ცოტახანში ჩემს ოთახში გავედი და საწოლზე ჩამოვჯექი. მალევე ბავშვების ხმა გავიგე და საწოლში ჩავწექი, ვითომ მეძინა. ნინი შემოვიდა პირველი ოთახში და მეც ახალგაღვიძებულის როლი გავითამაშე. სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, ვცდილობდი არაფერი არ შემეტყო.
საბას ვაკვირდებოდი, მართლა ძალიან მოუხდა გადაპარსული თავი.
მადა დაკარგული მქონდა და ამიტომ დიდად არ მიჭამია და არც დამილევია. სამაგიეროდ საბამ იმდენი დალია რომ გონს ძლივს იყო. გადავწყვიტეთ რომ დიდიხანი არ გაგვეტარებინა რესტორანში და ენერგიები შემდეგი დღისთვის, 31 დეკემბრისთვის შეგვენახა.
დილით ადრე ავდექით და სამზადისს შევუდექით. როლები ყველას ნინიმ გაგვინაწილა და ჩვენი საქმის კეთებას შევუდექით. მე და საბას დაგვავალა ნაძვისხის სათამაშოებზე საყიდლად წასვლა და შემდეგ მორთვა. თავიდან უარზე ვიყავი მაგრამ საბა ეგრევე დათანხმდა გავაკეთებთო. ჩემმა ბუზღუნმა არ გაჭრა და მაინც მომიწია საბასთან ერთად წასვლა. მაღაზია ახლოსვე იყო და გადავწყვიტეთ ფეხით წავსულიყავით. ჩუმად მოდიოდა და ხმას არ იღებდა, მე ვერ გავუძელი ამ სიჩუმეს.
- ხან ისე იქცევი ვითომ არც ვარსებობ და ხან ჩემთან ახლოს ყოფნა გინდა. ეს როგორ გავიგო?
- მე გითხარი რომ ჩემი ძმაკაცის და ხარ და სხვანაირად არ გამოვა.
- ჩემი დატანჯვა გინდა ხო?! გაგახარებ და გეტყვი რომ გამოგდის.
- აი მაღაზია, შევიდეთ.
ისე მოიქცა თითქოს არც არაფერი არ მითქვამს.
წინ წავიდა, მე ადგილზე გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე.
მართლაც სათამაშოების დიდი არჩევანი იყო, რამდენიმე შევარჩიეთ და ვიყიდეთ. ისე შევთანხმდით თან რომ გაგიკვირდებათ და არ გვიჩხუბია.
სახლში რომ ვბრუნდებოდით ერთი გოგო გადაგვიდგა წინ და საბას მიაშტერდა. ერთმანეთის დანახვა ძალიან გაუხარდათ და ბედნიერები ჩაეხუტნენ.
- არ მეგონა საბა აქ თუ გნახავდი. შეყვარებულთან ერთად ისვენებ?
- არა მეგობრები ვართ ჩამოსულები, ეს ჩემი ძმაკაცის დაა.
შემდეგ საბა მე მომიტრიალდა და მშვიდი ხმით მითხრა:
- წადი შენ სახლში და ბავშვებს უთხარი რომ მეც მალე მოვალ.
პარკი გამომიწოდა, მეც გამოვართვი და შემოვტრიალდი. გამწარებული შემოვედი სახლში და ეგრევე ნაძვისხესთან მივედი. ლილი მაშინვე ჩემთან მოვიდა.
- საბა რაიქნა?
- ვიღაც გოგო შეხვდა და დარჩა.
აღარაფერი აღარ მითხრა უკან გატრიალდა და სამზარეულოში შევიდა.
მალევე საბაც მოვიდა, სახეზე ეტყობოდა რომ კარგ ხასიეთზე იყო და ნერვები უფრო მეტად მომეშალა. საქმეებს რომ მოვრჩით სასრიალოდ წავედით სანამ მთაზე ავიდოდით მაღაზიაში შევირბინე და რომ გამოვედი არავინ აღარ დამხვდა, უკვე წასულები იყვნენ. საბაგიროს დაველოდე და თავისუფალში შევედი. უკან ფეხის ხმა გავიგონე და მივტრიალდი, საბა ყოფილა. დავჯექი და თავი მივატრიალე, ხედს გავცქეროდი. უცებ გაჩერდა და შიშმა ამიტანა, კანლალი დავიწყე. საბამ ეს შეამჩნია და ჩემსკენ გადმოიხარა.
