62 5 0
                                    

-ბექა რაზე ოცნებობ?- იკითხა შავთმიანმა და დივანზე ისე მოსწორდა რომ გარკვევით ხედავდა სამზარეულოში მოფუსფუსე წაბლისფერთმიანს...
-არვიციი... ოცნება არ მაქვსს...-ოდნავ შებრუნდა შავთმიანისკენ და კითხვა შეუბრუნა-და შენ რაზე ოცნებობ?
-თავისუფლებაზე-ჩუმად თქვა-მინდა ოდესმე თავისუფლად ვიცხოვროოო, ყველანაირი კომპანიების ძმების და დაცვების გარეშე-ოდნავი დუმილის შემდეგ გააგრძელა- პატარა როცა ვიყავი ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი ადამიანი ვყოფილვარ-ოდნავ ჩაიღიმა-მყავდა დედა და ვცხოვრობდით მშვიდადდ,მაგრამ ეს ხანმოკლე აღმოჩნდაა, დედამ დამტოვაა და ციხეში აღმოვჩნდი, სიმდიდრის ციხეში -ღრმად ამოისუნთქა.
-ვწუხვარ-ხელები შეიმშრალა და შავთმიანის გვერდით ჩამოჯდა- იმედს ნუ დაკარგავ ოდესმე დააღწევ თავს.
-იმედი ყოველთვის, მაქვს, ეს დედამ მასწავლა-თვალები სწრაფად დაახამხამა,ალბათ ცრემლების დასამალად, ცრემლების რომელიც დედის მონატრების ნიშანი იყო-ბექა რას მეტყვი შენს წარსულზე?- სწრაფად შეცვალა საუბრის თემა.
-შენგან განსხვავებით ყველაზე უბედური ბავშვობა მქონდაა რაც კი არსებობსს... ღარიბ, ფულის და უძველესი ადათწესების მოყვარულ სოფელში დავიბადეე, დაბადების წამიდან ჩემი ბედი სოფელმა გადაწყვიტა, თუ ჩვენი მეზობელი სოფლის თავს ანუ ყველაზე "მდიდარ" ადამიანის ქალიშვილი ეყოლებოდა მე უნდა მომეყვანა ცოლად, ამით კიდევ ორივე სოფელი გაიხარებდა და ჩვენც გავმდიდრდებოდით, სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ 13 წლისა როცა გავხდი პირველი ქორწილი ჩაიშალა რადგან გოგომ რომელიც ცოლად უნდა მომეყვანა,თავი ჩამოიხრჩოო ალბათ ჩემს გამო-თავი დახარა- 4 წლის შემდეგ კიდევ იმ გოგოს და უნდა მომეყვანა ცოლად სულ რაღაც 13 წლისა იყოო, ბევრი აღარ მიფიქრიაა, იმსოფლიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეციიი,რადგან ჩემი არსებობით ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლში უკვე გავისვარე ხელები და არმინდოდა მეორესაც იგივე გაეკეთებინა... არმინდოდა -ხმა ჩაუწყდა.
-ბექა-სახეზე ხელი ოდნავ შეახო, რითაც მათ შორის მანძილი საგრძნობლად შემცირდა-იმ გოგოს სიკვდილი შენი კიარაა იმ საშინელი ტრადიციების ბრალია,ეს შენ თვითონაც ხომ იცი.
-ვიციი,ვიცი... ვცდილობ დავივიწყო მაგრამ ჩემი ოჯახი ამის საშუალებას არ მაძლევსს, ყოველთვის მახსენებენ თავს,ჯერ კიდევ იმის იმედი აქვთ რომ მე იქ დავბრუნდები იმ საზიზღარ სოფელში და მათ ჭკუაზე ვივლი, არასდროსს არ ვიზავ ამას, არმინდა იქ დაბრუნება-თვალს უსწორებს შავთმიანს-არმინდა ჩემი არსებობით კიდევ ვინმეს ვატკინო,შავთმიანს ხელზე თბილი ცრემლი ეცემა.
-გახსოვდეს რომ გყავს მაგდა, ახლა კიდევ მეც გყავარ, ჩვენ გვაბედნიერებს შენი არსებობა-ცრემლები ნაზად მოწმინდა და მანძილი კვლავ შეამცირა-ბექა,შენ ის ადამიანი ხარ ვინც რამოდენიმე დღის წინ გავიცანი და უკვე შემიძლია სიცოცხლე ვანდოო, მე შენ გენდობი და მჯერა რომ შეგიძლია საბოლოოდ შეცვალო ჩემი ცხოვრება,შეგიძლია დამეხმარო თავისუფლების დაბრუნებაში- მანძილი იმდენად შემცირდა მათ შორის რომ სახეზე ცხელ სუნთქვას ორივე გრძნობდა.
-...-თანხმობის ნიშნად ოდნავ თავს ხრის- შავთმიანს,გული უჩქარდება, გულის ხმამაღალი ბაგაბუგი თავგზას უბნევს,წაბლისფერთმიანის სახესთან უფრო ახლოს მიდის,სურვილი უჩნდება,ტუჩები რომლებიც დიდი ხანია იზიდავს დააგემოვნოს,მანძილი რომელიც უკვე მილიმეტრები გახდა მალე ისევ იზრდება,წამშივე მცირდება და წაბლისფერთმიანი გრძნობს თბილ,კოცნას შუბლზე-ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ჩვენ ერთმანეთი გვყავს-მშვიდი ვნებიანი ხმით ჩურჩულებს შავთმიანი შუბს შუბლზე ადებს, ორივე ხელით სახეს ხელებში იქცევს და უღიმის.
-მადლობა-ძალიან ჩუმას ჩურჩულებს წაბლისფერთმიანი და ბიჭის მხარზე პოულობს სიმშვიდესს.
...
წაბლისფერთმიანი როცა იღვიძებს, ხვდება რომ ისევ დივანზეა ოდნავ ცდილობს გაექანოს მაგრამ მასზე შავთმიანია მიკრული, ისეა თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა და ის კიდევ იჭერს.
ფრთხილად ცდილობს შავთმიანის გვერდით გადაწევას, გამოსდის კიდეც,ფეხზე დგება, წელში იმართება შემდეგ კი ნელა აყავს შავთმიანი ხელში და მშვიდი ნაბიჯებით ოთახისკენ მიჰყავს.   
   ბიჭს ნელა ათავსებს ლოგინზე საბანს აფარებს,შემდეგ შავთმიანის გვერდით იკავებს ადგილს.
-მადლობა-ჩურჩულებს,თვალებს ხუჭავს და ცდილობს დაიძინოს...
...
კარებზე გაუთავებელი ბრახუნის ხმაზე ბიჭები ლოგინიდან გიჟივით წამოვარდნენ.
-გვიპოვეს? არ ვარ მზად ამ სიმშვიდის დასატოვებლად- ჩუმად ჩაილაპარაკა შავთმიანმა.
-აქ დამელოდე-პერანგი გადაიცვა- კარებს გავაღებ, შავთმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
კარებზე კაკუნი არ წყდებოდა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კარებს, იქვე კომოდზე მდგარი ლარნაკი აიღო ხელში და კარები გააღო.
-რა გნ...-ხელი ჰაერში გაუჩერდა, მის წინ სამი კაცი იდგა, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ ეცხოთ დაცვის წევრებისა.
-თქვენ ბექა დადიანი ხართ?
-დიახ-ლარნაკს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
-ჩვენ უნდა გამოგვყვეთ.
-რახდება?რატომ?
-თქვენი ნახვა უნდათ.
-ვის?
-მაგის თქმის უფლება არ გვაქვს.
-თუ არ მეტყვით ვინაა არ გამოგყვებით- მშვიდად თქვა.
-ბატონო ბექა,უხეშობის უფლებაც გვაქვს და თუ თქვენი ნებით არ გამომყვებით, ძალით წაგიყვანთ.
-ვის უნდა ჩემი ნახვა მეტს აღარ გავიმეორებ-ხმა დაუბოხდა.
-გვაპატიეთ ბატონო ბექა თქვენ გვაიძულეთ- მშვიდი ხმით თქვა და წინ წაიწია.
-არ გაბედოთ მასზე ხელის დაკარება- ოთახიდან მშვიდი ნაბიჯით გამოვიდა შავთმიანი-წუთი წუთზე პოლიცია მოვა აი ამ წამს მათ კარგად ესმით თქვენი-და ტელეფონი აჩვენა.
-ტელეფონი გათიშე ბიჭუნა- ბოხი ხმა მოესმა კარებიდან-თქვენ კიდევ გაიწიეთ უვარგისები ხართ-კარებში 50 წლამდე ჭაღარა შერეული კაცი გამოჩნდა-მე აქ მხოლოდ ჩემს შვილთან სალაპარაკობ ვარ.
ლარნაკის დალეწვის ხმაზე შავთმიანმა ბიჭისკენ გაიხედა რომელიც გაშეშებული იდგა,სახეზე დიდი ზიზღი და სიძულვილი ეხატა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა
-ბექა-მხარზე ხელი ოდნავ შეახო- გახსოვდეს მე შენს გვერდით ვარ.
-შვილო მიხარია შენი ნახვა შენ არ გაგიხარდა ჩემი ამდენი წლის შემდეგ ხილვა?-სახეზე უაზრო ღიმილი აიკრა და წყვილისკენ წავიდა.
-უკან დაიხიე მოხუცო-ბიჭს გადაეფარა შავთმიანი.
-ოუ აქ ვინ გვყავს-დაიწია და ბიჭს თვალითვალში გაუყარა-გაიყვანეთ ხელს მიშლის.
-მას ხელი არ ახლოთ- ბრაზნარევი ხმით თქვა წაბლისფერთმიანმა და ბიჭი ერთი ხელის მოძრაობით მის უკან მოაქცია-თქვი აქ რაჯანდაბას აკეთებ და აქედან წადი.
-არმომწონს შენი ტონი-დივანზე ჩამოჯდა-მაგრამ ახლა ეგ არ მაინტერესებს, რაღაც უნდა შემოგთავაზო,რაზეც უარი არ მიიღება-დაცვას ხელით ანიშნა რო გასულიყვნენ-მარტო უნდა ვილაპარაკოთ.
-შეგიძლია თქვა რაც გინდა შემდეგ კიდევ აქედან წადი.
-მარტო დავილაპარაკოთ თქო.
-ან მისი თანდასწრებით იტყვი ყველაფერს ან კიდევ ახლავე წახვალ აქედან.
-კარგი-ჩაიცინა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
-სოფელში უნდა დაბრუნდე! უარის გარეშე.
-ჰაჰა-ხმამაღლა გაიცინა-როგორ გამაცინე და რატო უნდა დავბრუნდე სოფელში?
-ვალდებული ხარ
-კარგი რა? არ მოვდივარ, მე სოფელთან და თქვენთან დიდი ხანია უკვე აღარაფერი აღარ მაკავშირებს.
-როგორც უკვე გითხარი,უარი არ მიიღება ან ახლავე შენი ნებით წამოხვალ სოფელში ან კიდევ ძალით წაგიყვან.
-ამ-ხმა შეეცვალა-ამ სახლიდან წადი და მეორეჯერ აქ მოსვლაც კიარ გაბედოო, გასაგებია? მე შენი შვილი აღარ ვარ მე იმ სოფელთანაც აღარაფერი აღარ მაკავშირებს, მაქვს ჩემი ცხოვრება და არმინდა შენნაირმა უსიამოვნო ადამიანებმა გამიფუჭოს ყველაფერი.
-ბექ...-მოხუცი ხმამაღლა ყვირილმა ადგილზე შეახტუნა.
-როგორ ბედავ ყველაფრის შემდეგ ჩემი სახელის ხსენებას? აქედანა წადი-ბოლო ხმაზე იღრიალა.
-ინანებ
-არ მაინტერესებს-კარებში გასულ მოხუც კაცს კარები გიჟივით მიუხურა.

...
ეს მეოთხე ვერსიაა ამ თავისს, ძაან დიდხანს ვფიქრობდი ეს დამედო თუ სხვა რომელიმე მაგრამ რახან ორი სამითავის დამატება გადავწყვიტე ეს ვარიანტი ყველაზე კარგი გამოდგა, საერთოდ არ ვაპირებდი ბექას ოჯახის ასე წინ გამოყვანას მაგრამ, იდეების მოზღვავებამ მაიძულა, ახლა კიდევ წინ საშინლად დაძაბული თავები გელით...
და ჰო იმედი მაქვს მოგწონთ💜

USWhere stories live. Discover now