5 თავი

2K 82 0
                                    

ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე და თანაც ისეთი სურპრიზებით რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენ. ღრმად ჩაისუნთქეთ ყოველი დღის დაწყებისას და ღრმად ამოისუნთქეთ დღის დამთავრებისას.
6 კვირა გავიდა იმ დღიდან, არც მენახა და არც მიმეწერა. საერთოდ კონტაქტი არ გვქონია. ჩუმად ვიყავი, დაბნეული დავდიოდი აქეთ-იქით და ნინისაც კი არ ვუყვებოდი მაშინდელ ამბავს.

6 კვირით წინ
27 სექტემბერი...
როგორცვე მის ტუჩებს მოვშორდი მაშინვე გავიაზრე რაც გავაკეთე და სახლში შევვარდი. ოთახში ჩავიკეტე, არვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე მაგრამ სანამ ნინი და დემე არ დაბრუნდნენ არ გამოვედი. ისიც გამწარებულები მეძახდნენ და მაგიტომ. დაბნეული ვიყავი, ადგილზე არ ვისვენებდი ოთახს კრუგებს ვურტყამდი. რომ გავედი საბა აღარ დამხვდა, მითხრეს წავიდაო. აღარ მინდოდა მეც დარჩენა და წამოვედით. ჩემს საქციელზე ვფიქრობდი, რატომ ვაკოცე მეც? ეს კითხვა მიტრიალდა თავში სულ და ახლაც ასეა. ჩემი ძმისგან და ნინისგან უამრავი კითხვა ისმოდა, მაგრამ ორივეს თავს ვარიდებდი და გავურბოდი.

