87 6 1
                                    

-ბექა...
-კარგად ვარ-მშვიდი ხმით თქვა, უკვე მივეჩვიე მის ასეთ გამოხტომებს-ღრმად ჩაისუნთქა -სულ ასეთი იყო... სულ ფიქრობს რომ შეუძლია ის გააკეთოს რაც მას უნდა-ბიჭი მხარზე ხელს ადებს და ოდნავ უღიმის...
-მამაჩემზე უარესია-ორივეს ხმამაღლა გაეცინათ...
. . .
-დღეს მამამ დამირეკა, მასთან უნდა მივიდეთ...
...
- დროა წავედით...
-არ ვარ ჯერ მზად ეს სიმშვიდე უკან რო მოვიტოვო-ღრმად ჩაისუნთქა შავთმიანმა და კიბეს ჩაუყვა
-დამიჯერე ყველაფერს გავაკეთებ რომ მშვიდი ცხოვრება გქონდეს-ჩუმად ჩაილაპარაკა და შავთმიანს წამოეწია.
-ბექა-მანქანაში დაჯდომისთანავე დაიწყო შავთმიანმა.
-ჰმ-მანქანა დაქოქა.
-რაც არ უნდა მოხდეს,ჩემს ძმას დათოს თვალში არ მოხვდე, ყველაზე საზიზღარი ადამიანია, ვიცი რისი გაკეთებაც შეუძლია, არმინდა დაზიანდე-თვალები დახარა-უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი "ლანდივით".
-კარგი მე შენი ჩრდილი ვიქნები-გაიღიმა და მანქანა დაქოქა რომელიც ნიკას ბრძანებით პარკთან მოიყვანეს.
...
-ყველაფერი რიგზეა,თვალყურს ვადევნებთ-გადასცა წაბლისფერთმიანმა მაღალმა კაცმა გადამცემში...

