Perhaps

569 25 83
                                    

TW: another sad shit

~
I don't remember falling in love with you.
I just remember holding your hand  realizing how much it was going to hurt when I would have to let it go.
~

ჩვენი პირველი შეხვედრა საკმაოდ თავბრუდამხვევი იყო. მახსოვს, ვგრძნობდი, რო ფერს ვკარგავდი და მთელი სხეული რაღაც უცხო, ცნობისმოყვარე გრძნობით მევსებოდა. ვიცოდი, თანაც დარწმუნებით, რომ შევხვდი ვიღაცას, ვისი პიროვნულობაც გასაოცარი და მიმზიდველი იყო, და, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვარ, მაქვს თუ არა უფლება, მაინც მინდა ვაღიარო, რომ არა ის უცნაური გარემოება, ცოტა ხანიც და შენი უბრალო მზერითაც შეძლებდი ჩემი მთელი არსების შთანთქმას. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის ჩემი თავისუფალი ნების და სივრცის სიყვარულის შესახებ, მაგრამ შენი არსებობა საკმარისი იყო, ჩემი ყველა ჩვევის გასაქრობად, მზად ვიყავი იქვე და იმ წამს მეთქვა, რომ შეგეძლო დაგესაკუთრებინა ჩემი სხეული, პიროვნება, სული და ყველაფერი სხვა.

იმ წამს ვერა, მაგრამ მოგვიანებით, მაინც გითხარი და მიგანიშნე, ყველანაირი ფორმით.

აღფრთოვანებული ვიყავი შენით. სიგიჟემდე მომწონდა შენი სიმშვიდე, რომელიც მეც მომიცავდა ხოლმე და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მაძლევდა, ცოტა ხნით მაინც. მომწონდა შენი გარეგნობაც, ალმასური სახე, მუქი ფერის, მუდამ ანთებული მაგრამ სასიკვდილოდ მშვიდი, თითქოსდა სიკვდილის მომასწავებელი თვალები. წყნარი, როგორც მსუბუქი წვიმა, ნაზი, როგორც ნიავი, მშფოთვარე, როგორც შტორმი, ქალი, რომელიც შუაღამეს გავდა, პარიზში.

ჩემი მთავარი ოცნება, ამ დღიდან? გამეძლო იმ ყველაფრისთვის რაც მელოდა.

ჩემ გარშემო ვერავინ მიგებდა.
არავის ესმოდა, როცა ვამბობდი, რომ მაშინ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიღვიძებდი შენ იყავი. ჩემთვის დეკემბრის გრილი დღეებს ჰგავდი, ან მზის ჩასვლას, რომელიც ყოველ დღე განსხვავებული და მშვენიერია, შეიძლება მშვიდ წვიმას, ან სულაც მთვარეს ჰგავდი, არ ვიცი.

ImaginesWhere stories live. Discover now