Part 24

257 35 111
                                    

მე-რადა დაჯილდოვებაზე ჩემთან ერთად ხომ არ წამოეთრევი?

გველური სიფათით შევხედე.
მანაც ასეთივე სახით შემომხედა.

ჯეკი-აბა რას ვიზამ დაო, მაგრამ ეგ ისედაც უნდა გავაკეთო
მე-რაი?
ჯეკი-წამყვანის პოზიცია წელს მე მერგო.
ამაზე ორივემ ასეთი სიცილი ავტეხეთ "ბუჰეჰეჰეჰე"
მე-ხოდა მით უკეთესი, ახლა წაეთრიე შენ ალბათ უფრო მალე უნდა მიხვიდე.
ჯეკი-ხო, წავედი მე აბა დაჯილდოვებაზე გნახავ გეჟოოოოოოო
მე-ოკ.

ჯეკი წავიდა თუ არა სააბაზანოში შევედი და ვიბანავე.

დაჯილდოვებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი.

ასე ჩავიცვი

ჩავჯექი თუ არა მძღოლმა  მანქანა დაძრა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩავჯექი თუ არა მძღოლმა  მანქანა დაძრა.

გადმოსვლისთანავე როგორც ყოველთვის ფოტოების გადაღება დაიწყეს შემდეგ კი ინტერვიუ ჩამომართვეს.

-ქალბატონო ავა, არის თუ არა ცნობილი დამნაშავის ვინაობა?
-ჯერ-ჯერობით უცნობია
-და ამ შვიდი თვის განმავლობაში ნამდვილად კომაში იყავით თუ უბრალოდ სახლში ისვენებდით თქვენს შეყვარებულთან ერთად? რეპორტიორმა თავისთვის ჩაისმირკა.
-და თქვენ ფიქრობთ რომ მე ამდენი ხანი სახლში ვიჯექი, თან შეყვარებულთან ერთად? რომელ შეყვარებულზე მესაუბრებით? რომელიც არ მყავს? ქალბატონო ვატყობ ტვინთან რაღაც პრობლემა გაქვთ. თქვენი სამუშაო ნორმალურად შეასრულეთ და ნუ ეცდებით სხვისი კარიერის დანგრევას, მადლობა.

ახლა მე ჩავისმირკე და შიგნით შევედი.

სადღაც უცხო ჯგუფებთან ვიჯექი, ბიჭები დავინახე მაგრამ თვითონ არ შევუმჩნევივარ.

???-ოჰ ავა გახსოვართ?
მე-სონჰვა? მახსოვხართ აბა რა.
დანარჩენებიც მის გვერდით ისხდნენ, მათ ხელი დავუქნიე.

ლაპარაკს შევყევით, უამრავ ჯგუფს აჯილდოვებდნენ, მეც აქედან ვუყურებდი.

და ბოლოს დადგა ჩემი დროც.

-წლის საუკეთესო სოლო მომღერალი.

იქ კი გამოჩნდა:AVA, IU, KANG DANIEL, SHAUN, SOMI.

და მოულოდნელად ჩემი სახელი გაისმა.
ფანებმა წივილ-კივილი ატეხეს.

და თუ წარმოიდგენთ რა გამოჩნდა ეკრანზე, ჩემი ინტერვიუ კარგით რა დამცინით?

და ამ დროს ჩემი იდიოტი მეგობარი რომელიც წამყვანია.
ჯეკი-უუუ რა მიასვა, უი ბოდიში ცოტა ხმამაღლა მომივიდა-თავი დარცხვენილმა ძირს ჩახარა.

ყველას სიცილი აუტყდა.

როგორც ჩანს არავინ მოელოდა ჩემს იქ ყოფნას, ფანებიც კი, აქამდე ალბათ ვერ შემამჩნიეს.

ნუ როგორც ხდება ხოლმე ყველა წამოდგა და თავი დამიკრა.

მეც წინ წავედი და სცენაზე ფეხი ავდგი.

შოკირებულ სახეებს შორიდან მაინც ვამჩნევდი.

თვალი ჩემი მეგობრებისკენ უფრო მეპარებოდა.

მაგრამ შემდეგ ჯეკს რომ შევხედე ასეთი გამომეტყველებით მიყურებდა "ვიცოდი გველო😎"

სიცილი ძლივს შევიკავე, ჯილდო ხელში მომცა მე კიდე გამორთმევისას ხელზე ჩუმად ვუჩქმიტე, ეს კიდე გადაწითლდა გადალურჯდა.

სახე კამერისკენ შევაბრუნე და უცებ დავსერიოზულდი.

ამაზე რაღაც გაოცებული რეაქციები წამოვიდა.

მე-ააააააააააამ არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის, მინდა გითხრათ რომ უძალიანესად მიყვარხართ და მომენატრეთ და კიდევ აიდოლებს მინდა რაღაც ვუთხრა, ჩემი ინტერვიუ რამდენიმე წუთის წინ ნახეთ, ამიტომ გთხოვთ თქვენც ჩემსავით მოიქეცით და მათ თავს ნუ დაუხრით. ისინი უბრალოდ ცდილობენ თქვენი კარიერა ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ.
ჰეითერებს კი ყურს ნუ დაუგდებთ ისინი უბრალოდ ის ადამიანები არიან ვისაც თქვენი ძალიან შურთ და ცდილობენ გული გატკინონ.
ეს იქნება ჩემი რჩევა და გთხოვთ სულ დაიმახსოვროთ, მადლობა.

თავი დავუკარი, უამრავის ტაშის ხმა წამოვიდა ამას პლიუს ფანების კივილი დაემატა.

მე კი ჯეკს გავხედე და ჩავისმირკე, ხელები ერთმანეთს მივარტყით.

უცებ თავში რაღაც იდეამ დამკრა...

《IDOL》(დასრულებული)Where stories live. Discover now