- არ შემეხო.
უფრო მეტად ავეკარი მინას.
- კარგი დამშვიდდი. ნუ გეშინია მალე დავიძრებით.
წამოვდექი და კარებთან მივედი იმ იმედით რომ ჰაერი შემოვიდოდა მაგრამ სულ ტყუილად.
საბაც წამოდგა და ჩემთან მოვიდა.
- არა გადი, არ მჭირდები.
ხელების რტყმა დავუწყე მაგრამ ვერ გავუძალიანდი, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. ნელ-ნელა ჩამოჯდა და კალთაში მომიქცია. თანდათან მშვიდდებოდი და ვხვდებოდი როგორ დაცულად ვგრძნობდი საბას გვერდით თავს. ხელები მეც ძლიერად მოვხვიე და ჩავეხუტე. საბაგირო რომ დაიძრა ვერ გავიგე და ვერც ასვლა.
- მოვედით.
თავი წამოვწიე და მართლა უკვე მისულები ვიყავით. სასწრაფოდ ავდექი და გარეთ გავედი. ჰაერი ჩავისუნთქე და ცოტახანი ჩამოვჯექი.
- კარგად ხარ?
- კი.
მზრუნველი სახით დამყურებდა.
ძალიან მომენატრა ასეთი საბა, ძალიან.
ბავშვები იქით იდგნენ და გველოდებოდნენ. საყვედურების თავი არმქონდა ამიტომ არაფერი არ მითქვამს არცერთისთვის.
- თაია რამოხდა ფერი არ გადევ.
- არაფერია.
- საბაგირო გაიჭედა და შეეშინდა.
საბამ მაინც გასცა პასუხი.
დემე მოვიდა და წყალი მომაწოდა, თან ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა:
- დამშვიდდი უკვე აქ ხარ.
მეც თავი ხელში ავიყვანე და დამშვიდება ვცადე.
- კიდევ კაი საბა შენთან იყო.
დემემ საბას მადლიერების თვალებით გახედა.
მთიდან ყველა მშვიდად დავეშვით და სახლში წავედით. უკვე მოსაღამოვებულიყო და სახლში პატარა წვეულება მოვაწყეთ. საბას ნაჩუქარი მოკლე, ტანზე მოყვანილი, შავი კაბა ჩავიცვი, ოდნავ დეკოლტეთი. ფეხზე შავი მაღალ ქუსლიანები ჩავიცვი და სადა მაკიაჟი გავიკეთე. ყელზე ასევე საბას ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე და თითზე ილიას ნაჩუქარი ბეჭედი, რომელსაც ვერ იტანდა. ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე და ძალიან მომეწონა.
- საბა ახვლედიანო როგორც შენ მტანჯავ ისე დაიტანჯები დღეს.
ჩავილაპარაკე და წამებში ნინიმ შემოაღო კარები. ისე გამოიყურებოდა თვალები შუბლზე ამივიდა, უკან ლილი და თათიაც მოყვნენ და მივხვდი რომ ჩვენი დღე იყო. მისაღებში უნდა ჩავსულიყავით როდესაც თაკომ დამირეკა და ოთახში სალაპარაკოდ დავრჩი. ისეთი არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ მოსაკითხად დარეკეს და ახალი წელიც წინასწარ მოგვილოცეს. ტელეფონი გავთიშე და ბავშვებთან წავედი. კიბეებზე რომ ჩავდიოდი პირველი საბას მზერა შევნიშნე და კმაყოფილმა ჩავიცინე. ამას ლაშას და ჩემი ძმის კომპლიმენტები მოყვა. საბა დამუნჯებულიყო, უბრალოდ იდგა და მიყურებდა. გოგოები ცალკე რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და მათთან მივედი. სანამ ვჭორაობდით საბა ვიღაც გოგოსთან ერთად შემოვიდა და ყველამ მას მიაპყრო მზერა.
