Throwing sass around like confetti

121 14 40
                                    


ნესას ამ ქვეყნად ბრმად მხოლოდ სამი რამის სჯერა:
1. სამყარო უკეთესი ადგილი იქნებოდა ფერიების გარეშე.
2. ყველა ფერია მატყუარა და მანიპულატორია.
3. ყველა მათგანი გამაღიზიანებლად ხმაურიანია.

ამაში ყოველ დღე კიდევ უფრო რწმუნდებოდა.
დღევანდელი დილაც არ იყო გამონაკლისი.

ცდილობდა, მართლა ცდილობდა საკუთარი საქმისთვის მიეხედა, არასაჭირო ყურადღება არ მიექცია და მშვიდად ეცხოვრა.

მაგრამ, როცა სამზარეულოს ფანჯარას პატარა კენჭები ხვდება და გამაყრუებელი წრიპინი გესმის, მშვიდობიანი დილის იმედი აღარ გრჩება.

რამდენიმე წამით თვალებმოჭუტული აკვირდებოდა მინის უკან მფრინავ პატარა არსებას, რომელიც კიდევ უფრო პატარა მუშტებს ურტყამდა ფანჯარას და სიბრაზისგან შევარდისფერებული, გამალებით კიოდა, რაღაც გაურკვეველს.

ნესას ღრმა ოხვრა აღმოხვდა, სანამ გადაწყვიტა დანებებულიყო და ფანჯარა გააღო. სიმართლე გითხრათ, მაშინვე ინანა, რადგან წარბებშეკრული, გაცოფებული ფერია პირდაპირ სახეზე მიასკდა, მთელი სხეულიც ცხვირზე შემოეხვია და მუშტები ახლა მის სახეს დაუშინა.

-იდიოტო! შე იდიოტო, სულელო, უმეცარო ჯადოქარო! როგორ ვერ გიტან!

მართალია ფერიის მუშტები მტკივნეული საერთოდ არ იყო, მეტიც, თითქმის არ იგრძნობოდა, მაინც, გამაღიზიანებელი იყო. მწვანე კაბაში გამოწყობილი, წრიპინა არსება, სიბრაზისგან კივილთან ერთად ბრჭყვიალებსაც აფრქვევდა და საკუთარ თავთან ერთად, ნესას ტანსაცმელიც დაფარა.

-დამაცადე, შენს სახლზე ხავსს გავზრდი და ყველაფერს გაგიხმობ.

რამდენიმე წამიც ითმენდა ფერიის ჩხუბს, სანამ მუშტებით ჩხუბიდან წარბების დაწიწკვნაზე არ გადავიდა. მეტის მოთმენა აღარ უნდოდა, ასე რომ ფერიას თითები ხელზე ჩაავლო და სახიდან მოიშორა. მოშორებით დაიჭირა, თუმცა საკმარისად ახლოს, რომ მისი სიტყვები გაეგო.

ImaginesWhere stories live. Discover now