...
ორბელიანები საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან, ამ გვარის თითოეული წარმომადგენელი თითქოს ვალდებულია იყოს მდიდარიი, თითქოს დაბადებიდან თან დაჰყვებათ ოქროს საათები და ბრილიანტის ბეჭდები...
ორბელიანების ერთერთი "სასახლე" ზღვისპირას მდებარეობდა, ორსართულიანი სასახლე მოჩუქურთმებული აივნებით ბრწყინავდა, ზღვის ულამაზესი ხედით დატკბობა შეგეძლოთ მეორე სართულის ვერანდიდან, ვერანდა ხომ ზედ ზღვის თავზე გაშლილიყო შესასვლელში შავებში ჩაცმული სერიოზულ სახიანი ხალხი დაინახეს ბიჭებმა.
-მეზიზღება ეს ადგილი და ეს გარემოცვა-ჩაიბურდღუნა შავთმიანმა.
-როგორც შენ თქვი აქ სულ ცოტახანი გავჩერდებით მალე გავშორდებით ამ ადგილს-მშვიდი ხმით უთხრა.
-აჰ კარგი-ღრმად ჩაისუნთქა და წინ გაიჭრა-მზად ვარ ყალბი ღიმილი ავიკრა სახეზე.
კარებთან მიახლოებისთანავე შავებში ჩაცმულმა კაცებმა წაბლისფერთმიანს გზა გადაუღობეს
-თქვენ ვერ შეგიშვებთ.
-ვინ გასცა ბრძანება?
-ბატონმა სანდრომ,თქვა სხვა დაცვას აიყვანოსო.
-როგორ მიბედავ, ახლავე შემოუშვით ანკიდევ ვუბრძანებ და ხელებს მოგამტრევს.
-კიმაგრამ ბატონო ნ...
-მოკეტეთ-ადგილზე შეხტა ერთ ერთი.
-გარეთ დაგ...-ჩურჩულით დაიწყო ბექამ
-არა შენ ჩემთან ერთად შემოხვალ ამას წყალი არ გაუვა-დაიჟინა შავთმიანმა.
-ბატონო ნიკა ბატონ სანდროს ბრძანებას ვერ დავარღვევთ ის... ის
-რას გიზამთ ის- ქერათმიანი ბექას გვერდით დადგა.
-საბა-მხიარულად დაიძახა ნიკამ და ძმას მიეგება-გამიხარდა შენი ნახვა როდის ჩამოხვედი?-გაიღიმა, ბექა გაოგნდა მერე კი თავი მშვიდად იგრძნო, ნიკას სახეზე ნამდვილი ღიმილი დაინახა.
-10 წუთისწინ-საათს დახედა და ძმა გულში თბილად ჩაიკრა-ახლა კი ის შემოუშვით და აქედან დაიკარგეთ.
-სანდროს ნამოქმედარია? რას ერჩის ამ სიმპატიურ ბიჭს-ბექა უსირცხვილოდ აათვალიერ ჩაათვალიერა.
-ის ჩემი დაცვაა,სულ ჩემს გვერდითაა, სანდროს კი სავარაუდოდ შურს-მხრები აიჩეჩა.
-აჰ მშვენიერია მე საბა ვარ-ხელი გაუწოდა ბექას-მადლობა რომ ჩემს ძმას ყურადღებას აქცევ-გაიღიმა.
-ბექა დადიანი სერ...ეს ჩემი მოვალეობაა-თავი ოდნავ დახარა.
-აბა წავედით-გაიღიმა ქერათმიანმა და წინგაიჭრა. ნიკამ გაუღიმა ბიჭს და ანიშნა წავედითო.
...
-ძმაო გამიხარდა შენი ნახვა-აშკარა ყალბი ღიმილით მიეგება მაღალი ახოვანი მამაკაცი სამეულს.
-მეც გამიხარდა-გაიღიმა საბამ...
აშკარად ნიჭიერია ეს ტიპი გაიფიქრა ბექამ და ეცადა მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო.
-ჰეიი ძმებოო-გაიღრიჯა სანდრომ.
მალე ატმოსფესფერო დამძიმდა კიბეებიდან ჭაღარა მამაკაცი ჩამოდიოდა.
-ჩემს კაბინეტში ყველა-ხმამაღლა ყველას გასაგონად თქვა და კაბინეტისკენ აუჩქარებლად წავიდა უკან კი ოთხეული გაყვნენ.
...
წაბლისფერთმიანი აივანზე გავიდა, სუფთაჰაერის ჩასასუნთქად და ხედით დასატკბობად
-მოწევ?-ჰკითხა მელოტმა მხრებგანიერმა ტიპმა.
-არა მადლობა.
-შენ იმ ნიკას დაცვა ხარ?
-ბატონ ნიკას თუ გულისხმობთ კი მე მისი დაცვა ვარ-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ისევ გააგრძელა უსასრულობაზე მიშტერება.
-ზედმეტად უხეში ხარ-ჩაიცინა მელოტმა-ჩემს თავს მაგონებ.
-რა?-ყურადღება ზღვიდან მელოტისკენ გადაიტანა.
-მაინტერესებდა რა დამოკიდებულება გქონდა ჩვენს უფროსზე-გაიღიმა-მე ჯეიმსი ვარ ბატონ ნიკას "ყოფილი" დაცვა -სიტყვა ყოფილი გამოკვეთა-მისი აქ მოსვლის დღიდან ვიყავი, ახლა კი უბრალოდ ბატონ დავითს დავყვები კუდში, ნიკას კარგად ვიცნობ ისიც ვიცი რომ მარტივად არავის არ ენდობა აი შენ კი მისი ნდობის ღირსი გახდი ამიტომ მინდოდა გამომეცადე და მენახა ვინ იყო ბიჭი ვინამაც ბატონი ნიკას ნდობა დაიმსახურა- გაიღიმა კაცმა- ბექა მას კარგად მიხედე იცოდე აქ საბას გარდა არავინ არ ჰყავს ის მალე წავა და ნიკას საფრთხე შეექმნება მის გვერდით იყავი მიხედე-ბოლოს უკანმოუხედავად დატოვა ვერანდა უკან კი გაოგნებული ბიჭი მოიტოვა.