ახლა
ნინი შემოვიდა ოთახში და თავზე დამადგა, ჯერ მანჯღრევდა მერე მიყვიროდა.
- ადექი უკვე 12 საათია.
- ნინი თავი დამანებე დღეს შაბათია.
- ადექი და გამოდი გარეთ.
საწოლიდან თავი წამოვყავი და ნინის თვალი გავაყოლე. დავიჭყანე და მისაღებში თვალების ფშვნეტით გავედი. დემეს ხმა გავიგე.
- დემე ყავა გამიკეთე გთხოვ.
თვალებიდან ხელი მოვიცილე და დივანზე მჯდომი დემე და საბა დავინახე. უცებ ძალიან დავიბენი და ადგილზე გავშრი, ვერაფერი ვერ ვთქვი მხოლოდ გაშტერებული ვუყურებდი. უცებ დემე წამოდგა და გარეთ გავიდა ტელეფონზე სალაპარაკოდ. საბა მშვიდად იჯდა და მიყურებდა, ისევ ელოდებოდა ჩემს რეაქციას. ჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა, შორტი და მაისური მეცვა, სახე დასიებული მქონდა და თმები არეული. დაილაპარაკა და მის ხმაზე შევხტი.
- როგორ ხარ თაია?
მტკიცე ხმა ქონდა, თაიათი არ მომართავდა თუ რაღაც სერიოზული არიყო.
- კარგად...
მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა შევძელი.
დემე შემოვიდა ოთახში.
- თქვენ ორნი კარგად ხართ?
დემემ ორივესკენ ხელი გამოიშვირა.
- კი.
- კი
ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ.
დემესთვის უნდა მეკითხა ნინი სად იყო მაგრამ დავინახე როგორ შემოვიდა სახლში. სასწრაფოდ ხელი მოვკიდე და ოთახში შევედით. ნინი გაკვირვებული იყურებოდა ვერ ხვდებოდა რა მოხდა. საწოლზე ჩამოჯდა მეკი ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე. რომ დავამთავრე მოწესრიგება, ნინი ჩემთან მოვიდა და მაჯაზე ხელი მომკიდა.
- სასწრაფოდ მომიყევი რა მოხდა იმ დღეს თქვენს შორის.
- კარგი დაჯექი და გეტყვი.
ორივენი საწოლზე დავსხედით, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
- მაკოცა.
- ნუ ღადაობ სერიოზულად გეკითხები.
- მაკოცათქო მეც სერიოზულად გპასუხობ.
- რა?
იმხელა ხმაზე დაიწივლა რომ დემე შემოვიდა ოთახში ხო მშვიდობა გაქვთო. როგორცვე გავიდა ნინიმ ოთახში სიარული და ხტუნაობა დაიწყო, თან ტუჩებზე ხელს იფარებდა რომ არ დაეყვირა. რომ დაწყნარდა წინ დამიჯდა და ყველაფრის მოყოლა მთხოვა. მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
- მომისმინე, ოცნების კოშკები არ ააგო, ხო იცი ბიჭები რეებიც არიან.
- ნინი ნუ სულელობ, საბა არმომწონს და არც არაფერს ვგრძნობ მის მიმართ.
- ძაან კაი, თან შენი ძმის ძმაკაცია.
- ხო ნინი ვიცი კარგად, მორჩი აღარ გვინდა მაგაზე დავივიწყოთ.
მისაღებში გავედით ბიჭები ისევ იქ ისხდნენ, ლაშიკოც მოსულიყო. მის გვერდით დავჯექი და მონატრებულს ჩავეხუტე, ორი კვირა არც საბა გამოჩენილა და არც ლაშიკო. საბა არ ვიცოდი სად იყო, ლაშას საქმეები ქონდა და ვერ მოიცალა. ლაშიკო საბაზე და დემეზე უფროსია 1 წლით, უნივერსიტეტი დაამთავრა და მამამისის კომპანიაში მუშაობა დაიწყო. ძალიან დაკავებული ბიჭი გახდა და ჩვენთვის იშვიათადღა იცლიდა.
ცოტა უხერხულად ვიჯექი, მინდოდა საბასთვის ერთი კითხვა დამესვა და მომენტს ვეძებდი. ფიქრებში იმდენად ვიყავი ჩაძირული რომ ვერ გავიგე ბიჭები რას ამბობდნენ, ნინის შეხებამ გამომაფხიზლა. ბიჭები გაკვირვებულები მიყურებდნენ მოულოდნელი იყო მათთვის ჩემი ესეთი საქციელი.
- თაია რასიზამ ხო წამოხვალ.
- სად?
- ორი საათია ვლაპარაკობთ ამაზე და შენ ღუბლებში დაფრინავ, არცკი მოგისმენია.
დემე ჩაერია ჩემი და ლაშას საუბარში.
- შეყვარებული ხოარ ხარ პრინცესავ?
საბამ დაამატა და ეშმაკურად ჩაიღიმა, ბიჭებმაც გაიცინეს და ნინის ხმაც გავიგე.
- ეგ არც მოხდება საბუშ.
ყალბი ღიმილით მივუგე, რაზეც ჩაიღიმა და საზურგეს მიეყუდა.
- მოკლედ რას ვამბობთ რო ამსაღამოს სადმე რესტორანში წავიდეთ და დავლიოთ.
დემე გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.
მეც არ მიყოყმანია დავთანხმდი, საბას და ნინის ისეთი სახე ქონდათ რო ეგონათ უარს ვიტყოდი მაგრამ არა. საბას არ ვასიამოვნებ, როგორც დღეს მოვიდა და ყველაფრის შემდეგ ამაყად დამიჯდა წინ ისე გავაკეთებ მეც. თუმცა აუცილებლად ვკითხავ ეს რატო ჩაიდინა და ყველაფრისთვის მოეთხოვება. ბიჭები რომ წავიდნენ ოთახში გავედი და ნინიც გამომყვა. დაკითხვა მომიწყო და რომ მორჩა ოთახიდან გავიდა. ცოტახანი ჩემს ოთახში ვიყავი შემდეგ მამას ხმა გავიგე და მისაღებში გავედი. რომ დამინახა ჩამეხუტა და მომეფერა, ცოტა გამაკვირვა მისმა საქციელმა თუმცა არაფერს შევკითხებივარ. თაკოც მოსულიყო და ყავას უმზადებდა მამას. რომ დამინახა ჩანთიდან სურათი ამოიღო და თვალებზე მომაფარა, ეხოს ფოტო იყო.
- ნახეე, მალე დაიკო გეყოლება.
არაფერი არ ვუპასუხე, რაღაც ვიგრძენი მაგრამ ეს არც სიხარული იყო და არც ტკივილი უფრო იმედგაცრუება. წლების წინ დედას ვეუბნებოდი რომ პატარა დაიკო მინდოდა, ახლა კი დედინაცვალი ამისრულებდა თხოვნას. ზრდილობის გამო მივულოცე და დივანზე დავჯექი, მამა მიხვდა მოვიდა და გვერდით მომიჯდა. აცრემლებული თვალებით შევხედე და ჩავეხუტე, მანაც ხელები ძლიერად მომხვია.
თაკო ყველა თავის დაქალს აგებინებდა რომ მალე გოგოს დედა გახდებოდა, ამ ყველაფრის ატანა აღარ მქონდა ამიტომ ოთახში გავედი. საღამოსთვის ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე, საკმაო დრო დამეხარჯა იმის ფიქრში თუ რა ჩამეცვა. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი საღამოს "ლუქი" როგორი იქნებოდა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now