იუნგის შემოთავაზება ჩემთვის უცნაური იყო მაგრამ ამ პიროვნებას უნდა შევხვდე. ასევე იმედი მქონდა ვნახავდი იმ გოგოს ვისთან ერთადაც გუშინ ღამეს იყო. შეიძლება იმ ბოზსსაც სცოდნოდა მისი ადგილი, ამით ორ ჩიტს ერთად მოვკლავდი. იუნგის შემოთავაზებას მხოლოდ კმაყოფილმა თავი დავუკარი და მის გაბრაზებულ მეგობრებთან ერთად დავტოვე, რომლებსაც ვერ გაეგო მისი ასეთი საქციელი, რა დავმალო და მეც. გზა სახლისკენ მარტომ გავაგრძელე. უკვე წელზე მეტი იყო ამ ბილიკზე მე და იუნგი ერთად ჩამვივლიდით მაგრამ ახლა, პირველად მივუყვებოდი გზას მარტო. ტირილამდე ცოტა მაკლდა მაგრამ საკმარისი ცრემლი დავღვარე ამ ტყუილებისთვის და იმ საქციელებისთვის რომელსაც იუნგი სჩადიოდა
შეიძლება არ არის ყველაფერი ისე როგორც ჩანდა და ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო რომელიც პანიკას და შიშს წარმოეჩინა. თუ ასე იყო მაშინ ახლა მარტო რატომ ვიყავი? რატომ ვაგრძელებდი გზას მარტომ და ის მის მეგობრებთან იყო? ნუთუ ბევრს ვითხოვ მისგან როდესაც მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. გზა ახლა დაბნეულმა გავაგძელე. უკვე არ ვიცი გულს უნდა მოვუსმინო თუ გონებას. ესენი ხომ საპირისპირო მხარეები არიან ადამიანის, ისინი ყოველთვის საპირისპიროს იტყვიან სიყვარულზე. გონება ცივი და ფხიზელია, გული თბილი და ადვილად ნებდება. ადამიანში ეს ორი ისე ბრძოლობს როგორც ორი სტიქია. როგორც ახლა ჩემშია ეს ყველაფერი. საქმე როდესაც საყვარელ ადამიანსა და საკუთარ თავს შორის გიდგება, რომ არ იცი საკუთარი თავი დაიცვა თუ შენი სიყვარული მისდამი
ფიქრებით შეპყრობილი ვიყავი და ეს მანადგურებდა, ვერც კი გავიაზრე ისე მივედი სახლის კარებთან და დავრეკე ზარი. ჩუმად ავედი ჩემს ოთახში და ხმა არავის გავეცი. დედაჩემი ჩემს ამ ქცევას ისევ იუნგის აბრალებდა, რასაც ახლა ვერ ვუარყობ. მხოლოდ თავს ვაქნევ და გზას ვაგრძელებ საწოლამდე, სანამ ჩემი სხეული უსულოდ არ დაეცემა. ახლა არაფრის თავი არ მქონდა, ხვალ დასვენება იყო ამიტომ თავს არაფრით შევიწუხებდი გარდა ჩემი ფიქრებისა. მაგრამ ჩემთვის ესეც უკვე დამთგრუნველი იყო. საწოლის სუნი რონელიც ჩემი ცრემლებით იყო გაჟღენთილი გუშინდელ ღამეს მახსენებდა
YOU ARE READING
lost love
Teen Fictionრა არის სიყვეული? ბედნიერება, რომლითაც დაფრინავ, თუ ბორკილები, რომლებიც თავისუფლებას გართმევს