ჩავიცვით და ჩვენი სახლისკენ წავედით. რომ შევედით სამივე ჩვენ მოგვაშტერდა, ცოტა დავიმორცხვე და თავი ჩავხარე.
- სველები ხართ?
დემე ჩაგვეკითხა.
- ხო ზღვაში შევედით.
საბამ უპასუხა.
- თქვე მაიმუნებო.
ლაშამ ხელი სასაცილოდ დავგვიქნია რაზეც კარგად გამეცინა.
- მიდით წყალი გადაივლეთ და გელოდებით გვშია.
ოთახში ავქანდი და საჭირო ნივთებით აბაზანაში შევქანდი. ჩემი ოთახის გვერდით აბაზანაში საბა იყო და კარები შევუღე. მაისური გახდილი ქონდა. ღიმილიანი სახით შემომხედა.
- აქ ხარ?
- როგორც ხედავ.
- კარგი მაშინ მე მეორეში წავალ.
გამოსასვლელად გამოვიწიე მაგრამ საბამ ხელი მომკიდა და გამაჩერა.
- მოიცადე ბარემ აქ ხარ და ერთად ხოარ გვება...
- იდიოტო, დებილო, გარყვნილო, მომცილდი.
ხელი გავაშვებინე და გამოვედი. თან მეცინებოდა მის სიტყვებზე თან ნერვები მეშლებოდა. შხაპი მალევე მივიღე და ბავშვებთან ჩავედი, მგელივით მშიოდა. სასმელზე უარი ვთქვი, ისედაც მოშვებული ვიყავი და ლუდი უარესს მიზამდა. ცოტახანში გარეთ გავედი და ეზოს ბოლოში წავედი. ჰამაკში ჩავესვენე და ვარსკვლავებს დავუწყე ყურება.
- კარგად ხარ?
მოულოდნელობისგან ვხტები.
- საბა, შემაშინე.
- მიიწიე.
- არა ჩამოწყდება.
- არაფერი არ მოუვა მიდი.
ჩავიჩოჩე და როგორც ძველებურად გვერდით მომიწვა. მის მკერდზე თავი დავდე.
- რამე გაწუხებს?
- უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- გასაგებია.
ჰამაკი გაატოკა და ოდნავ გაკატავდა, თვალები დავხუჭე და მის სურნელში ჩავიძირე. შემდეგ რამოხდა აღარ მახსოვს...
მხოლოდ ლამაზი სიზმარი.
იმ ღამეს 2 წლის შემდეგ პირველად ვნახე სიზმარში დედა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now