სოჯუნის POV:
კინწრისტეხვით შევვარდი აბაზანაში. იქაურობა ისეთი სველი, იყო კინაღამ გავსრიალდი და ფეხი მოვიტეხე. წყლის პატარა გუბურებში სრიალით მივცურდი სარკესათან და დავიწყე ჩემს თავთან საუბარი:
-სოჯუნ, არაფერი მომხდარა! დაივიწყე! არაფერი დაუნახავს, არც შენ არ გიმღერია და გიცეკვია. ახლა ჩვეულებრივად გადი.-ვამხნევებ ჩემს თავს, ვიხედები ხელებზე და სადაა პირსახოცი? თავზარი დამეცა.-ვაიმე! რა დავაშავე! როგორ გავიდე? აიშ!-უცებ ტვინში ამომიტივტივდა.-ხალათი? ხალათი მიშველის. არა, ის საძინებელში დავტოვე, მარტო ვიყავი სახლში და რისთვის მინდოდა. აიშწ!
ნელ-ნელა მივიწევ კარებისკენ და ვყვირი ბოლო ხმაზე.- დიზაინეროოო! გოგონიიი! რომელიც ხააააარ! გთხოვ მანდ ჩემი პირსახოცია და იქნებ მომაწოდო?-ოფლი მასხამს სახეზე ისე ვნერვიულობ.
დასომის POV:
ჯერ კიდევ მეცეკვება ღორებიანი ტრუსი ფიქრებში და გავიგონე ღრიალი. ავხტი და ყურები დავცქვიტე.
-დიზაინეროოოო! გოგონიიიი! რომელიც ხააააარ! გთხოვ მანდ ჩემი პირსახოცია და იქნებ მომაწოდოთ?
-ა...ისა...ჰა...-დავიბენი, აზრები ერთად დასეირნობენ ჩემს ტვინში.-ეხლავეეეე!ხელი ვსტაცე თეთრ ქათ-ქათა პირსახოცს და მივიწევ აბაზანისკენ. კარების სახელურს ხელი მოვკიდე, დავაწექი, შევაღე და სულ რაღაც 3 სანტიმეტრით გაიღო კარები.
-მადლობა.-მითხრა სოჯუნმა, გამომართვა პირსახოცი და იმ წამსვე მიმიხურა კარები.
გამოვედი თვალებ გადიდებული და დივანზე დავუწყე ლოდინი.
*10 წუთის შემდეგ*
ავტორის POV:
სოჯუნი გამორბის აბაზანიდან და უკან მოუხედავად შევარდა საძინებელში. ჩაიცვა ლოგინზე დაბრძანებული გაუთავებელი ტანსაცმელი.
როგორც იქნა, გამოვიდა ჩვენი ბიჭი, მაგრამ ვაი...
დასომის POV:
KAMU SEDANG MEMBACA
💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)
Fiksi Penggemarცნობილი დორამის "True beauty"-ის გაგრძელება. სოჯუნის ცხოვრება. (დასრულებული)