27 3 0
                                    

როგორც კი "სახლს" მიუახლოვდნენ წაბლისფერთმიანმა გაოცება ვერ დამალა, თავი ფილმში ეგონა.
-ეს "ეროვნულ საგანძურში" რომ სასახლეა იმას რატომ გავს?-ჩუმად ჩაილაპარაკა.
  უზარმაზარი შავი ჭიშკარი გაიღო დაცვის ჯიხურში მჯდომმა კაცმა თავი დაუკრა, ამავე დროს მეორე შავებში ჩაცმული დაცვა მივიდა და შესთავაზა აქედან მანქანა მე მივხედავო.
ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ დაცვას მადლობა გადაუხადეს.
-ყველაფერი კარგად იქნება-შავთმიანს ოდნავ შეახო მხარზე ხელი-ახლა კი წავედით-მოკრძალებული ფორმით ანიშნა(აი თავს რო ხრიან და ხელებით ანიშნებენ საით უნდა წავიდნენ).
შავთმიანს სახე ღიმილმა გაუპო მსუბუქად გაიღიმა და სასახლისკენ წავიდა.
წაბლისფერთმიანი წელში გაიმართა და ისევ გაოცებული მიაშტერდა არემარეს.
სასახლესთან მისვლამდე, უზარმაზარი ბაღი იყო გაშენებული სადაც უამრავი ფერის და ჯიშის ყვავილები მოჩანდა, ჰაერში კი სხვადასხვა არომატები ტრიალებდა. სამსართულიანი სასახლე აგურისფერი იყო, სასახლის პირველი სართულის კედელი, მწვანე მცენარეს მოეცვა, ეს კიდევ განსაკუთრებულს და იდუმალს ხდიდა.
წაბლისფერთმიანს ერთი სული ჰქონდა შიგნით როდის შევიდოდა, როგორც კი რამოდენიმე საფეხური აიარეს, შავებში ჩაცმულმა დაცვამ სასახლის მძიმე კარებები გააღო. შავთმიანმა ღრმად ჩაისუნთქა და შეაჭრა,    
წაბლისფერთმიანმა ინანა როგორც კი სასახლეში ფეხი შედგა, თითქოს შიგნით სიცივე გამეფებულიყო რაზეც ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ მხოლოდ სიცივე როდი იყო, ატმოსფერო სიცივესთან ერთად საშინლად დამძიმებულიყო, ირგვლივ იმაზე მეტი ადამიანი დახვდათ ვიდრე ელოდნენ, შავთმიანს თითქოს 500 თვალი ერთდროულად აკვირდებოდა, შეკრთა მაგრამ მაინც წიინ გააჭრა ნაცნობი სახის დანახვისთანავე, მაგრამ მალევე ატმოსფერო ცოტათი შემსუბუქდა, რამოდენიმე ქალმა ნიკას წრე შემოარტყეს, ზოგიც სახეზე ხელებს უსვამდა და გაიძახოდა როგორ გაზრდილხარო,დედის თვალები გაქვსო ზოგიც კიდევ გაიძახდა, იმაზე სიმპატიური ყოფილა ვიდრე ხალხი ამბობდაო. წაბლისფერთმიანს გაეღიმა ნიკას დაბნეულ ღიმილზე და სცადა უკან გადაედგა რამოდენიმე ნაბიჯი მაგრამ უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი გადახვია.
-სულ ასე ხდება-გვერდით ქერათმიანი ამოუდგა-ნიკას დედა ერთი უბრალო ქალი იყო, მაგრამ ამავე დროს ცნობილი როგორც "ვარსკვლავი რომელიც არასდროს ქვრება",სამწუხაროა რომ ვერ გაგიცნობს-ძალიან მშვიდი ღიმილით მიაშტერდა ნიკას
წაბლისფერთმიანი, თვალს არ აშორებდა ბიჭს.
-მან თავი შესწირა ტეტორისტებს, რათა თავისი შვილი და 30მდე უდანაშაულო ადამიანი სიკვდილს გადაერჩინა-ქერამ ბექას დაჟინებით მიაშტერდა.
