ზოგისთვის კარგია ლამაზი სიზმარი და მათი დასრულება უბრალოდ არ უნდა. არსებობს ადამიანები რომლებიც ამ ლამაზ ზღაპარშიც კი სიმახინჯეს და ტყუილს ხედავენ. მე რატომ არ შემეძლო მხოლოდ მისი სილამაზის დანახვა და არა გამოაშკარავება? რატომ ვხედავ მხოლოდ სიმახინჯეს? რატომ ვარ ასე დაბრმავებული ამ გრძნობებით? არ მინდა ეს სიყვარული. არაფერი არ მინდა გარდა სიმშვიდისა. არ მინდა გამოღვიძება და ამ სიბნელიდან წასვლა. სიბნელე, რომელშიც ვგრნობ ყველა ტკივილს. თვალების გახელა არ მინდა მაგრამ სხეული ამას მაიძულებდა. რა მოხდება როდესაც თვალებს გავახელ? რა მოხდება როდესაც იუნგის დავინახა? ან საერთოდ მარტო ვიქნები? ბევრი ადამიანი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არა იმდენი რომ მეტზე მეფიქრა. ამ ყველაფერზეც კი საზღვარი გავავლე და არავის მივეცი უფლება შემოსვლის, გარდა ერთისა. სწორედ რომ მან მოახერხა ამ საზღვრის გადაკვეთა და მეც ამის უფლება დავუშვი. სინათლე, რომელიც ასე მატყუებდა საშინლად მტკენდა. თითქოს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. უძლურობა სწორედ ის იყო რაც საკუთარ თავში მძულდა
- სად ვარ?
რატომ იყო ეს ორი სიტყვა ჩემი გაღვიძების შემდეგ პირველი, რაც წამომცდა არ ვიცი. ისინი უბრალოდ მათ საქმეს აკეთებდნენ და მეც ამაში ვეხმარებოდი. თვალები ფართოდ გავახილე და თავი ზანტად გვერდით გადავწიე. მის სახეს ვხედავდი. ის აქ იყო, ჩემს გვერდით. ყველაფრის მიუხედავად. მაგრამ არა ისე როგორც ეს მე მინდოდა, ან უნდა ყოფილიყო. ამ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც კი გავახსენდებოდი. ყოველთვის მაინტერესებდა რას ფიქრობდა ჩემზე? ან ოდესმე თუ უფიქრია როდესაც მე მასთან არ ვიყავი? მასზე ფიქრი დღის ულამაზესი დრო იყო, რომლის ხარჯვა არასდროს მომწყინდებოდა. მალე თავადაც თვალები გაახილა და ფრთხილად შემომხედა. როგორც ჩანდა ჩემს გამოღვიძებას არ ელოდა. თავი სავარძლიდან ფრთხილად აიღო და გამიღიმა. თითქოს ამით ცდილობდა დაძაბულობის გაფანტვას, რომელიც ჯერ არ ჩამოწოლილა ჩვენს შორის
YOU ARE READING
lost love
Teen Fictionრა არის სიყვეული? ბედნიერება, რომლითაც დაფრინავ, თუ ბორკილები, რომლებიც თავისუფლებას გართმევს