- გაიცანით ეს ანია ჩემი მეგობარი, ანი ეს ჩემი მეგობრები არიან. სათითაოდ ჩამოთვალა ჩვენი სახელები და ხელს ჩვენსკენ იშვერდა. ვეცადე არაფერი არ შემეტყო, ზურგი შევაქციე და სასმელებთან წავედი. გამწარებული ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი და 12 საათამდე იმდენი მომივიდა რომ უკვე კარგად ვიყავი მთვრალი. თავბრუ დამეხვა და ქურთუკი ავიღე აივანზე გასასვლელად. ვიფიქრე სუფთა ჰაერი მომიყვანდა ცოტა გონს. მეორე სართულის აივანი ვარჩიე, უფრო მშვიდად ვიქნებოდი ცოტახნით. კარები რომ გავაღე და გარეთ გავედი საბას და იმ გოგოს გადავეჩეხე. თამამად გავედი და აივნის კუთხეში დავდექი. სასიამოვნოდ მეცემოდა ფიფქები სახეზე. სასმელს ისე გავებრუებინე რომ სიცივეს ვერ ვგრძნობდი. საბა და ის გოგო შიგნით შევიდნენ და დავრჩი ისევ მარტო. ფიქრებში ისე გავერთე ვერ შევამჩნიე როგორ გამოვიდა საბა აივანზე. მოსახვევი რომ მომაფარა მხრებზე მაშინ შევტრიალდი და თამამად დავუდექი წინ. წამით არ მოვაშორე თვალი, მანკი ჩაიღიმა და ჩემთან უფრო ახლოს დადგა. სუნთქვა შემეკრა და თვალები ამემღვრა, ვერ გავუძელი ამხელა ზეწოლას და ისევ უკან მივტრიალდი.
- ძალიან მოგიხდა ეს კაბა და ყელსაბამიც.
ზურგით ვიდექი მაგრამ ვგრძნობდი როგორ მწვავდა მზერით და თვალს არ მაშორებდა.
- მადლობა.
ჩავილაპარაკე და ისევ პირდაპირ გავაგრძელე ყურება. უკნიდან მომიახლოვდა და თავი მხარზე დამადო ცოტახანს ჩუმად იყო შემდეგ დაილაპარაკა.
- ნუ ეცდები ჩემთან ომის გამართვას.
მომესმა ზურგიდან ხმა.
თავი აიღო და უკან დაიხია.
- რა გინდა?
თავი ჩავხარე.
- არაფერი.
- მოგწონს ასე რო ვარ?
- ჩემი ბრალია ასე რომ ხარ?
მისკენ ნელა შევტრიალდი და თვალებში მივაშტერდი.
- ისევ გიყვარვარ.
გავუღიმე.
გაჩუმდა ვერაფერი ვეღარ მითხრა.
- გეყოფა ჩემი ასე ტანჯვა და ამდენი ტკივილის მოყენება.
- შენი ეგოისტობის გამო ხარ ესეთ დღეში.
- ხო ვარ, ეგოისტი ვარ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ სხვა არავინ მაღელვებს. მართალი ხარ რაც არ უნდა მითხრა მართალი ხარ. შეგიძლია მეჩხუბო, მიყვირო, ეგოისტი მეძახო მაგრამ ასე ნუ მექცევი გთხოვ.
განრისხებულმა ვყვიროდი თუ ვლაპარაკობდი ვერ გავაანალიზე.
- აღარ შემიძლია, მეც ძალიან მტკივა. შეცდომა დავუშვი ვაღიარებ, საკუთარი თავი და შენ გაგანადგურე. ვერც დაგაფასე, ამასაც ვაღიარებ. ეს გინდოდა?! მივხვდი და დაკმაყოფილდი ახლა, ან ჩემგან შორს იყავი ან მოდი და ჩამეხუტე მითხარი რომ ისევ გიყვარვარ და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ გაბრაზდი. ნუ თამაშობ ორ ადამიანს და ნუ მანადგურებ...
ხმა ჩამიწყდა და ცრემლები წამომივიდა, ვეღარ ვუყურებდი, სკამზე ჩამოვჯექი რადგან ფეხზე დგომა აღარ შემეძლო.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- მიყვარხარ...
მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა და შემდეგ გავიდა.
YOU ARE READING
შემიყვარდი
Romance- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი. ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე.