²

116 11 5
                                    

-კარგად ხარ?
პასუხი არ მიუღია, ბიჭს გონება დაეკარგა, ბიჭის ხელი მხარზე გადაიხვია და მაგისტრალისკენ წაიყვანა, იქნებ ტაქსი გავაჩეროო ფიქრობდა, უფრო მალე მივიყვან საავადმყოფოში ვიდრე სასწრაფო მოვაოო...
პირველივე ტაქსი გააჩერა
-სწრაფად უახლოესს საავადმყოფოში...
-რასჭირს-დაბნეულმა იკითხა ტაქსისტმა
-სცემეს ახლა კი დაქოქე და სწრაფად წავედით - ცოტა ხმამაღლა თქვა...

...

პალატაში შეიყვანეს თუარა, პოლიცია მოვიდა და ბიჭი დაკითხვაზე წაიყვანეს...
-სახელი?-ბოხი ხმით იკითხა ჩაფსკვნილმა კაცმა.
-ბექა
-გვარი?
-დადიანი
- წელი რიცხვი თვე?
-1997 წლის 7 იანვარი.
-იცნობთ დაშავებულს?
-არა,უბრალოდ გავიარე ჩიხში დავინახე როგორ ჰყავდათ მომწყვდეული ეს ბიჭი ხოდა მეც ჩავერია, პოლიციის გამოძახება რო დავაპირე ტელეფონი გამიტეხეს -გატეხილი ტელეფონი აჩვენა-ამიტო წამოვიყვანე საავადმყოფოში ტაქსით...
-იმ პიროვნებების ფოტორობოტების შედგენაში დაგვეხმარე და მერე შეგიძლია წახვიდე.
-კარგით მადლობა...

მათი სახეები დიდად არ დაუნახავს, მაგრამ როგორც შეძლო ისე დაეხმარა და პალატისკებ წავიდა, აინტერესებდა მისი მდგომარეობა, სალაროში იკითხა, საბუთები გააფორმებინეს და ბიჭის ნივთები მას მიუტანეს...ნივთებზე ხელი არ უხლია იქვე სკამზე გვერდით დაიდო და დაელოდა ექიმის გამოსვლას.
ალბათ ორი საათი დაყო ასე უცებ პალატის კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა.
-როგორაა?
-ყველაფერი რიგზეა ახლა სტაბილურადაა, დასვენება სჭირდება დილამდე შემიძლია მხოლოდ 5 წუთით შეგიშვათ თუ გნებავთ...
-არა სერ მადლობა, მას საერთოდ ვერ ვიცნობ მას ის უბრალოდ საავადმყოფოში მოვიყვანე, თუ შეგიძლიათ რომ გაიღვიძებს ეს ნივთები გადას...-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო უცებ ვიღაცამ საყელოში ჩაავლო და მუშტი მთელი ძალით მოუქნია, ბიჭი იქვე კედელს მიეჯახა წონასწორობა დაკარგა და კედელზე ჩაცურდა.
-შე ნაბიჭვარო რაუქენიი მას- გიჟივით ყვიროდა ბოლოხმაზე,მას კიდევ ორი შავებში ჩაცმული კაცი აკავებდა
-დაცვა გაიყვანეთ ეს ახალგაზრდა გარეთ, ამ ბიჭმა ის გადაარჩინა არათუ რამე დაუშავაა-დაიხარა შუახნის კაცი ბიჭისკენ-კარგად ხართ?
-კი სერ კარგად ვარ, მე წავალ- ეცადა სწრაფად დაეტოვებინა საავადმყოფო, მალე უკან მოიტოვა საავადმყოფო და პირდაპირ სახლისკენ წავიდა...
ზედმეტად დაღლილი იყო ყველაფრისთვის ფიქრისთვისაც კი სახლსი მისულმა კი დივანზე დაეშვა და დაიძინა.
...
-ბექაა, ბექააა -ყვიროდა მაგდა.
-ტელეფონი სად ჯანდაბაში გქონდა ვნერვიულობდი-ბიჭი ზლაზვნით წამოდგა-დალიე?? იჩხუბე სახეზე რაგჭირს?გტკვა?ყინული მოგიტანო?? შენს საქციელს არ გავს ეს ყველაფერიი რამოხდა?-ნერვიულად მიაყარა გოგომ ყველაფერი
-მაპატიე რომ განერვიულე ტელეფონი გამიტყდა, ეს კიდევ ერთი ბიჭი გადავარჩინე და ამის სანაცვლოდ მივიღე-ჩაიცინა და სახეზე ხელი მიიდო...
-მომიყევი რა და მართლა მეზობელმა დამირეკა შენი შეყვარებული კარს არ გვიღებსო- ამაზე გაიცინეს ორივემ ბოლოს ბიჭს ისევ სერიოზულად მიუბრუნდა მომიყევიი წესიერად, თან უნდა გაგახარო სამსახურიც გიშოვე...
-სერიოზულად??? ფილმში მგონია თავი ბოლოს ერთად რჩებით ხომ?-მოყოლა დაასრულა თუარა მიაყარა გოგომ...
-კაი რაა... ახლა კიდევ სამსახურზე მითხარი-ინტერესით შეხედა...
-ბარმენობაზე რასს იტყვი?
-ოჰოოო საიდან?
-თეკლე ხო გახსოვს ჩემი თანამშრომელი მაგის ძმა მუშაობს მანდ და ბარმენს ეძებენ ხოდა დავიწუწუნე ვერ იპოვა სამუშაო თქო  2 წუთში გამირკვია და სამსახურიც გიშოვეთ.
-მშვენიერიააა... მადლობა გადაეცი...
-ხომართლა,ეგ თეკლას ძმა ბისექსუალია და იმედია ტრაკს მოუფრთხილდები.
-თვითონ უნდა მოუფრთხილდეს, მეხომ ტოპი ვარ.
-აბაა ხო...რაააა?-გაოცდა გოგო.
-რაიყო ვხუმრობ...
-ჯანდაბა-ჩაიცინაა- ხო მართლა დღეს 2ზე უნდა მიხვიდე-თან ყინული დაადო სახეზე-გასაუბრებასავით გექნება, უეჭველი აგიყვანს ხოიცი თან შენნაირ სიმპატიურ ბიჭს ხელიდან არ გაუშვებს... ხო ცოტახანში მაგ ჩალურჯებას მივხედოთ თორე მალე უნდა წახვიდე...
-კარგი კარგი რამე მოუხერხე...

USWhere stories live. Discover now