Pretty baby

284 20 165
                                    

TW: no plot, just lemons
TW(2): CLICHÉ
TW(3):მთავარ პერსონაჟებს ისევ ნორა და რეივენი ჰქვიათ, sue me :)

FxF

___________________

*Estas tan jodido, cariño - you're really fucked my diar

*Tra il dire e il fare c'è di mezzo il mare – Between saying and doing, there is the sea

____________________

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველ დღე, დილით ადრე ადგომა უწევდა, ნორას ორგანიზმი მაინც ვერ ეჩვეოდა ვერც მაღვიძარას ხმას და ვერც თავის მოკვლის სურვილის გარეშე საწოლიდან ადგომას.

რთულია ძილის ნაკლებობამ და დილისთვის ჩვეულმა სიგრილემ, რომელიც აიძულებდა მთელი სხეულით ეცახცახა, ცოტათი არანორმალური ფიქრები ან სამსახურის მიტოვების სურვილი არ გაგიჩინოს, მაგრამ ზოგჯერ ეგეც რუტინაში გადის. შეიძლება იყო, რაღაცები რაც ამ ყველაფერს ასატანს ხდიდა - ახალი სახის დასაბანი გელის გამოყენება, წინა ღამით დაგეგმილი ტანსაცმლის ჩაცმა ან გზაში მოსმენილი მუსიკა, მაგრამ მაინც, ამ ქვეყნად ცოტა რამ იყო, რაც უძილობაზე მეტად სძულდა.

თვალები ჯერ კიდევ ეწვოდა, როცა ავტობუსში ავიდა. სახეზე თბილი ჰაერი მოხვდა თუ არა,  მაშინ მიხვდა რომ სხეული გაყინვოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი წუთით მოუწია ლოდინი. საბედნიეროდ, მისი ფავორიტი ადგილი თავისუფალი იყო და მშვიდად დაჯდა, ფანჯრის მინას მიეყრდნო და თვალები დახუჭა. უღმერთო დროს სამსახურში წასვლას რამდენიმე დადებითი მხარეხ ჰქონდა, მათ შორის, თითქმის ცარიელი ავტობუსი და ერთსაათია მგზავრობა, რომლის დროსაც ყველა იმ სიმღერის მოსმენას ასწრებდა, რომლის ხასიათზეც იყო.

თითქმის ორი წელი ხდებოდა, რაც სერიოზულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. თითქმის ყოველი სამუშაო დღე დასაწყისს ახსენებდა, როცა გამოუცდელი და შეშინებული იყო, არც კითხვების დასმის უნარი ჰქონდა, ასე რომ კვირაში რამდენჯერმე ჰყოფდა თავს სულელურ ან შემარცხვენელ სიტუაციაში. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პოზიცია შეიცვალა და ასისტენტობიდან ინტერიერის დიზანის გუნდის ლიდერობამდე მიაღწია, რთული ხასიათის მიუხედავად ყველა თანამშრომლეს იცნობს და თამამად შეუძლია თქვას, რომ რამდენიმე მეგობარიც ჰყავს. ამაზე ფიქრი სიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იყო, რაღაცები რისთვისაც უნდა მიეღწია, მთავარი ისაა, რომ ახლა სასურველი თანამდებობა ეჭირა, აწ უკვე მესამე თვეა.

ImaginesDove le storie prendono vita. Scoprilo ora