27 2 0
                                    

-ჯანდაბა-დაიჩურჩულა.
მალე სააბაზანოდან უცნაური ხმა მოესმა, დაუფიქრებლად შეაღო აბაზანის კარი და ადგილზე გაიყინა...
შავთმიანი იდგა დუშკაბინაში და ცდილობდა გატეხილი ონკანი როგორმე შეეკეთებინა.
-რამოხდა?!-შავთმიანი წელში გაიმართა, ისე რომ ონკანს ხელს არ აშორებდა.
-ონკანი მოძვრა-სახე დამანჭა ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და ონკანის ნაწილი აჩვენა რომელიც აშკარა იყო აღარ შეკეთდებოდა. წაბლისფერთმიანს სახე ღიმილმა გაუპო, ახლა მის წინ 24 წლის ჩამოყალიბებული ადამიანი კიარა 10 წლის ბავშვი იდგა რომელსაც ვერ გაეგო გატეხილი ონკანისთვიდ რა მოეხერხებინა.
-ნუ იცინი დამეხმარე, წყალი ჯერ ძალიან არ ჟონავს უნდა მოვ...- წინადადება ვერ დაასრულა რომ ონკანიდან, უფროსწორად რაც ონკანისგან დარჩა წყალი მთელი სიმძლავრით "გამოვარდა" და შავთმიანი წამის მეასედში გაწუწა, ბექა ბიჭის დასახმარებლად გაიქცა რადროსაც ფეხი აუცდა, შავთმიანმა სწრაფი მოძრაობით დაიჭირა ბიჭი.
-მეგონა მე უნდა დამხმარებოდი და არა პირიქით- ზემოდან მომღიმარი დაჰყურებდა წაბლისფერთმიანს.
წაბლისფერთმიანს მეტყველების უნარი წართმეული ჰქონდა, ისიც სულ მთლად დასველებულიყო მაგრამ ვის ადარდებდა? უბრალოდ უყურებდა ნიკას ღრმა და მრავლისმეტყველ თვალებს, უყურებდა და იძირებოდა, არც ნიკა აკლებდა ღიმილს ვერ იშორებდა სახისკენ, ჯერ წაბლისფერთმიანს თვალებში უყურებდა ნელნელა კი ატმისფერი ტუჩებისკენ გადაიტანა მზერა, ბევრი არც უფიქრია
-ბოდიში-დაიჩირჩულა და ატმისფერ ტუჩებს დააცხრა.
ბექას წამითაც კი არ უფიქრია უკან დახევა, ნაზკოცნაში აჰყვა, თან წელში გაიმართა და შავთმიანი ერთი ხელის მოძრაობით მიიკრა კოცნას მხოლოდ მაშინ წყვეტდნენ როცა ჰაერი გამოელეოდათ.

...

გარეთ გაზაფხულის ნაზი სიო ქროდა, ცაზე სავსე მთვარე კაშკაშებდა, მთვარე იმდენად ნათელი იყო რომ მუდამ მის გვერდით მყოფი ვარსკვლავი თითქოს უძლურდებოდა და ნათელს კარგავდა, ამ მშვიდ ამინდს შორეული პოლიციის სირენის ხმა თუ დაარღვევდა მაგრამ აივანზე მყოფთ ეს სულ არ აწუხებდათ განათებულ ქუჩებს გაჰყურებდნენ და დუმდნენ.
-იცი-დაარღვია სიჩუმე დაბალი ხმით წაბლისფერთმიანმა.
-მაპატიე-კაშკაშა მთვარეს თვალს არ აშორებდა.
-ნიკა-უხეშად მოატრიალა შავთმიანი-რა უნდა გაპატიო?კოცნა? - შავთმიანის სახე ხელებში მოიქცია- მაშინ შენც მაპატიე- წამისმეასედში ტკბილბაგეებს დააცხრა, შავთმიანი დაუფიქრებლად აჰყვა კოცნაში, კოცნა უფრო ღრმა და მომთხოვნი ხდებოდა...
აივანზე ორი სხეული ერთმანეთის პირისპირ იდგა, ღრმად სუნთქავდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ...

USWhere stories live. Discover now