-რაიყო ახლა ეს-თავი ნერვიულად მოიქექა და ვერანდა უკან მოიტოვა.
...
-რომელი საუკუნეა-ბუზღუნით მოდიოდა ქერათმიანი.
-საბა რამდენს ბუზღუნებ უბრალოდ გამატარე რა-სანდრო გიჟივით გაიჭრა წინ.
-ჩვენი ძმა ისევ ისეთი სულელია-თავი გააქნია საბამ და შავთმიანს შეხედა-რაგჭირს.
-ჩემს ტელეფონს ვერ ვპოულობ, ახლახანს ვიყიდე-თავი გააქნია-ალბათ იქ დამრჩა ახლავე მოვიტან.
-ბექა-ხელით ანიშნა ქერათმიანმა-მე მივდივარ ნიკას უთხარი მერე შევეხმიანები ახლა საქმეები მაქვს.
-კარგი-თავი დაუკრა.
10 წუთი გავიდა და შავთმიანი არ ჩანდა, ცოტა არ იყოს ანერვიულდა ბექა და მის მოსაძებნად წასვლა დააპირა რადროსაც გაფითრებული ბიჭმა ხელი სტაცა და გარეთ გაიყვანა.
-ბექა აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ და საბა სადაა?-უკან შებრუნება დააპირა.
-უკვე წავიდა საქმეზე დაგიბარაა რომ მერე დაგირეკავს, ახლა კი ისმითხარი რაგჭირს-მანქანაში ჩასხდნენ.
-გთხოვ უბრალოდ სახლში წავიდეთ- თვალები მინაბა და მინას თავი მიადო, გზაში არცერთს ხმა არ გაუღია წაბლისფერთმიანმა უბრალოდ მისი "ბრძანება" შეასრულა და სახლში მიიყვანა.
-მოვ...-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა გაჩუმდა, შავთმიანს ჩასძინებოდა...წაბლისფერთმიანს ფრთხილად აჰყავს ხელში და დაცვის მიერ გაღებულს ჭიშკარში შედის,მალე ლოგინში ათავსებს შავთმიანი გაუგებრად ბუტბუტებს და ლოგინში სწორდება.
-დაიძინე დაიძინე ეს გჭირდება- ჩურჩულებს წაბლისფერთმიანი, საბანს კარგად ახურავს და ოთახიდან გადის.
...
ჩატი
მაგდა-როგორ ხარ ბექა სულ დამივიწყე არა?
ბექა-მაპატიე მაგდა... უბრალოდ არვიცი როგორ ვარ... მაგრამ ის კი ვიცი ამ სიზმრიდან ოდესმე თავს თუ დავაღწევ ბედნიერი ვიქნები.
მაგდა-დაისვენე და ხვალ დამირეკე.
...
-ბექა-ყრუდ ჩაესმის წაბლისფერთმიანს-ბექა-შენჟღრევა იგრძნო და გამოფხიზლდა.
-რ...რა ხდება- წაბლისფერთმიანი ცდილობდა გაეხსენებინა რატომ ეძინა იატაკზე-კარგაფ ხარ?
-მე კი-გაიღიმა და თან რაგაიღიმა, სახეზე სრული "ბედნიერება" ეხატა შავთმიანსს...
-შენ... ბედნიერი ხარ?- არსაიდან დასვა შეკითხვა ბიჭმა.
-კი რა არ მეტყობა-და უფრო ფართოდ გაიღიმა, მაგრამ ახლა მის ღიმილში " ბედნიერება" აღარ იკითხებოდა...
თითქოს შავთმიანის სახე ყველა ემოციას ბედნიერებად აღიქვამდა, ბექა გაურკვებლობაში იყოო, ეცადა გამოფხიზლებულიყო თვალები მაგრად დახუჭა და როცა გაახილა პარკში ამოყო თავი, დაინახა პატარა ბიჭი რომელიც სილაში "ბედნიერი" თამაშობდა, რატომღაც წაბლისფერთმიანის ტუჩის კუთხე გაეპო, მას ეღიმებოდა პატარა ბიჭზე რომელიც ბედნიერი იყოო... რაღაც ნაწილით ბექა ხვდებოდა რომ ეს პატარაა ბიჭუნა ნიკა იყო, ამიტომაც იღიმოდა,მალე ღიმილი სახეზე შეახმა როცა ბიჭის სახე სრულიად გაშავდა, წამისმეასედში ბექას ცხვირწინ გაჩნდა და ტირილი დაიწყოო, თან ბექას სახელს იმეორებდა, მალე ბექამ გამოიღვიძა, საშინელი სიზმროსგან თავდასაღწევად, მალევე მიაშურა ნიკას ოთახისკენ, მაგრამ ოთახი ცარიელი დახვდა, ლოგინი ისევ არეული იყო.
-ჯანდაბა-დაიჩურჩულა.
მალე სააბაზანოდან უცნაური ხმა მოესმა, დაუფიქრებლად შეაღო აბაზანის კარი და ადგილზე გაიყინა...

......

❣️

USWhere stories live. Discover now