... (Reason 1)

1.1K 43 29
                                    


რთულია იმის გაგება რატომ გიყვარდება ვინმე. ან როდის. როგორ. შეუძლებელია ამის მარტივად გააზრება, მაშინ როცა უბრალო ადამიანი ხარ, ჯერ კიდევ გამოუცდელი ურთიერთობებსა და გრძნობებში. თანაც, შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს ვინმეს შეყვარება, მაგრამ ისიც იცი რომ შენი ნება არაა და ვერ შეეწინააღმდეგები, რამდენადაც არ უნდა ეცადო. საკუთარ თავს მაინც ვერ დააჯერებ, ხმამაღლა თუ არ გამოაცხადებ, რომ გიყვარს.

მაგრამ მოვა დრო და საკუთარ თავს ჰკითხავ რატომ გიყვარს, ან ის გკითხავს მიზეზებს და მჯერა, ოდნავ აღელვებული მაინც დაელოდება პასუხს. შენ კი ამ დროს მოგიწევს დაფიქრდე და გაიხსენო, თუნდაც ის, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, როდის შეხედე მას ისე, როგორც იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს და სადღაც, გონების რომელიღაც კუთხეში, წამით ინატრე კიდეც რომ მასაც ჰყვარებოდი.

შენ მკითხე, რატომ მიყვარდი, მე კი ვიფიქრე და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მილიონი მიზეზი არსებობდეს, რის გამოც შემიყვარდი, მაინც არ გეტყვი ყველას, იმიტომ რომ შენ მიყვარხარ, მაგრამ ის უფრო მიყვარს გაბუტული რომ ცდილობ სიტყვები ამომწიწკნო.

***

შენზე ადრე ვიძინებ, თითქმის ყოველ დღე. იმ დღესაც არ იყო გამონაკლისი. მალევე ჩამეძინა, შენთან ახლოს, როგორც ყოველთვის. თუმცა, მალევე გამეღვიძა უმიზეზოდ, თითქმის გათენებული იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდად ვიყავი, თუმცა იმ წამს ყველაფერი დამავიწყდა, როცა შენი მშვიდი და უმანკო სახე დავინახე. მხოლოდ ძილის დროს ჩანდი ასეთი უმანკო.. ნუ, სურათებს თუ არ ჩავთვლით. არადა, მშვენივრად ვიცი სინამდვილეში როგორი არამზადაც ხარ. არ მინდოდა შენი გაღვიძება, ჩუმად ვიწექი შენთან ახლოს და შენსავე სუნთქვას ვუსმენდი, თუმცა დიდხანს ვერ გავძელი და იმდენად ნაზად გაკოცე, თვითონაც ძლივს ვიგრძენი. არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაგრამ არც კოცნის შეწყვეტა შემეძლო და სანამ შენ გეძინა, მე მთელი სახე კოცნებით დაგიფარე. მერე ცოტა ხნით თავი შენს მკერდზე მედო და ისე ვიწექი, შენი ხელი ინსტინქტურად მომეხვია და ამის გამო გული ისე ამიჩქარდა, ცოტა ხნით სუნთქვა შემეკრა. ისიც გამახსენდა, ნერვები რომ მომიშალე და გამაფრთხილე, გული მიგრძნობ ჩემი ხელით დაასრულებ სიცოცხლეს და ჭკვიანად იყავიო, რის გამოც ღიმილი ვეღარ შევიკავე.

ცოტა ხანში შენც გაგეღვიძა. ჯერ კიდევ არ იყავი გამოფხიზლებული, ისე მკითხე რატომ არ გძინავსო. პასუხი არ მქონდა, მაგრამ შენ ისედაც ხვდებოდი. თვალებში ჩამაშტერდი რამდენიმე წამით, მაგრამ მერე უბრალოდ გაგეღიმა და ნაზად მაკოცე, ისე როგორც არასდროს, მერე კი უხმოდ მანიშნე, რომ უფრო ახლოს მოსულიყავი. ვიცოდი რომ გეძინებოდა, ვხედავდი, მაგრამ თავს ეწინააღმდეგებოდი და თითებით სახეზე მეფერებოდი, მე კი უბრალოდ ვიწექი და გაშტერდებოდი, ვცილობდი მთლიანად აღმომეჩინა შენი სახის მიღმა დამალული სილამაზე. ისე თბილად მიღიმოდი, რომ ცოტათი არ მჯეროდა რომ მეღვიძა.

ვგრძნობდი სითბოს, რომელიც შენგან მოდიოდა და მთელს სხეულზე მედებოდა, შენს თითებს ვგრძნობდი კანზე, ხელს წელზე და სუნთქვას მკერდზე. მე კი მხოლოდ ის შემეძლო რომ გატვრინული ვყოფილიყავი შენთან ახლოს და თმაზე მოგფერებოდი.

ვგრძნობდი ამ ყველაფერს და ვიცოდი, რომ ამაზე კარგი არაფერი შეიძლება ყოფილიყო.

ეს იყო. სწორედ ასეთი ღამეები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემიყვარდი.

ImaginesWhere stories live. Discover now