-მე ეს არვიცოდი-ბიჭი ხვდებოდა მიზეზს თუ რატომ ჰქონდა პანიკური შეტევა შავთმიანს ტერორისტების გაგონებაზე.
-ის ამას აუცილებლად გეტყვის, არ იფიქრო რომ არ გენდობა.
-არც კი მიფიქრია ეგ... ზოგადად ნიკა ის ადამიანი ვინც გადაშლილი წიგნივითაა, ამიტომ ვიცი რომ მენდობა რათქმაუნდა გავამართლებ ნდობას და მეც იგივეთი ვუპასუხებ... მე მას ვენდობი-ჩაცინების ხმამ აიძულა შავთმიანიდან ყურადღება მის გვერდით მდგომისკენ გადმოეტანა.
-იცი მას ტერორისტები რატომ სძულს?- პასუხს არ დაელოდა ისე გააგრძელა- მას ტერორისტები სძულს რადგან ერთ დროს საყვარელი ადამიანი წაართვეს, ახლა კი ისევ ფიქრობს რომ მის საყვარელ ადამიანებს ისევ დააშორებენ, ან იმათ მოკლავენ ვინც უყვარს ან მას მოკლავენ- ღრმად ჩაისუნთქა- სამწუხაროდ ჩვენ ამისგან დაცულები არვართ რადგან მამაჩვენი ნამდვილად არაა კარგი ადამიანი.
-მე მას დავიცავ- დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა-მის სიკვდილს არ დავუშვებ...
-ვიცი...
-მენ... რა?- უცებ გაოცებულმა მოუტრიალდა ქერათმიანს.
-ვიცი რომ დაიცავ... ამისთვის ერთი და განსაკუთრებული მიზეზი გაქვს ბექა- გაიღიმა- შენ ნიკას მიმართ გრძნობები გაქვს...
-მე...მ...-გაჩუმდა.
-დამშვიდდი ბექა მე მამა არვარ, ნიკას ბედნიერება ჩემთვის უპირველესია, მიხარია რო ის მოგწონს... მთავარია რომ ეს გრძნობები ორმხრივია-შავთმიანისკენ გააპარა თვალი რომელიც დახმარებას ითხოვდა და საბას წარბს უწევდა.
-რა? ორმხრივი?- ბიჭი ჩაფიქრდა- შენ ფიქრობ რომ მასაც?- ქერათმიანი უკვე წრეში იყო და ცდილობდა ბიჭი დაეხსნა ქალბატონებისგან...
-აჰა ძვლივს გამოვიყვანე-ნიკა ხელჩაკიდებული მოიყვანა და ბექას წინ გააჩერა-კი ეგრე ვფიქრობ ახლა კი დაგტოვებთ ქალბატონები მელოდებიან- უცნაური ღიმილით დატოვა ბიჭები.
-კარგად ხარ?
-კი კი ცოტა მომეშვა თავიდან ძალიან შემეშინდა უცნაური გარემოს გამო- ფრთხილად გაუღიმა წინ ჩავლილი წყვილს-ხო ისე საბამ რაო ფეხბურთზე გელაპარაკებოდა?
-სიმართლე გითხრა...
-მოგესალმებით-კაცის ხმამ ლამის კედლები ააზანზარა, რაზეც შავთმიანი შეხტა-მადლობა მობრძანებისთვის ეს წვეულება სხვა წვეულებებს არ გავს დღეს რამოდენიმე ფრიად მნიშვნელოვან საკითხებს გავივლით, იქამდე კი ჩემს ოთხივე შვილს ჩემთან ველოდები კაბინეტში ბოდიშის მოხდით რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.
-მალე დავბრუნდები-ანიშნა წაბლისფერთმიანს.
ბიჭები წამში ადგილიდან მოწყდნენ და ნელი ნაბიჯებით მიმავალ კაცს გაყვნენ.
...
წაბლისფერთმიანმა დრო როგორც კი იხელთა ბაღში გასეირნება განიზრახა რადროსაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა, მაგდა ურეკავდა.
