მისი მძინარე და მშვიდი სახის ყურება ჩემი ჰობი იყო, შემეძლო საათები მეყურებია და არასდროს მომეცილებინა თვალი მისთვის. მაგრამ ახლა მისი შეხედვისას ისევ ის სიჩუმე და ტყუილი მახსოვს, რომელიც მითხრა. გაბრაზებულმა ფეხზე წამოვდექი და ტანზე ჩავიცვი. იუნგიმ ღრმა ძილი იცოდა, ამიტომ ჩემს ხმაურს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. უნდა გავსულიყავი, როდესაც ისევ თვალი ფურცლებს მოვკარი, რომელიც რამოდენიმე საათის წინ იუნგიმ წამართვა. ახლა ჩვეულებრივად შემეძლო მათი ნახვა და იმის გაგება თუ რას მალავს ჩემგან, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ოთახი უბრალოდ დავტოვე.
მისი ბოლო კოცნის შემდეგ თავს უცნაურად და გამოყენებულად ვგრძნობ. მისი არცერთი შეხება არ იყო ისეთი როგორსაც ადრე ვგრძნობდი. ისევ გამახსენდა მისი შეხებისდროს არსებული ფიქრები და ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. რატომ აქამდე ამას ვერ მივხდი? დღეს შეჯიბრზე წასვლის სურვილი უფრო გაიზარდა, უნდა ვნახო რა ხდება სინამდვილეში და ამის შემდეგ გამოვიტანო შედეგები, ფუჭი ბრალდებებით მას ასე უბრალოდ ვერ დავთმობ
გზა სახლისკენ იმაზე ხელმოკლე იყო ვიდრე მეგონა. მალე მთელი ოჯახის ხმაური ყურებს ამატკიებდა რაზეც უკვე მზად ვიყავი. იუნგის მშვიდი სახე მომენატრა, მისი გაბრაზებული და ბოხი ხმა. ეს მაინც დამამშვიდებდა. სახლში შევედი და ვეცადე არავის თვალში მოხვედრით ჩემს ოთახში ავსულიყავი, მაგრამ დედაჩემს არაფერი გამოეპარება
- არი! შენი აზრით სად მიდიხარ?
- ჩემს ოთახში?
- ახლავე მოდი
- და რატომ? რომ ისევ ლექციები მიტარო? არა მადლობა
მისი ყვირილი დავაიგნორე და ოთახში შევედი. უკვე მომწყინდა იმის მოსმენა რომ იუნგი ჩემთვის შესაფერისი არ არის. მაგრამ მათ არ ესმით ჩემი, ამიტომ არც მე ვაპირებ მათ მოსმენას. დღევანდელი იუნგის საქციელი მაინც მაფიქრებს და კონცეტრირებას ვერ ვახდენ გაკვეთილებზე. თითქმის ყველა გოგონას მშობელი საკუთარი შვილის დაბალ ნიშნებს შეყვარებულის ყოლას აბრალებს რაც მე არ მეხება. დაბალი ქულა არც ერთ საგანში არ მქონია და არც არადსროს მექნება. იუნგისთან გატარებული დრო არასდროს იყო ფუჭად ხარჯვა და არც ამას უმოქმედია ჩემს ქულებზე, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს რაღაც რაც ამას გააკეთებს, ეს კი მაშინებს
YOU ARE READING
lost love
Teen Fictionრა არის სიყვეული? ბედნიერება, რომლითაც დაფრინავ, თუ ბორკილები, რომლებიც თავისუფლებას გართმევს