ნაწილი 11

3 1 2
                                    

ტელეფონი ხელიდან გამივარდა. გაოცებული ერთ ადგილზე დიდი ხანი გაჩერებული გააზრებას ვცდილობდი თუ რა ხდებოდა. ანუ...ის ხომ მკვლელი იყო. მან ჩემს შესახებ იცოდა. ნუთუ შესაძლებელია? მაგრამ შეიძლება მისი სახელით სხვა მიგზავნის ამ ყველაფერს. ვეცადე პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. მაგრამ რა მექნა? ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება მიმალავდნენ, ახლა მე მიკავშირდება. ჩემგან რა უნდა? ტელეფონი ისევ ავიღე და ჯონგუკთან დარეკვა ვცადე, ცრმელების გამო ვერაფერს ვხედავდი. აზრზე არ ვიყავი რა ნომერს დავაწექი, გავიგონე თუ არა ზარის ხმა, რომელიც გადიოდა ტელეფონი ყურზე მივიდე. მალე პასუხიც გავიგონე მაგრამ მისმა ხმამ ადგილზე გამაშეშა.

- არი?

მას რატომ... ნომერს დავხედე, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. უეცრად ამიტყდა ტირილი და სიცილი ერთად, ჩემს საცოდავ მდგომარეობას არაფერი ეშველებოდა. მაგრამ რატომ ის და არა სხვა ვინმე. რატომ იყო მისი ნომერი და არა სხვისი.

- არი შენთან მოვდივარ

მხოლოდ ეს გავიგონე და სწრაფად პანიკაში ჩავვარდი. მისი აქ მოსვლა ყველაფერს გააფუჭებდა და არევდა. ცოტახანი დამჭირდა დამშვიდება და ძალების მოკრეფა. ის აქ მოსვლამდე უნდა შემეჩერებინა. წამოვდექი და გარეთ გავიხედე. არავინ იყო, რაზეც შემეშინდა. ეს ახლა ცუდს უფრო ნიშნავდა ვიდრე კარგს. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. მალე ორი სინათლე დავინახე რაზეც გამოვფხიზლდი და ქვემოთ ჩასვლა ვცადე. რის გამოც ბოლოს მძიმედ და ცუდად დავეცი. ხელი საშინელ მდგომარეობაში მქონდა

- არი!!

ჩემსკენ წამოსულ იუნგის სახეზე ძველებური მშვიდი იერი დაკარგოდა. ჩემთან მოვიდა და ხელზე დამაკვირდა. მის თვალებში პირველად დავინახე შიში და სითბოც. გაკვირვებული ვუყურებდი, თან ვცდილობდი ეს გაკვირვება დამემალა. თავში მებადება კითხვები: ოდესმე თუ იყო ჩვენი ურთიერთობა გულწფელი? არსებობდა ის გრძნობები, რომელიც ახლა არსებობს? რატომ ვგძნობ ამხელა ტკივილს გულის არეში? მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ხელში ამიყვანა და მის მანქანისკენ წამიყვანა.

lost loveWhere stories live. Discover now