მის კითხვაზე გამეცინა? უფლება აქვს და ჩემი სუყვარული განკიცხოს როდესაც თვითონ მღალატობდა და მატყუებდა? მისი სიტყვა უბრალოდ დავაიგნორე და ღრმად ჩავისუნთქე. უკვე მოსაწყენი ხდებოდა მისი საქციელები. ჯერ გაშორება უნდოდა ახლა იმას კითხულობს მიყვარს თუ არა. უკვე ნერვები მეშლებოდა და ამ კალმით დიდი სიამოვნებით სახეს გავულამაზებდი
- ხოო შენს დუმილს დადებითად მივიღებ
მის სიტყვაზე ჩამეცინა და თავი გავაქნიე. არ მესმის ამ ადამიანის თავში რა ხდება, თავი არ უნდა დამანებოს. მართალია წამებში არ შემიძლია წარსული გრძნობების გაქრობა, მაგრამ არც ისეთი ემოციური ვარ რომ მთელი თვეები ტირილში გავატარო. მასწავლებელს დაფაზე გასვლა ვთხოვე და ამოცანების ამოხსნა დავიწყე. რაღათქმაუნდა ასე მთლიანი კლასი გავახარე და იუნგიც განვარისხე. ნუთუ ეჭვიანობს? მაგრამ რატომ ამდენი რამის შემდეგ? ალბათ საავადმყოფოში არსებული მოვლენები აინტერესებს. დაფას მალე მოვშორდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. მის გვერდით ჯდომა და მისი სითბოს შეგრძნება საშინლად მანატრებდა მას მაგრამ ასევე მაბრაზებდა. მინდოდა ზარი მალე დარეკილიყო და აქაურობა დამეტოვებინა მაგრამ გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ოცი წუთი აკლდა. მის გვერდით კი დრო საშინლად იწელებოდა. თვალებით საშინლად მწვავდა, მისი კითხვებით ტვინს მიბურღავდა. ბოლოს ვერ გავუძელი და ხელი ავიღე
- შეიძლება გავიდე?
თანხმობის ნიშნის შემდეგ ოთახი დავტოვე და გარეთ გავედი. ახლავე უნდა გავშორდე აქაურობას. გონს სახეზე წყლის შესხმის შემდეგ მოვედი. სარკეში ჩემს თავს შევხედე და იუნგის საქციელის გამოცნობა დავიწყე. რა ჯანდაბას აკეთებს? ან რატომ? მხოლოდ ის მინდა რომ დავივიწყო და ეს დაწყევლილი ტკივილი გულიდან ამოვიღო. საკუთარ თავს სარკეში კიდევ ერთხელ ჩავხედე და უკან დავბრუნდი. ჩემს ადგილას დავჯექი და დაღლილმა თავი დავდე. მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ლანძღვა ნამდვილად არ მაინტერესებდა, არც იუნგი, რომელიც გვერდით მეჯდა. უკვე დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით. არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა. ბოლოსდაბოლოს ზარი მაინც დაირეკა და მეც წიგნების ჩალაგება დავიწყე, როდესაც იუნგის ხელი ვიგრძენი, რომელიც ერთ ადგილას მაჩერებდა
YOU ARE READING
lost love
Teen Fictionრა არის სიყვეული? ბედნიერება, რომლითაც დაფრინავ, თუ ბორკილები, რომლებიც თავისუფლებას გართმევს