მთელი ღამე გავათენე მაღალი სიცხე მქონდა და ვიწვოდი. მამასთვის თქმას არ ვაპირებდი მაგრამ როდესაც სამზარეულოში წამლის ასაღებად გავედი, მაშინ გამოვიდა ზუსტად. მთელი ღამე თავზე მედგა, მხოლოდ დილით წავიდა და თაკო დედამისთან წაიყვანა სანამ გამოვკეთდებოდი. დემეც სახლში არიყო უნივერსიტეტში წავიდა, მამა სამსახურში, ნინი სკოლაში და მთელი დღე უაზროდ ვიყავი. შუადღისკენ სამზარეულოში გავედი და ჩაი გავიკეთე. ოთახში ვბრუნდებოდი როდესაც ზარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი. საბას ეშმაკური ღიმილი დასთარეშობდა მაგრამ რომ დამინახა პლედში შეხვეული და ჩაით ხელში მაშინვე დასერიოზულდა. ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა მაგრამ გავაჩერე.
- გაჩერდი საბა.
- რა გჭირს თაია?
- გავცივდი, გადაგედება იცოდე.
- არმაინტერესებს.
თამამად შემოვიდა სახლში და კარები მიხურა.
- დემე არ არის.
- ვიცი.
- აბა აქ რა გინდა?
- გავიგე რომ მარტო ხარ, ხოდა შენს სანახავად მოვედი.
ჯიბეში რაღაც გააჭრაჭუნა და ჩემი ყურადღება მიიპყრო. გაიცინა და ბაუნტი ამოაცურა. მის დანახვაზე თვალები გამიბრწყინდა და თავისით გამეღიმა. უცებ გამახსენდა საბამ რაც გააკეთა და ღიმილი სახიდან გავიქრე.
- მაგით გინდა რომ ჩემი გული მოიგო?
- ვაღიარებ რომ ზედმეტი მომივიდა და ვიუხეშე მაგრამ ისიც იცი ეს საკითხი ჩემთვის რამდენს ნიშნავს. მეც მინდა შენთან ყოფნა მაგრამ ხომ იცი რომ არ გამოვა.
- გამოვა, მაგრამ არ ცდილობ.
- თაია?!
- კარგი, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. უნდა წავიდე დავისვენო სუსტად ვარ, აჯობებს სანამ დემე მოვა წახვიდე.
- დემე არ მოვა ნუ ნერვიულობ კახეთში წავიდნენ ეგ და მამაშენი.
უცებ საბას ტელეფონზე დაურეკეს, დემე იყო და მოატყუა რომ მეძინა და მაგიტომ არ ვუპასუხე. მივხვდი რატომ იქცეოდა გაბედულად და არ ეშინოდა რომ ვინმე მოვიდოდა. ყურადღება აღარ მივაქციე და ჩემს ოთახში შევედი. ნახევარი ჭიქა ჩაი დავლიე და აღარ მინდოდა, როგორც ჩანს ლიმონი ბევრი ჩავაწურე და გამიმჟავდა. საწოლში ჩავწექი და ტელეფონი ავიღე, დემეც და მამაც მირეკავდნენ. მამას გადავურეკე და მეც საბას ტყუილში ავყევი, დავამშვიდე ვუთხარი რომ კარგად ვარ და ტელეფონი გავუთიშე. ვგრძნობდი როგორ იწევდა სიცხე მაღლა და მეც თანდათან მემატებოდა კანკალი. საბა შემოვიდა ოთახში და გვერდით ტუმბოზე ბაუნტი დადო.
- მიიწიე.
- სად მივიწიო ნუ გადაირიე წადი ეხლა.
- მიდი, მიდი.
გვერდით მიმწია და მომიწვა, მას არცკი ვეკარებოდი მაგრამ ძალით მიმაწვინა მის მკერდზე.
- ცუდად იქცევი, გეუბნები გადაგდებთქო.
- მეც გეუბნები არ მაინტერესებსთქო.
თვალები ავატრიალე და გავჩუმდი.
ძალიან მომწონდა მის გვერდით ყოფნა ისე მომწონდა რომ მაგიჟებდა მაგრამ თავს მაინც ვიფასებდი.
სიცხის დამწევი დამალევინა და თავის მკლავებში მომაქცია. ისეთი მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობდი თავს რომ მზად ვიყავი მის მკლავებში დამელია სული. არ მინდოდა დამძინებოდა მაგრამ წამალმა ჩემზე გავლენა იქონია.
არვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე საბა უკვე წასული იყო. ჩემს ბალიშს მისი სურნელი ასდიოდა და თითქოს ოთახშიც ტრიალებდა. ტუმბოზე ბაუნტთან ერთად პატარა ფურცელიც იდო. მისკენ გადავიხარე და ავიღე.
" მიყვარხარ პრინცესავ"
საბა ახვლედიანო, ყოველთვის იცი ჩემი გული როგორ მოიგო.
ცოტახანში ნინი შემოვიდა ჩემთან და დამხედა ისიც მალევე წავიდა სადღაცას მიიჩქაროდა. მალევე მამა და დემეც დაბრუნდნე, ჯერ ძლივს დავარწმუნე მამა რომ სავადმყოფოში წაყვანა არ იყო საჭირი და შემდეგ ის რომ საკუთარ თავს კარგად ვუვლიდი და არც ნანა ბებოს მოყვანა არ იყო აუცილებელი.
სიცხე აღარ მქონდა, მაგრამ მაინც სუსტად ვიყავი. ოჯახის წევრებს არ ვიკარებდი, არმინდოდა მათ გადასდებოდათ. წიგნის წაკითხვა ვცადე მაგრამ თვალები ისე მტკიოდა რონ მისი თავიც არმქონდა. ტელეფონი განათდა და მას დავხედე, საბას მესიჯი იყო ფოტო გამომიგზავნა. დაინტერესებულმა მაშინვე გავხსენი "ჩათი"
YOU ARE READING
შემიყვარდი
Romance- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი. ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე.