წუხელ ძალიან ბევრი დავლიე, ოთახამდე როგორ მივედი არმახსოვს. დიდი ალბათობით მიმიყვანეს საწოლამდე. ამდენი იმიტომ დავლიე რომ მინდოდა საბას ერთი სიტყვა ამომეგდო გონებიდან.
" შემიყვარდი"
თავში გამუდმებით ეს ჩამესმოდა.
დილით ადრე გავიღვიძე 7 საათი არ იყო ჯერ. თავი მტკიოდა ცოტა და სამზარეულოში ჩავედი ყავის გასაკეთებლად. ყველას ეძინა, მათი ხმა არ ისმოდა. მესიამოვნა სიმშვიდე და ყავის ფინჯნით დივანში მოვთავსდი. ხელები მჭიდროდ შემოვკარი ფინჯანს და სახესთან ახლოს მივიტანე. სურნელი ღრმად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე. როგორცვე მოვსვი ერთი ყლუპი აივანზე საბა დავინახე. წამოვდექი ფინჯანი მაგიდაზე დავდე და ოთახი მოვათვალიერე, არავინ არ ჩანდა. აივნისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი, ასეთი მომენტი აღარ მექნებოდა. როგორცვე აივანზე გავედი შემოტრიალდა, მგონი ცოტა დაიბნა კიდევაც.
- უნდა ვილარაკოთ.
- შენც დილამშვიდობისა თაია.
- ახლა მაგის დრო არ არის. გითხარი უნდა ვილაპარაკოთ თქო.
- ხვდები რომ მაგის ადგილი არ არის?!
- აბა სად არის ეგ ადგილი?!
- რამეს მოვიფიქრებ. შენ მხოლოდ სასრიალოდ არგაყვე რამე მოიფიქრე. შენთან ლაპარაკი მეც მინდა.
- კარგი.
გამოტრიალება ვცადე როდესაც ხელი მომკიდა და გამაჩერა. ჯერ ჩუმად იდგა და უბრალოდ მიყურებდა. მისი ხელი მოვიცილე და შევხედე.
- ნინის არაფერი არ უთხრა.
არაფერი ვუპასუხე, გამოვტრიალდი და ჩემს ოთახში ავედი. ჩუმად შევიპარე და საწოლში ჩავწექი, ისევ ეძინათ გოგოებს. მეც ჩამეძინა და 11 ხდებოდა რომ გამეღვიძა. ოთახში არავინ არ დამხვდა, მეც ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ბავშებს მივესალმე და შეწუხებული სახე მივიღე.
- რაო ლამაზო, პახმელია ხარ?
- აუ კიი, თავი მისკდება.
- აი წლებია გიცნობ მარა აქამდე ასე არასდროს არ დაგილევია.
- ხო ლაშა რატომღაც თავი გავიგიჟე.
ყველას გაეცინა. დემე მომიტრიალდა.
- ჩვენ სასრიალოდ უნდა წავიდეთ მალე და შენ რასიზამ?
- არა სახლში დავრჩები სრიალის თავი არმაქ და თან, სახლსაც მივალაგებ.
- კარგი საბაც რჩება და დაგეხმარება.
ვითომ არ ვიცოდი და გაკვირვებული სახე მივიღე.
- მგონი თაიას ჩემი დახმარება არ ჭირდება თვითონაც მიხედავს.
საბა ისე ცივად იქცეოდა რომ ვერ ვხვდებოდი ამას როგორ შვრებოდა. ვერავინ ვერ მიხვდებოდა რომ ეს ბიჭი ჩემზეა...
კარგი, კარგი აღარ დავაბოლოვებ.
სამზარეულოში გავედი და ყავის კეთება დავიწყე. იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული რომ ნინი როგორ შემოვიდა ვერ გავიგე. ლაპარაკი რომ დაიწყო შევხტი და მივუტრიალდი.
- მიპასუხე.
- რა?
- თქვენ ორნი რამეს ხოარ გეგმავთ?!
- გაგიჟდი? არცკი ვიცოდი რომ რჩებოდა. ეგ რომ ადრევე მცოდნოდა არ დავრჩებოდი მასთან ერთად სახლში მარტო.
- კარგი მაშინ მეც დავრჩები.
- არა, დემე რამეს იეჭვებს. მომისმინე საბას არცკი დავენახვები, ჩემს ოთახში ჩავიკეტები.
- კარგი მაშინ, მე ავალ გავემზადები.
სამზარეულოდან გავიდა და მეც ამოვისუნთქე. ამდენი ტყუილი ვუთხარი და როგორ არ შემეტყო? ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში გავედი, გოგოები არჩანდნენ მხოლოდ ბიჭები იყვნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. ჩემი ყურადღება საბას სიცილმა მიიპყრო. მუქი ყავისფერი თვალები და მუქი თმა, ძალიან უხდებოდა. თვალები მაშინ მოვაცილე როდესაც თვითონაც შემომხედა. გიორგის გვერდით დავჯექი და ლაპარაკი დავიწყეთ. ბევრ სასაცილო რამეს მეუბნებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეხარხარა. საბას რომ შევხედე გვიყურებდა და თან მკაცრი მზერა ქონდა. მალევე ოთახიდან აივანზე გავიდა. ცოტახანში გოგოებიც ჩამოვიდნენ და ყველამ ერთად დატოვა სახლი. ავდექი და სახლის მილაგება დავიწყე, კიდევ კარგი გოგოებს დაერეცხათ ჭურჭელი და მე არ მომიწევდა. 5 წუთში საბა გამოვიდა აივნიდან იმდენი ხანი იყო იქ რომ დამავიწყდა კიდევაც. არაფერი არ თქვა ისე ავიდა თავის ოთახში და ნახევარი საათით გაუჩინარდა. მილაგებას რომ მოვრჩი სააბაზანოში ავედი ამ დროს ოთახიდან საბა გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი იყო. ჩემი ყურადღება მისმა ოდნავ დაკუნთულმა სხეულმა მიიპყრო. მალევე მოვედი გონს და დაბნეულმა თმებზე ხელი გადავისვი.
- დაბლა გელოდები.
გაისმა მისი მკაცრი ხმა. სააბაზანოში შევვარდი და სახეზე ცივი წყალი მივისხი გონზე მოსასვლელად. კიბეებზე რომ ჩავედი ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ წავედი. დივანზე იყო წამოწოლილი და რომ დამინახა წამოჯდა. მივედი და მის გვერდით კრესლოში მოვკალათდი, უხერხულად ვიგრძენი თავი. არცერთი ხმას არ ვიღებდით უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. უცებ საბას ბოხი ხმა გავიგე და ცოტა შემაშინა მისმა ხმამ.
- გუშინ რაც მოხდა და რაც ვთქვი...
- მითხარი რომ ის ყველაფერი სიმთვრალის გამო თქვი და ყველაფერი ტყუილია.
წინადადების დასრულება არ დავაცადე.
- ესე ძალიან არ გინდა რომ შენს მიმართ რამეს ვგრძნობდე?!
- ნუ გავაბუქებთ, დავივიწყოთ ყველაფერი აჯობებს.
ირონიულად ჩაიცინა. მე წამოვდექი და ჩემს ოთახში ასვლა გადავწყვიტე მაგრამ ხელი მომკიდა და გამაჩერა, თან წინ გადამიდგა.
- გამიშვი, ოთახში უნდა ავიდე.
ხელის მოცილება ვცადე მაგრამ უშედეგოდ.
- მე გუშინ ნასვამი ვიყავი მაგრამ მთვრალი არა. მშვენივრად ვიცი რაც ვთქვი და ის ყველაფერი სიმთვრალის გამო არ წამოვროშე.
- ანუ გამოდის რო...
ხმა გამიწყდა და წინადადება ვეღარ დავამთავრე.
- შემიყვარდი პრინცესავ.
მის წინ გავშეშდი არვიცოდი რა მეპასუხა ნაბიჯი გადავდგი უკან და წასასვლელად შევტრიალდი.
