23 თავი (დასასრული)

3.2K 90 86
                                    

ნეტავ ყველაფერი ისე მიდიოდეს ჩვენც ცხოვრებაში როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ. შეგვეძლოს ყველა სურვილის ახდენა და ხანდახან ყველაფერზე მარტივად უარის თქმა. თაიას სურდა რომ  სუპერძალა ჰქონოდა, თანაც მხოლოდ მისი სუპერძალა რომელსაც სხვა ვერ გამოუყენებდა. და მას დაარქმევდა: არავის და არაფრის მიმართ სიყვარული. რადგან ფიქრობდა რომ სიყვარული ყველაზე დიდი ხელშემშლელი რამ იყო მის ცხოვრებაში.
  5 თვე რჩებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ან წავიდოდა ან დაკარგავდა ამ შანსს სამუდამოდ.  ერთადერთი მისი აქ ყოფნის სურვილის მიზეზი საბა იყო. ხანდახან უნდოდა რომ არ ყვარებოდა, ან იმდენად არ ყვარებოდა რომ მიზნებზე უარი ერთქვა. არ გამოსდიოდა, ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ, საყვარელ ადამიანს აქ ვერ ტოვებდა და ვერ მიდიოდა.

თაია.
უკვე აპრილია, 2 თვე დამრჩა გადაწყვეტილების მიღებამდე. საბაც არ მეხმარება მოფიქრებაში, უფრო მეტი საბა საერთოდ აღარაფერს აღარ აკეთებს ჩვენთვის. რაც ბაკურიანიდან ჩამოვედით ძალიან გაუცხოვდა, მე მის ახალ სამსახურს ვაბრალებ. თავიდან ხშირად მაინც ვხედავდი და ეს ერთი თვეა, კვირაში 1ხელ ძლივს ვნახულობ და ისიც 1 საათით. სულ საქმე აქ, სულ დაღლილია. მესმის მისიც და ვთხოვ რომ მის პრობლემებზე რამე მითხრას მაგრამ ის ჩუმადაა, არაფერს არამბობს. ერთ დღეს ჩვეულებრივია, მეორე დღეს უცხოვდება და შემდეგ ისევ ასე იწყება ყველაფერი. იმდღეს მასთან ავედი სახლში, ჯერ ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა და შიგნით რომ შევედი ის გოგო დამხვდა, ანი ბაკურიანში რომ შევხვდით. რომ დამინახა მალევე წავიდა.
- ეს ის გოგოა ბაკურიანში რო ვნახეთ?
- კი ანი ჩემი მეგობარია.
- იმდენად ახლო რომ სახლშიც გაკითხავს?
- ისიც იმ კომპანიაში მუშაობს სადაც მე, რა პრობლემა თაია?
- არაფერი, საერთოდ არაფერი.
- ძალიან კარგი, რისთვის მოხვედი?
- რისთვის მოვედი? ჩემი შეყვარებული კვირაში 1 დღე ისვენებს და წესივრად ვერც ის 1 დღე გნახულობ. გაგიკვირდება და მომენატრე.
- ხომ იცი რო ბევრი საქმე მაქვს.
- არ ვიცი რადგან არ მიყვები.
- თაია გეყო დრამები მაგის თავი არმაქ.
- იმ გოგოს თავი ხო კარგად გაქ?!
კარგი ბოდიში, ახლავე დავეწევი და ვეტყვი ამოვიდეს დაგამშვიდებს.
   უკვე კართან ვიყავი როდესაც საბა დამეწია კარი მიმიკეტა და წინ გადამეფარა.
- შემოდი და მშვიდად ვილაპარაკოთ.
    გვერდი ავუარე და დივანზე დავჯექი, ჩემს წინ მოვიდა და ჩაიმუხლა. ჩემი ხელები მისაში მოიქცია და აკოცა.
- ბოდიში, უბრალოდ ძალიან დასტრესილი ვარ ამ ახალი გარემოთი და დრო მჭირდება რომ შევეგუო.
- შეყვარებული გყავს მგონი და შეგიძლია დასახმარებლად მომმართო.
- ვერ დამეხმარები, თან არმინდა ეს ყველაფერი შენ გადმოგდო. ისედაც ცალკე საფიქრალი გაქვს.
- მე უკვე მოვიფიქრე.
- რა?
- ამერიკაში არ წავალ აქ დავრჩები.
მოფიქრებული არც მქონია ისე ვთქვი, უბრალოდ იმ მომენტში ასე მომინდა.
- არმინდა ჩემს გამო მომავალი გაიფუჭო.
- არაფერს არ გავიფუჭებ, თან შენ ვიღაც არხარ და თანახმა ვარ შენს გამო ყველაფერზე უარი ვთქვა.
- ასე ნუ ამბობ...
- საბა ჩემი გადაწყვეტილებაა და გთხოვ პატივი ეცი. დავივიწყოთ და დამპირდი რომ ამის მერე ერთმანეთთან გულახდილები ვიქნებით.
- გპირდები.

Yayımlanan bölümlerin sonuna geldiniz.

⏰ Son güncelleme: Mar 24, 2022 ⏰

Yeni bölümlerden haberdar olmak için bu hikayeyi Kütüphanenize ekleyin!

შემიყვარდიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin