,,მთვრალი დასომი სად რჩება?"

58 8 55
                                    

დასომის POV:

შუა წვეულებაა და სახლში შემოდის ორი ადამიანი. სოჯუნი განსაკუთრებულად ყურადღებით უყურებს მათ.

-გილოცააააავთ!-ყვირის ჯუგიონი და ეხუტება სოჯუნს.
-მაგრები ხარ! რეკორდები დაამყარეთ!-გადაეხვია სუჰოც.

სოჯუნს ეტყობოდა, რომ მათი მოსვლა დიდად არ გახარებია.

-სუმინ ეს ის გოგოა? სოჯუნის პირველი სიყვარული?-გადავუჩურჩულე სუმინს.
-ხო ეგაა.-დამეთანხმა.
-როგორც ჩანს ჯერ კიდევ აქვს სიმპათიები.
-კი, კი. აქვს.

რამდენიმე წუთი გავიდა და სოჯუნს სული ეხუთებოდა სახლში, თითქოს ყველა მხრიდან უტევნენ მის სხეულს და გარეთ გავიდა, თავის გასანთავისუფლებლად და მეც გავყევი.

მოწყენილი და თვალებზე ცრემლ მომდგარი სოჯუნი ჩაჯდა აუზის წინ მდგარ საცარძელში. მე ჩუმად, შორიდან ვუყურებდი, არ მინდოდა დავენახე.

-დასომ!
მის ხმაზე გული გამისკდა, ავფართხალდი ამოფარებული მცენარის უკან და გამოსვლისას წავიქეცი.

-დასომ კარგად ხარ?-მოვიდა სოჯუნი და მღელვარე თვალებით ამაყენა.
-კი, კი.-გავისწორე აჩეჩილი თმები. -აქ რას აკეთებ?
-მინდა იქაურობას მოვშორდე. მეგონა, რომ დავივიწყე მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ ჩემს გულში ყოფილა.-ისევ ჩაჯდა სავარძელში.
-მომისმინე.-მივუჯექი გვერდზე.-ვიცი რა გრძნობაცაა და ძნელია მისი გადალახვა.-ხელი გადავხვიე მხარზე და გულ-მკერდთან მივიწვინე.-მაგრამ არაუშავს უკეთესს იპოვი.

ასე ვიყავით დაახლოებით ნახევარი საათი და ჩამეძინა, მერე არაფერი აღარ მახსოვს.

სოჯუნის POV:

ერთ ადგილას ჯდომით წელი ამტკივდა და თავი დავაღწიე დასომის თბილ მკლავებს, შევხედე გოგონას და ჩასძინებოდა. მისი თმები არეულიყო სავარძლის ბალიშებზე, წამწამები ანათებდნენ, პატარა ნიკაპი უმანკოებით იმოსებოდა და მარწყვისებრი ტუჩები შეხებას მთხოვდნენ. უცებ გადამავიწყდა მთელი სამყარო და მინდოდა მისი გემო შემეგრძნო და ინტერესით ვაკვირდებოდი მის თხელ ზედა ტუჩს და ბუთქუნა ქვედა ტუჩს. რაღაც გრძნობა გამიჩნდა, რამაც წამსწია დასომისკენ და მისი ტუჩების გემო 5 წამით მაგრძნობინა. კოცნა ძალიან თბილი და ტკბილი აღმოჩნდა, მინდოდა კიდევ განმეცადა ეს ყველაფერი, მაგრამ მომესმა ჯუგიონის და სუმინის ხმა.

-გიყვარს?-მოხტიან ჩემსკენ.
-რა? დაინახეთ?
-აჰამ.-თავს მიქნევს და წარბებს ათამაშებს სუმინი.
-გთხოვთ არავის არ უთხრათ, რაღაც გაუგებრობაა.
-კარგი. არავის არ ვეტყვი, მაგრამ დასომს გამოუტყდი გრძნობებშიიი!-მითხრა ჯუგიონმა.
-არაფერი გრძნობები არ მაქვს!
-გაქვს და ნუ ბავშვობ! ჩვენ ვიშლებით და დასომს რას უზამ?-მკითხა სუმინმა.
-აქ დარჩეს, მე მივხედავ.
-ავვვვვვვვვვვვვ!-გასკდა სისაყვარლით ორივე.
-ე ახლა მოკეტეთ

ყველა წავიდა და დაცარიელდა სახლი. მარტო მემბერები და დასომი დავრჩით.

-აბა რას ვუზამთ?-კითხულობს ჯეჰვა.
-ჩემს ოთახში დავაწვენ.
-რა? სოჯუნ და შენ სად წახვალ?- იკითხა ჩოიონმა.
-შენთან.-ნახევარად გავუღიმე, თვალები ოდნავ დავხუჭე და წარბები ავუთამაშე.
-მირჩევნია მოვკვდე.-პასუხი მომიბრუნა ჩოიონმა.
-ჰაჰაჰაჰაჰჰაჰჰაა.-აკისკისდდა ჯიჰუნი.
-არა, თუ ასე ძალიან გინდა შენთან დავწვები.-გადავხედე მაკნეს.
-არა!-უცებ გაუსწორდა სახე და მიუბრუნდა თავის ოთახისკენ.

დასომი ხელით ავიყვანე და ჩემს ლოგინზე დავაბრძანე. ულამაზესი არსება საშინლად მაჯადოებდა და მიზიდავდა.

_______________________________________

პატარა თავია, ვიცი ბოდიშით.🥺

უბრალოდ ჩემი ფეხი, ხომ იცით რა...😒

შევეცდები ძალიან არ გავწელი ეს ფიკი.💜

მიყვარხართ!🥺💜

💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt