Ah, la vache. (Gxg)

940 33 37
                                    


კომენდანტის საათი ახლოვდებოდა, ასე რომ თანდათან ნაბიჯს ვუჩქარებდი. მართალია სახლამდე დიდი მანძილი არც იყო დარჩენილი, მაგრამ სიცივის გამო ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა და ყოველ მოძრაობაზე ვფიქრობდი რომ ნაწილებად დავიშლებოდი, რაც თავისთავად ართულებდა ყველაფერს.
თავს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ ასე გვიან წამოვედი მეგობრის სახლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სახლამდე თითქმის ორმოცი წუთი მჭირდებოდა და დაწყევლილი ცხრა საათიც მალე მოვიდოდა.
თხელი მოსაცმელიც არ ამსუბუქებდა ყველაფერს.
მოკლედ არაფერი იყო ჩემს სასარგებლოდ.

ამას ისიც დაემატა, რომ მობილური საბოლოოდ დამიჯდა და ბნელ ქუჩაში მარტო დავრჩი. ნამდვილად სასიამოვნო იყო.

სიბნელის არასდროს მეშინოდა. არც ბავშვობაში. მაგრამ რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად თანდათან ყველაფერი უფრო და უფრო საშიში გახდა ჩემთვის, ასე რომ არც ეს მომენტი იყო გამონაკლისი და ბნელი ქუჩის გამო, რომელსაც მხოლოდ ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა დროგამოშვებით, გული ყოველ წამს უფრო მეტად მიჩქარდებოდა და რაღაც მკარნახობდა, რომ სახლში უფრო მალე უნდა მივსულიყავი.

არ ვიცი ჩემი მინი პანიკის ბრალი იყო, თუ უბრალოდ ასე ხდებოდა, რამდენიმე წამში ჩემი ნაბიჯების ხმასთან ერთად, სხვა ხმაც მომესმა. შეშინებულმა ნაბიჯს ავუჩქარე და ლამის სუნთქვა შევწყვიტე, რომ დავკვირვებოდი. გული ისე მქონდა აჩქარებული, რომ მისი ხმა მე თვითონვე მაღიზიანებდა.

თავიდან საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ მეჩვენებოდა, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი ვიღაცის სიახლოვესა და მზერას.

როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ნაბიჯს ავუჩქარე თუ არა, თვითონაც აჩქარდა. შიშისგან გონება და სმენა დამეხშო, გული ლამის ყელში მებჯინებოდა და გონება გადარჩენისთვიდ გეგმას ყიჟინით აწყობდა, რაც სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო.
მხოლოდ ერთხელ შევძელი უკან მოტრიალება და როცა საბოლოოდ და მართლა მოვკარი თვალი სხეულს, რომელიც მომყვებოდა, გავიქეცი.

ImaginesWhere stories live. Discover now