Part 14

279 34 95
                                    

???-სადმე მიდიხარ პრინცესავ?
მე-ფელიქს აქ რას აკეთებ?
ფელიქსი-უბრალოდ შენს სანახავად მოვედი
მე-გთხოვ მეორედ პრინცესა აღარ დამიძახო
ფელიქსი-და რომ დაგიძახო?
მე-გლეწავ
ფელიქსი-შენთან სალაპარაკოდ მოვედი
მე-კარგი შემოდი.
კარი დავკეტე, ორივე მისაღებში შევედით და დივანზე ჩამოვსხედით.
მე-აბა გისმენ
ფელიქსი-პირველ რიგში მინდა ბოლოს რაც მოხდა იმის გამო ბოდიში მოგიხადო
მე-არაუშავს, ეგ აღარც მახსოვდა
ფელიქსი-იმ დღეს როცა ოთახში შეგიყვანე მინდოდა მეთქვა თუ რატომ დაგშორდი წლების წინ...გთხოვ არ შემაჩერო ყველაფერი უნდა მოგიყვე...როდესაც კომპანიაში მივედი, ძალიან ძლიერად მიწევდა მუშაობა, ამის გამო ზოგჯერ ღამეებსაც კი ვათენებდი, ფიზიკურად არ შემეძლო შენთან კონტაქტი სულ ვვარჯიშობდი.ერთ დღესაც საბოლოოდ გავხდი აიდოლი, ჩვენმა დირექტორმა კი ასეთი რამ გამოგვიცხადა"არ გაქვთ უფლება გყავდეთ შეყვარებული, რადგან თქვენს კარიერას იქვე დაუსვამთ წერტილს".
ამიტომ არ შემეძლო შენთან კონტაქტი.
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ხმას ვერ ვიღებდი.
მე-შეიძლება ორი წუთით ოთახში გავიდე?-ძლივს-ძლივობით ამოვღერღე
ფელიქსი-რათქმაუნდა.
ფეხზე ნელ-ნელა ავდექი და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
შევედი თუ არა კედელთან ჩავიკუზე, ისევ ვიგრძენი თუ როგორ დაიწყო ცხვირში სითხემ მოძრაობა, მალევე კი წითელი სისხლი ჩანჩქერივით წამოვიდა.
არა ოღონდ ახლა არა, ამის დრო არაა გთხოვ გაჩერდი.
მე-ფელიქს მიშველე.
ესღა ვთქვი და გული წამივიდა.
ფელიქსის პოვ
როგორც იქნა შევძელი და ავას ყველაფერი ვუთხარი, სააბაზანოში გავიდა მაგრამ უკვე 10 წუთია არ გამოსულა...ვსო აღარ შემიძლია ამდენის მოცდა, უნდა შევიდე.
კართან მივედი და დავაკაკუნე
მე-ავა აღარ გამოდიხარ?
ხმას არავინ მცემდა.
ბოლოს კარი შევაღე და იქ ასეთი სანახაობა დამხვდა, ავა სულ სისხლში ამოსვრილი ძირს იწვა.
მასთან უცებ მივვარდი, ხელში ავიყვანე, ჩემს მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში ელვის სისწრაფით მივედი.
ავა ხელში ავიყვანე და საავადმყოფოში შევედი თუ არა ექთნები მოვარდნენ და რაღაც პალატაში შეიყვანეს.
იქვე ახლოს ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, მას რომ რამე დაემართოს ვერ ვიცოცხლებ.
უცებ ავას ტელეფონი რომელიც ექთანმა მომცა აწკრიალდა.მეც უცებ ავიღე, მისი ძმა იყო
ჯონგუკი-ალო ავა სად ხარ? რამდენი ხანია გელოდებით
მე-უკაცრავად ავა ახლა საავადმყოფოშია
ჯონგუკი-რა?ავას რა დაემართა?ახლავე მისამართი გამომიგზავნე.
ტელეფონი გათიშა თუ არა მისამართი შეტყობინების სახით გავაგზავნე.
ისინიც რათქმაუნდა მალე მოვიდნენ.
ჯონგუკი-ავას რა სჭირს?თქვა ანერვიულებულმა
ფელიქსი-არ ვიცი ჯერ არავინ გამოსულა.
მათ ყველაფერი მოვუყევი.
საბოლოოდ კი ექიმიც გამოვიდა პალატიდან, ყველა მას მივვარდით.
მე-ექიმო როგორ არის?
ექიმი-ის...ის...



















































































































































































































გარდაიცვალა...
____________________________________
დადადადააააააააამ!!!
დაგიბრუმდით ძალიან პატარა თავით ხოდააააააააა, ნუ როგორც ყოველთვის ინტრიგააააააააა😶🙄😍💜
ახალ თავს მალე დავდებ💜💜

《IDOL》(დასრულებული)Where stories live. Discover now