ნაწილი 9

6 1 2
                                    

ნამდვილად არ მეგონა ამდენის გამკეთებელი თუ იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მე მის შესახებ არაფერი მცოდნია და არც არაფრის გაგება მინდოდა. მსურდა რომ ჩემთვის თავი დაენებებინა მაგრამ ასე არ მოხდა. თვალის დახამხამებაში მომშორდა და გზა გააგრძელა. როგორც ჩანს იცოდა რასაც ვეტყოდი და მალე მომცილდა. სახლში სწრაფად შევედი

- საღამომშვიდობის

- შენმა მასწავლებელმა დამირეკა. გაკვეთილები გაგიცდენია

- სუფთა ჰაერი მინდოდა. იმედია არაფერი მოხდება ერთხელ მაინც საკუთარ თავს დროს თუ დავუთმობ

- პირიქით. უკეთესიცაა. მაგრამ იმედია ეს იშვიათად მოხდება

- კარგი დედა. ვეცდები ბევრჯერ არ გავიპარო

ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი. ჩანთა სკამზე დავდე და საწოლზე მძიმედ დავეცი. იმედია ის არ იცის სად ვიყავი. ჩემთვის ჩამეცინა, მაგრამ გუნება მალევე გამიფუჭდა, როდესაც იუნგის სახე გამახსენდა, მას იქ რა უნდოდა? უკვე სტალკერიც გახდა? ტელეფონის ხმა მომესმა და ზარი ავიღე

- გისმენ?

- იუნგის რატომ კოცნიდი? - ჯიმინის ხმაზე უკან გადავბრუნდი და ჩამეღიმა, ჩემზე ასე რომ ნერვიულობდა მომწონდა

- გრძელი ამბავია, მერე მოგიყვებით და... შენ ჩემს სახლთან რას აკეთებდი?

- მე და ჯონგუკი გასეირნებას ვაპირებდით და ვიფიქრე შენც ხომ არ...

- ჯონგუკის აზრი იყო? - ჩანდა როგორ არ უნდოდა ჩემი მათ ერთად წასვლა. ვიცოდი ჯიმინს როგორ უნდოდა ჯონგუკისთან მარტო ყოფნა რადგან ეს შანსი იშვიათად ეძლეოდა, მათი ურთიერთობა დამლული რომ იყო არ შეეძლო ყოველთვის მისი ნახვა, მე კი ვადრის ეკალივით ვიყავი მათ ურთიერთობაში, რაც ნამდვილად არ მინდოდა.

- მადლობა ბიჭებო, მაგრამ დღევანდელი დღე საკმარისი იყო

- კარგი მაშინ შემდეგისთვის გადავდოთ

lost loveWhere stories live. Discover now