- ანუ არაფერს არ მეტყვი?!
მისი ხმა მომესმა და გავჩერდი მისკენ შევტრიალდი და მის წინ დავდექი.
- რა გითხრა? გინდა გაგახსენო რომ მე შენი ძმაკაცის და ვარ?
- არა ეს კარგად ვიცი, ამიტომ ვარ ამდენი წელი ჩუმად.
- წელი?
- როგორცვე გაგიცანი მაშინვე რაღაც გრძნობა გამიჩნდა.
- და ამდენი ხნის შემდეგ რატომ მოდიხარ და მეუბნები ამას? რამე შეიცვალა?
- ვეღარ ვუძლებ თაია. აღარ შემიძლია აღარ, მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები.
გაბრაზდა და გულზე ხელი მიირტყა.
- მე ვერაფერს ვერ შევცვლი, ჩემი ცოდნაც ვერ შეცვლის ვერაფერს.
- მე აღარ შემეძლო გაჩუმება...
- დემემ იცის?
- არა.
- წადი და უთხარი.
- არასოდეს, დემე ამას არ გაიგებს?
- რატომ?
- დემეს ვერ ვეტყვი რომ მისი და შემიყვარდა, ჩვენ ადრევე ვთქვით რომ ერთმანეთის ოჯახის წევრებს არ შევხედავდით.
- და რავქნათ? ისე მოვიქცე ვითომ არაფერი არ მომხდარა?
- სხვა გზა არარის.
- სულ გაგიჟებულხარ. შენ მშვენივრად გამოგდის მსახიობობა მაგრამ მე არ შემიძლია.
გაჩუმდა და თავზე ხელები შემოილაგა. სავარძელში ჩაესვენა და თავი ჩახარა. ერთ ადგილას ვიდექი და არ ვინძრეოდი. ვეღარ გავუძელი სიჩუმეს და დავილაპარაკე.
- გიყვარვარ?
სევდიანი თვალებით ამომხედა, მისი შემხედვარე გულში რაღაცამ მიჩხვლიტა და ავღელვდი.
ჯერ ჩუმად იყო შემდეგ გაიღიმა და მიპასუხა.
- სიცოცხლეს დავთმობ შენთვის.
- მაშინ წადი და დემეს შენი გრძნობების შესახებ უთხარი.
- თაია მე მზად ვარ შენს გამო ჩემს სიცოცხლეზე ვთქვა უარი მაგრამ...
- მაგრამ ჩემს ძმასთან ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი.
- უნდა გამიგო.
- ისე არ გყვარებივარ რომ ჩემს გამო ყველას გადაუდგე წინ და ყველას შეედავო. ეს რანაირი სიყვარულია საბა?
- შენ ვერ ხვდები. დემე ჩემთვის ძმასავითაა, ყველა რთულ მომენტში გვერდით მედგა. თანაც მას ჩემი იმედი აქვს, სჯერა რომ ასეთ რამეს არასდროს ვიზამ. თან ვინც ამას ჩვენს საძმაკაცოში გაიგებს ყველა სხვანაირად შემომხედავს.
- შენ რა გეშინია რომ კარგი ძმაკაცის იმიჯი შეგელახება?
- ყველაფერს ისე ნუ ატრიალებ როგორც გინდა.
- მომისმინე ან წახვალ და დემეს ყველაფერს ეტყვი ან მეც დამივიწყებ და შენს სიყვარულსაც.
ვუთხარი და კიბეებზე სირბილით ავედი. ოთახში ჩავიკეტე და კარებთან ჩავიკეცე. არ ვტიროდი გაბრაზებული ვიყავი, უფრო საბაზე და შემდეგ ჩემს თავზე. რომ დავუჯერე, რამდენიმე წუთით მაგრამ დავიჯერე რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემსგამო ყველაფერს შეძლებდა. თუმცა, პატარა გამოცდაც ვერ ჩააბარა და დამარცხდა.
BINABASA MO ANG
შემიყვარდი
Romance- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი. ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე.