დასომის POV:
უცებ მესმის რაღაცის გატეხვის ხმა, იმ წამსვე ვშორდები სოჯუნის ტუჩებს და ვიხედები მარჯვნივ....რას ვხედავ, ჯეჰვამ დაამსხვრია მაგიდაზე მდგარი ლარნაკი და გაოცებული სახე, რომელიც ჩვენი ქმედების გამო შერჩა ახლაც მის სახეზე იყო. მივვარდი და მკაცრად ვუთხარი:
-ჯეჰვა! ყველაფერი შემთხვევით მოხდა! სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა! არავის უთხრა!
-ერთამენთს აკოცეეთ, ერთამენთს აკოცეეთ!-ხმა დაიწვრილა და უსაშინლესად მიღიმოდა.
-ახლა გგლიჯავ!-მუშტი ავწიე მაღლა.-მოკეტე და არსად არ თქვა!
-კარგი.-გაბრუნდა და 5 ნაბიჯი გადადგა, მერე ისევ შემობრუნდა დებილი სიფათით.-ერთამნეთს აკოცეეთ!
-მოდი აქ!-დავკარი ფეხი და გავეკიდე, შუა სირბილში შევჩერდი და სუმინთან შევედი ოთახში.-შეიძლება დღეს სახლში ადრე წავიდე?
-მე კი არა სოჯუნს უთხარი.-მიპასუხა.
-გთხოვ რა. შენ უთხარი სოჯუნს და მე წავალ.-ავიღე ჩემი ჩანთა და გავიქეცი.
-კი მაგრამ.....-ვერ დაამთავრა ბოლომდე.-ეს გოგო გიჟია!ღამის 9 საათი:
მესიჯები:
სოჯუნი:
დასომ გცალია?
მე:
კი. რა ხდება?
სოჯუნი:
შემხვდები?
მე:
რატომ?
სოჯუნი:
დალაპარაკება მინდა
შენთან.
მე:
კარგი. სად?
სოჯუნი:
კალათბურთის
მოედანგან გელოდები.-დედაააააა!-ჩამოვრბივარ კიბეებზე.-უნდა გავიდე.-ვიცმევ ჩემს თეთრ ქურთუკს.
-სად მიდიხარ?-კითხულობს მაცივრიდან დედაჩემი.-ტოკბოკს ვაკეთებ და ბრინჯი მაკლდება, ცოტა გამოიყოლე. და შენი და წაიყოლე.
-რააა?!-გავგიჟდი ბოლი სიტყვებზე.
-ლია წაიყვანე!-გამიმეორა დედაჩემმა.
-აუუუუუუ მამა უთხარი რა.-ავბუზღუნდი.
-აი მოდის ლია.-მამაჩემმა დამაიგნორა.
-წავედით დაიკო.-გამიღიმა კიკინებიანმა გოგომ და ხელი ჩამკიდა.
-უხ ისეთი საყვარელი ხარ.-ვერ მოვითმინე და დიდ ფუმფულა ლოყებზე ვაკოცე.5 წუთში მივედით მოედანთან და შეგვხვდა სოჯუნიც.
-დასომ?
-ა ხო გაიცანი ეს ჩემი დაა 5 წლის ლია.
-ლამაზო პრინცესავ, მე სოჯუნი ვარ.-ჩაიკეცა მუხლებში და მოფერება დაუწყო ლიას.-აი გინდა?-შოკოლადი ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა.
-კი.-სიხარულით გამოართვა ლიამ და დააგემოვნა.
-მინდა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი.-წამოიმართა და თვალები გამისწორა.
-რა?!-ნერწყვი გადამცდა და მოვკვდი ხველებით.
-ვცადოთ ჩვენი ურთიერთობა. წარსულში არ გამოგვივიდა და იქნებ ახლა გამოგვივიდეს. თან არ მოგატყუებ და შენს მიმართ კიდევ მაქვს გრძნობები.
-ამმმ სოჯუნ არ ვიცი რა გითხრა...
-შეყვარებულია?-მკითხა ლიამ.
-რა?! არაა რას ამბობ.-ვიუარე იმ წამსვე, რადგან ვიცოდი დედას და მამას ეტყოდა ყველაფერს უკუღმა.-უბრალოდ მეგობარია.
-აააა!-ისევ გააგრძელა შოკოლადის ცმაცუნი პირში.
-დასომ ვცადოთ გთხოვ.
-ეს შენ ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნის, კარიერასთან დაკავშირებით.
-არ მაინტერესებს.-ხელი მომქაჩა და თბილად ჩამეხუტა.-არ მინდა ისევ დაგკარგო.
ასე ვიდექით 1 წუთი დაახლოებით და რომ გამოვიხედეთ ლია თავის თავზე ორმაგად დიდ ბურთს ეზიდებოდა. ისეთი სასაცილო იყო, მოვკვდით სიცილით.
-მოდი აქ.-გამოართვა ბურთი სოჯუნმა და მე გადმომიგდო. თვითინ ლიას უკან მოუდგა და გოგონას ხელებზე თავისი ხელები მოათავსა.-გადმოგვიგდე.
მე გადავუგდე და სოჯუნმა დაიჭირა ლიას ხელებით, შემდეგ მე დავიჭირე მათი გადმოგდებული ბურთი და ასე. ლია კი კისკისებდა და კისკისებდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)
Fanficცნობილი დორამის "True beauty"-ის გაგრძელება. სოჯუნის ცხოვრება. (დასრულებული)