ნაწილი 7

4 1 1
                                    

ადამიანები ადვილად მავიწყდება მაგრამ არის მომენტი, როდესაც საქციელი მაიძულებს რომ მათი სახე სამუდამოდ დავიმახსოვრო. ამ გოგოს სიტყვებმა იმ დღეს მაჩვენა თუ როგორი ადამიანი იყო და მისნაირი პიროვნება იუნგის გვერდით შოკში მაგდებდა, ტელეფონი ხელში კანკალით მეჭირა, მაგრამ რაღაც ძალით არ ვაგდებდი და არ გავრბოდი, არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი და ვუყურებდი, იქაურობა დავტოვე და ყველასგან მოშორებით მარტომ ვიდექი

- დაასრულე

ტელეფონში ჩავსძახე მაგრამ ხმა აღარ გამიგონია, სამაგიეროდ ჩემს გვერდით ბიჭმა მოვიდა რომელიც იუნგის ტოლი იქნებოდა, ძლიერი სხეული და მოუშორებელი ღიმილი ჰქონდა რომელსაც ვერ ვიტანდი, როგორ ვერ მივხდი რომ ის იქნებოდა, ამდენ ადამიანში

- პარკ ჯიმინ..- დიდი ხანი სიჩუმე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ცოტათ გაკვირვებული ვიყავი - ..უნდა მცოდნოდა რომ შენ იქნებოდი

- არ ვიცი რას გულისხმობ მაგრამ რასაც ხედავ სიმართლეა

მოიცა რამე შემეშალა. ანუ ის არ არის ამ ყველაფრის უკან? კი მაგრამ მან საიდან იცის ამ ყველაფერზე?

- და შენ საიდან იცი ეს ყველაფერი

- იუნგიმ აქ სიარული დიდი ხანი არაა რაც დაიწყო, მაგრამ ის სულ ამ გოგოს გვერდით იყო

- ანუ ეს ყველფერი...

- სამწუხაროა

სახიდან ღიმილი მოშორდა და თავი ჩახარა, დიდი ხანი ფიქრობდა და მეც ვგრძნობდი როგორ მიბრუნდებოდა მოგონებები, რომლებიც ორი წუთის წინ ვნახე. თავს ძლივს ვიკავები რომ არ მეტირა ან ძირს დავცემულიყავ. ამდენ გოგონაში რატომ ის? ნუთუ მის გამო უბრალოდ დამივიწყდა და წავიდა? მას რა ჰქონდა და მე არა? ჯიმინმა როგორც იქნა თავი აიღო და ხმაც ამოიღო, რაზეც ისევ ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რადგან მისი სიტყვებიდან აზრზს ვერ ვიგებდი. ისევ ჩემს თავში ჩაკლული ვიყავი და ყველაფერზე ვფიქრობდი

lost loveWhere stories live. Discover now