სოჯუნის POV:
ვეყრდნობი ჩემს კიდურებს და ვცდილობ მყარად ვიდგე ცხელ სცენაზე. ხალხი აპლოტისმენტებს არ იშურებს ჩემთვის და ჩემი ბენდისთვის. ყურში უხეშად, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოდ ჩამესმის ფანების წარმოთქმული წინადადებები, რომლებიც ჩემს ყურებთან მოსვლამდე ერთამენთს ეჯახებოდნენ და ბობოქრობდნენ. ვიღიმი, მაგრამ ნახევრად ყალბად, რადგან შინაგანად ვკვდები უპასუხო სიყვარულისგან. მიღრღნის სხეულს, მაგრამ წარბსაც არ შევტოკავ, არ მივცემ ჩემი პირველი კონცერტი თავისი ხელით დააგვირგვინოს.
ვატყობ, როგორ ნელდება ნათურების სიკაშკაშე და მაყურებელს ვემშვიდობები. კულისებისკენ ამაყად და მხნედ მივაბიჯებ. შევდგი, თუ არა ფეხი შიგნით, მოვწყდი და დავეცი იქვე მდგარ მომცრო სკამზე. სრულიად ფხიზელი ვარ, მაგრამ სტაფები მაინც ღელავენ ჩემზე.
-სოჯუნ!-მიყვიროდა მენეჯერი.-სოჯუნა, ხომ კარგად ხარ?
-დიახ, კარგად ვარ. არაფერია, უბრალოდ გადავიღალე.-ვუპასუხე წყნარად, მაგრამ ჰიკიონი ოდნავადაც არ დაწყნარებულა. ახლა უკვე ორმაგად დავრწმუნდი, რომ მისნაირი მენეჯერი ჩემს გარდა არავისთვის უჩუქებია ღმერთს.
YOU ARE READING
💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)
Fanfictionცნობილი დორამის "True beauty"-ის გაგრძელება. სოჯუნის ცხოვრება. (დასრულებული)