-შე იდიოტო შენი მეგობარი როგორ უნდა დაგავიწყდეს?-გაისმა გოგოს დაღლილი ხმა.
-მაპატიე-თავის მართლება არ დაუწყია მშვიდად ჩამოჯდა პატარა ხის სკამზე.
-კაი ხო არაფერია, მეც ვერ დაგირეკე ამიტომ გავთანაბრდით-ჩაიცინა.
-ხო ცოტა რთულ სიტუაციაში ვარ, ნიკას მარტო ვერ ვტოვებ.
-ნიკას? ოჰ სხვანაირად ჟღერს მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ იქამდე იცი რაუნდა მეკითხა...-დადუმდა გოგო- ბექაა, იცი რა...
-რახდება მაგდა ხომ ყველაფერი რიგზეა? ცოტა აფორიაქდა წაბლისფერთმიანი.
-აუ არა ბექა უბრალოდ არ მინდოდა ტელეფონით ამაზე ლაპარაკი, მოახერხებ რომ დღეს ჩემთან მოხვიდე? თუ გინდა ნიკაც გამოიყოლე, არაა პრობლემა უბრალოდ მინდა რო დღესვე გნახო...
-კარგი კარგი აქ დავასრულებთ და ნიკას დაველაპარაკები.
-მიდი დროებით თავს მიხედე სულელო
-შენც შენც...
წაბლისფერთმიანმა ღრმად ჩაისუნთქა ვერ გაეგო რა ხდებოდა მაგდას თავს, იმდენად ჩაფიქრებული იყო რომ შავთმიანის მოსვლა ვერც კი გაიგო.
-ბექა კარგად ხარ?-მშვიდად კითხა მხარზე ხელი დაადო და გვერდით ჩამოჯდა.
-არვიცი, ახლა მაგდამ დამირეკა უნდა რომ მასთან მივიდე-ღრმად ჩაისუნთქა- უეჭველი რაღაც მოხდა აქ თუ დაასრულე წამოხვალ? მითხრა ნიკაც წამოიყვანე თუ თავისუფალი იქნებაო-მშვიდად კითხა შავთმიანს და თვალებში შეხედა.
-კი რატომაც არა აქ მაინც მოვრჩი წავიდეთ-გაიღიმა, ცოტა ნაღვლიანად მაგრამ წაბლისფერთმიანი იმდენად დაძაბული იყო რომ ვერც კი შენიშნა, შავთმიანის ეს სახე.
...
  ძველ ნაცრისფერ კორპუსთან, შავი მანქანა გაჩერდა, მანქანიდან გადმოსულმა ბიჭებმა ეცადნენ სწრაფად შესულიყვნენ კორპუსში რათა შუა ცაზე აწვერილი მზე ნამდვილად ძალიან მცხუნვარე იყო.
შავთმიანი ფეხდაფეხ მიყვებოდა, ანერვიულებულ ბიჭს, პირველად ხედავდა ბექას ასეთ ბუნებას, მაგრამ კითხვებს არ სვამდა და უბრალოდ მიყვებოდა.
მალე ბიჭი შავ კარებთან შედგა ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე დააკაკუნა.
-მშვიდად ბექა ყველაფერი რიგზე იქნება- თანაგრძნობის ნიშნად ხელზე შეეხო, წაბლისფერთმიანმა კი ნიკას ხელში თავისი ხელი ახლართა და გაუღიმა.
-იმედია-კარები გაიღო კარებში მაგდა გამოჩნდა რომელმაც პირველი ბიჭების ჩაკიდებული ხელი შეამჩნია გაიღიმა და ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა.
-მიხარია თქვენი ნახვა-გაიღიმა კარები ფართოთ გაიღო რადროსაც წაბლისფერთმიანს სახე გაეყინა.
-შენ აქ რას აკეთებ?

...

ჰეჰ ვეით გაიზ მალე იქნება ახალი თავიც
😏😏😏
ინტრიგა მომენატრა...

USWhere stories live. Discover now