Reverie. (Gxg)

460 28 47
                                    

(განწყობისთვის :) )

***

შობის ღამე იყო.
რაღაც, გამაღიზიანებელი, მაგრამ საოცრად სასიამოვნო შეგრძნება მქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც შობის ღამეს აქვს ხოლმე ყველას.
მიუხედავად იმისა, რომ სიცხე მქონდა და არც არაფრის ენერგია შემრჩენოდა, მაინც.
მისაღებში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა - It's Been A Long, Long Time ისმოდა, რომელიც ამ ბოლოს ისევ ავიკვიატე და ახლაც დარწმუნებული ვიყავი, რომ განწყობას ზედმეტად უხდებოდა.
იმ წამს ვერაფერი წარმომედგინა იმაზე უკეთესი, ვიდრე თბილ სახლში, პარტნიორისგან მოპარულ ჰუდში გამოწყობილი, ჩვენს კატასთან ერთად დივანზე ჯდომა და ჩაის დალევა იყო.
ვცდილობდი არ შეემჩნია, რომ თვალს არ ვაშორებდი, თუმცა დარწმუნებული ვარ გრძნობდა, რომ ვუყურებდი, მითუმეტეს მაშინ, როცა ყოველ ჯერზე მეცინებოდა, მისი მოუხერხებლობის გამო, რომ წამოიყვირებდა.
ეტყობოდა, რომ სამზარეულოს ხშირად არ ეკარებოდა. ზედმეტად საყვარელი იყო მისი ამ ფორმაში დანახვა, დაძაბული, წარბებშეკრული, რომ ცდილობდა ყველაფერი იდეალურად გამოსვლოდა და რეცეპტს მიჰყოლოდა.

ძალიან უბრალო ცხოვრება გვქონდა, თუმცა მსგავსი მომენტები ყოველ დღეს დაუვიწყარს ხდიდა და მეც, ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა.

როცა ეჩვევი, ზოგჯერ გავიწყდება რა საოცარია გვერდით ისეთი გყავდეს ადამიანი, რომელსაც ისევე უყვარხარ, როგორც შენ ის.
საოცარია ის გრძნობაც, რომ იცი მის წინაშე ემოციურად დაშლა, შიშის გამოვლენა, შენი ქაოტური და ბნელი მხარის ჩვენება, საუბარი ყველაფერზე და რაც მთავარია, ტირილი შევიძლია, ისე რომ გეცოდინება, არ მიგატოვებს იმის გამო, რომ შენ შენ ხარ.
ზოგჯერ უბრალოდ მიკვირს, როგორ შეუძლია იყოს ამდენად სრულყოფილი.
ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს უბრალოდ ადამიანი კი არა, რაღაც უფრო მეტია... რაღაც მოხუცი სულის, ძველი, ფრანგული სიმღერის, ძველი წიგნების, ზამთრისა და ყავის ნარევი. რაღაც მაგიური.
ზოგჯერ სიტყვებსაც ვამსგავსებ. მშვენიერ სიტყვებს, ყველაზე ლამაზი და საუცდოო, დიდებული მნიშვნელობით, რომლებიც, რა თქმა უნდახ ყველამ არ იცის და მხოლოდ განსაკუთრებულ წიგნებში თუ იპოვი.

ImaginesWhere stories live. Discover now